მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად "ბასიანთან“ პარაკლისი ჩაატარა
მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად "ბასიანთან“ პარაკლისი ჩაატარა

თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ მრევ­ლთან ერ­თად, 19 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლუბ „ბა­სი­ან­თან“ ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი ჩა­ა­ტა­რა. „ბა­სი­ან­თან“ შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

  • მამა შალ­ვა მი­იჩ­ნევს, რომ 19 წლის გოგო კლუ­ბურ­მა ნარ­კო­ტიკ­მა იმ­სხვერ­პლა და და­უშ­ვე­ბე­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა. სა­სუ­ლი­ე­რო პირი ფიქ­რობს, რომ სა­მო­მავ­ლოდ მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა რომ არ გან­მე­ორ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა გონს მო­ე­გოს და კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აიკ­რძა­ლოს. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე სა­ჭი­როა დის­კუ­სი­ე­ბი.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს სამ­შობ­ლოს­თან, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩვენ არ მოგ­ვი­ტა­ნია დღემ­დე, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­ტა­ნეს. დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქარ­თვე­ლე­ბი ვმდგა­რი­ყა­ვით, უამ­რა­ვი სის­ხლი დაღ­ვა­რეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ჩვენ ღირ­სე­ბა, პა­ტი­ვი, ეროვ­ნუ­ლო­ბა ტრა­დი­ცი­ე­ბი გვქო­ნო­და.

და­სა­ცი­ნად არ ღირს ის, რომ თურ­მე ასე­თი სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა, თურ­მე არ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ პატ­რი­ო­ტიზ­მზე, ქვე­ყა­ნა­ზე, ეროვ­ნუ­ლო­ბა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. ის ახალ­გაზ­რდე­ბი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ნი ღმერ­თის შვი­ლე­ბი ვართ, ეს უნდა გა­ი­აზ­როს მთავ­რო­ბამ, ოპო­ზი­ცი­ამ. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა სის­ხლი დაღ­ვა­რეს, რომ ჩვენ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ჩვენ და­სა­ღუ­პი შვი­ლე­ბი არ გვყავს. რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით? სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა არის ძა­ლი­ან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი. ამ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა“,-გა­ნა­ცხა­და მამა შალ­ვამ. მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ სა­კი­თხზე არ­ცერ­თი ტე­ლე­ვი­ზია არ სა­უბ­რობს. "მე­წყე­რი რომ მო­წყდე­ბა იმა­ზე ეუბ­ნე­ბი­ან მთავ­რო­ბას, ადა­მი­ა­ნი რა­ტომ მოკ­ვდაო, გა­მო­ძი­ე­ბა იწყე­ბა და ადა­მი­ა­ნი რომ და­ი­ღუ­პა, ამა­ში სა­ხელ­მწი­ფომ არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფოც და ოპო­ზი­ცი­აც ამა­შია ჩარ­თუ­ლი“,-აღ­ნიშ­ნა მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, კლუბ „ბა­სი­ა­ნის“ გან­ცხა­დე­ბით, 19 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით გახ­და შე­უძ­ლოდ.

რო­გორც კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ახალ­გაზ­რდას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ე­წია, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერც კლი­ნი­კა­ში შეძ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

დახურვა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ნარკოტიკით მოვაჭრეები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად და მათთან დაკავშირებული ქსელი. თორემ ბასიანი თუ დახურეს, გახსნიან 10-ს მის ნაცვლად.

სიიიი
2

ჯენზიმ და გულედნის იმან რაო ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად "ბასიანთან“ პარაკლისი ჩაატარა

მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად "ბასიანთან“ პარაკლისი ჩაატარა

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა. „ბასიანთან“ შეკრებილები იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები.

  • მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები.

"ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოსთან, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ მოგვიტანია დღემდე, ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს. დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქართველები ვმდგარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. უამრავმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ღირსება, პატივი, ეროვნულობა ტრადიციები გვქონოდა.

დასაცინად არ ღირს ის, რომ თურმე ასეთი საუბარი არ შეიძლება, თურმე არ შეიძლება ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, ქვეყანაზე, ეროვნულობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ჩვენ დასაღუპი შვილები არ გვყავს. რატომ გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. ამ ნარკოპოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“,-განაცხადა მამა შალვამ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე არცერთი ტელევიზია არ საუბრობს. "მეწყერი რომ მოწყდება იმაზე ეუბნებიან მთავრობას, ადამიანი რატომ მოკვდაო, გამოძიება იწყება და ადამიანი რომ დაიღუპა, ამაში სახელმწიფომ არავინ დაადანაშაულა იმიტომ, რომ სახელმწიფოც და ოპოზიციაც ამაშია ჩართული“,-აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანის“ განცხადებით, 19 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახდა შეუძლოდ.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდას პირველადი დახმარება მომენტალურად გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერც კლინიკაში შეძლეს.