პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა
"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ზა­არბრი­უ­კე­ნის (ვო­რონ­ცო­ვის) მო­ე­დან­ზე მდგა­რი ახა­ლი ქან­და­კე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ამ ად­გილს ეს ქან­და­კე­ბა არ შე­ე­ფე­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ეს ძეგლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას.

"ამ "ნაწ­ნა­ვებ­მა" და­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო, დღე­საც ამ ნაწ­ნა­ვებ­ში ვართ გახ­ვე­უ­ლი და ვი­გუ­დე­ბით. ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, ჩრდი­ლო­ე­თის "ნაწ­ნა­ვი" გა­მოდ­გა ყვე­ლა­ზე მგუ­და­ვი და მახ­რჩო­ბე­ლა" - წე­რენ სოცქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"ადრე, მო­ქან­და­კე და არ­ქი­ტექ­ტო­რი ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ ნე­ბის­მი­ერ სკულპ­ტუ­რა­ზე. მო­ქან­და­კე უშუ­ა­ლოდ ქან­და­კე­ბა­ზე, არ­ქი­ტექ­ტო­რი კი ამ ქან­და­კე­ბის­თვის სივ­რცეს და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პორ­ცი­ებს არ­ჩევ­და. ახლა მო­ქან­და­კე­ე­ბი მარ­ტო მუ­შა­ო­ბენ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში. გა­ა­კე­თე­ბენ რა­ღა­ცას, წა­მო­ი­ღე­ბენ სა­ხე­ლოს­ნო­დან და სა­დღაც დად­გა­მენ ხოლ­მე. შე­ე­სა­ბა­მე­ბა სივ­რცეს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არ ადარ­დებთ. აბა შე­ხე­დეთ გორ­გას­ლის ძეგლის სივ­რცეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, ან შე­ხე­დეთ ქარ­თლის დე­დის სივ­რცეს­თან მი­მარ­თე­ბას და შე­ხე­დეთ ამ ქან­და­კე­ბას. ეს ძეგლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია, მარა ძაან უხერ­ხუ­ლად დგას იქ, სა­დაც დად­გეს" - წერს "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

"ამ მო­ე­დან­ზე ვო­რონ­ცო­ვის ძეგლი რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, ალ­ბათ ასე­თი ამ­ბა­ვი არ მოყ­ვე­ბო­და, რაც ფე­ის­ბუკ­ში ორი დღეა ხდე­ბა" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლია. ნა­მუ­შე­ვარს "დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი" ჰქვია. ხა­ნი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იძებ­ნე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გორ და­ი­წყო ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვან­მა ქან­და­კე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ლიკა ჭკუ­ა­სე­ლი ქან­და­კე­ბის გახ­სნის შემ­დეგ, გუ­შინ სოცქსელ­ში წერ­და:

"პრო­ექ­ტის კუ­რა­ტო­რია ირი­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი... დღეს, გახ­სნა­ზე - ყვე­ლა მო­ი­თხოვ­და, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი სულ აქ დარ­ჩეს. (ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე). 1.5 წელი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა და (თუ) ად­გილს შე­იც­ვლის შემ­დეგ - გპირ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან კარ­გი გეგ­მე­ბი აქვს მე­რეც.ღა­მის გა­ნა­თე­ბა და­მონ­ტაჟ­დე­ბა მალე ფოტო/ვი­დეო, რე­ცენ­ზი­ე­ბი, სა­ჯა­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მაც გზა­შია, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამ ჯა­დოს­ნურ პრო­ექ­ტზე იმუ­შა­ვა და ვინც დაგ­ვეხ­მა­რა".

