კიევის ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, სახელი გადაერქვას უკრაინის დედაქალაქში ათ ობიექტს. მათ შორის შეიცვალოს რუსი კულტურის მოღვაწეების სახელები. შედეგად რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას ქართველი მსახიობისა და მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდა. ალექსანდრე ბლოკის სახელობის ბიბლიოთეკას კი უკრაინელი რეჟისორისა და თეატრის პედაგოგის გნატ იურას სახელი დაერქვა.
საკრებულოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელების გადარქმევა განაგრძობს "დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესს“.
"უკრაინის დედაქალაქი იშორებს სახელებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე... საუკუნოვან კიევში არ უნდა არსებობდეს სახელები, რომლებიც დაკავშირებულია აგრესორ ქვეყანასთან, მის საბჭოთა და იმპერიულ წარსულთან“, - განაცხადა კიევის მერის მოადგილე ვლადიმირ ბონდარენკომ.
მაპატიეთ, მაგრამ ჩვენი ქართველი წინაპრების სახუმარო სტროფებით ავღნიშნავ კიევის ქუჩის ამ სახელების ცვლილებას : "სად ერეკლეო, და სად ჩემი ...ო."!!!😂
მე მგონი, სამარცხვინო საქციელია და კიკაბიძის სახელსაც ჩრდილი მიაყენეს ამ საქციელით.
იმედია, როდესმე მიხვდებიან, რა უაზრობაც ჩაიდინეს,