  • რო­გორც გა­ირ­კვა, გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის "დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყდა მისი დად­გმა ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე. ქან­და­კე­ბის გახ­სნის­თვის და­ა­ნონ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დი მო­ხა­რუ­ლია წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კონ­კურ­სში „სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მუდ­მი­ვი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ქ. თბი­ლი­სი, ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­და­ნი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი: გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლი „დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი“, კუ­რა­ტო­რი ირი­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის "დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი" წარ­მო­ად­გენს სამ მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის ყვი­თე­ლი ტუ­ფის ქვა­ში გა­მოთ­ლილ მო­ნო­ლი­თურ ქან­და­კე­ბას. ქან­და­კე­ბა გა­მო­სა­ხავს ქა­ლის ფი­გუ­რას, რო­მელ­საც თმე­ბი ტან­ზე აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი. ქა­ლის სხე­უ­ლი მას­ზე დახ­ვე­უ­ლი თმე­ბი­თაა შე­ფუ­თუ­ლი და ფე­ხე­ბის­კენ თმე­ბი ფეს­ვე­ბის ფორ­მას იღებს.ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ან­ტი­კურ კულ­ტუ­რას­თან არ­გო­ნავ­ტე­ბის მი­თით, კერ­ძოდ კი მე­დე­ას სა­ხით იწყე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელი­ნის­ტუ­რი კულ­ტუ­რა ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხით შე­მობ­რუნ­და ჩვენ­სკენ და ეს შეხ­ვედ­რა ახ­ლა­გაზ­რდა ქა­ლის თმის ნაწ­ნა­ვე­ბით იყო შეკ­რუ­ლი და გა­დაბ­მუ­ლი. თმის ნაწ­ნა­ვე­ბი ვა­ზის ორ­ნა­მენ­ტად შე­მო­ერ­ტყა არა მარ­ტო ქვის ფა­სა­დებს, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლურ და ში­ნა­არ­სობ­რივ-მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ გარე სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ცხოვ­რობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ყო­ველ­თვის იყო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გა­დაკ­ვე­თა­ზე აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ და ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ან­ტი­კურ კულ­ტუ­რას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მის ქრის­ტი­ა­ნულ ტრანსფორ­მა­ცი­ას­თან საკ­ვან­ძო გა­მოდ­გა. მას­თან დი­ა­ლექ­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე გან­სა­ზღვრავს ქარ­თულ კულ­ტუ­რას და მის სა­ხეს. გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის ქან­და­კე­ბა სწო­რედ ამ დი­ა­ლექ­ტი­კურ ურ­თი­ერთქმე­დე­ბა­თა რეფ­ლექ­სი­აა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ასეთ ჰიბ­რი­დულ ფორ­მას იღებს, სა­დაც ან­ტი­კუ­რი სახე და ელი­ნის­ტუ­რი თმის ფორ­მა ნელ­ნე­ლა იშ­ლე­ბა, ხოლო რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბა ტერ­ფებს, ფეს­ვე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა.

გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ფერ­წე­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მან თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ხეში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფე­ბით და ქან­და­კე­ბე­ბით და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა თი­ხა­ში, მე­ტალ­სა და ცე­მენ­ტში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით. აქ­ტი­უ­რად იფი­ნე­ბა 2013 წლი­დან. 2018 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლი­უბ­ლი­ა­ნას გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ბი­ე­ნა­ლე­ში და გა­მო­ფე­ნი­ლი იყო დ. შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში. 2022 წელს „Slavs and Tatars“ ხე­ლო­ვან­თა კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად გა­მო­ი­ფი­ნა კუნსტჰა­ლე თბი­ლი­სის გა­მო­ფე­ნა­ში ათი­ნა­თის კულ­ტუ­რულ ცენ­ტრში".

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
2

ადამიანის წინაპარს ნაწნავები ჰქონდა???)))

 

d
1

აგულის ნამუშევარი არ გეგონოთ. ანტიკური ხანისაა, ბნელი რომ იყო ადამიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე მდგარი ახალი ქანდაკება. მოქალაქეების ნაწილი წერს, რომ ამ ადგილს ეს ქანდაკება არ შეეფერება. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ძეგლი ეწინააღმდეგება ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეას.

"ამ "ნაწნავებმა" დაღუპა საქართველო, დღესაც ამ ნაწნავებში ვართ გახვეული და ვიგუდებით. ოთხი მიმართულებიდან, ჩრდილოეთის ,,ნაწნავი" გამოდგა ყველაზე მგუდავი და მახრჩობელა" - წერენ სოცქსელში მოქალაქეები.

"ადრე, მოქანდაკე და არქიტექტორი ერთად მუშაობდნენ ნებისმიერ სკულპტურაზე. მოქანდაკე უშუალოდ ქანდაკებაზე, არქიტექტორი კი ამ ქანდაკებისთვის სივრცეს და შესაბამისად, პროპორციებს არჩევდა. ახლა მოქანდაკეები მარტო მუშაობენ სახელოსნოებში. გააკეთებენ რაღაცას, წამოიღებენ სახელოსნოდან და სადღაც დადგამენ ხოლმე. შეესაბამება სივრცეს, არ შეესაბამება არ ადარდებთ. აბა შეხედეთ გორგასლის ძეგლის სივრცესთან შესაბამისობას, ან შეხედეთ ქართლის დედის სივრცესთან მიმართებას და შეხედეთ ამ ქანდაკებას. ეს ძეგლი შეიძლება ძალიანაც კარგია, მარა ძაან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - წერს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

"ამ მოედანზე ვორონცოვის ძეგლი რომ დაებრუნებინათ, ალბათ ასეთი ამბავი არ მოყვებოდა, რაც ფეისბუკში ორი დღეა ხდება" - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

როგორც გაირკვა, ქანდაკების ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი გიორგი ხანიაშვილია. ნამუშევარს "დროის ნაწნავები" ჰქვია. ხანიაშვილის სოციალურ ქსელში იძებნება ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ დაიწყო ახალგაზრდა ხელოვანმა ქანდაკებაზე მუშაობა.

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი ლიკა ჭკუასელი ქანდაკების გახსნის შემდეგ, გუშინ სოცქსელში წერდა:

"პროექტის კურატორია ირინა პოპიაშვილი... დღეს, გახსნაზე - ყველა მოითხოვდა, რომ ეს ქალბატონი სულ აქ დარჩეს. (ზაარბრიუკენის მოედანზე). 1.5 წელი ნამდვილად იქნება და (თუ) ადგილს შეიცვლის შემდეგ - გპირდებით, რომ ძალიან კარგი გეგმები აქვს მერეც.ღამის განათება დამონტაჟდება მალე ფოტო/ვიდეო, რეცენზიები, საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამაც გზაშია, მადლობა ყველას, ვინც ამ ჯადოსნურ პროექტზე იმუშავა და ვინც დაგვეხმარა".

  • როგორც გაირკვა, გიორგი ხანიაშვილის "დროის ნაწნავები" კონკურსის გამარჯვებული გახდა და სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი დადგმა ზაარბრიუკენის მოედანზე. ქანდაკების გახსნისთვის დაანონსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი“ გამარჯვებული პროექტი: გიორგი ხანიაშვილი „დროის ნაწნავები“, კურატორი ირინა პოპიაშვილი.

გიორგი ხანიაშვილის "დროის ნაწნავები" წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს.ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან არგონავტების მითით, კერძოდ კი მედეას სახით იწყება. მოგვიანებით ელინისტური კულტურა ქრისტიანობის სახით შემობრუნდა ჩვენსკენ და ეს შეხვედრა ახლაგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით იყო შეკრული და გადაბმული. თმის ნაწნავები ვაზის ორნამენტად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ-მსოფლმხედველობრივ გარე სამყაროს, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გადაკვეთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ ტრანსფორმაციასთან საკვანძო გამოდგა. მასთან დიალექტიკურ ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართულ კულტურას და მის სახეს. გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება სწორედ ამ დიალექტიკურ ურთიერთქმედებათა რეფლექსიაა, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ ჰიბრიდულ ფორმას იღებს, სადაც ანტიკური სახე და ელინისტური თმის ფორმა ნელნელა იშლება, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ტერფებს, ფესვებად გადაიქცევა.

გიორგი ხანიაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. მან თავისი შემოქმედება ხეში შესრულებული რელიეფებით და ქანდაკებებით დაიწყო, მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა თიხაში, მეტალსა და ცემენტში შესრულებული ნამუშევრებით. აქტიურად იფინება 2013 წლიდან. 2018 წელს მონაწილეობდა ლიუბლიანას გრაფიკული ხელოვნების ბიენალეში და გამოფენილი იყო დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 2022 წელს „Slavs and Tatars“ ხელოვანთა კოლექტივთან ერთად გამოიფინა კუნსტჰალე თბილისის გამოფენაში ათინათის კულტურულ ცენტრში".