მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღვისპირა ქალაქებს წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ - რა შედეგამდე მიიყვანს მსოფლიოს ყინულის სწრაფად დნობა
ზღვისპირა ქალაქებს წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ - რა შედეგამდე მიიყვანს მსოფლიოს ყინულის სწრაფად დნობა

2000 ფუ­ტის სიგ­რძის ყი­ნუ­ლის ბირ­თვი­დან მი­ღე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ და­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლი დრა­მა­ტუ­ლად მცირ­დე­ბა. ახა­ლი კვლე­ვა წარ­მოდ­გე­ნას იძ­ლე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ყი­ნუ­ლის დნო­ბა და ზღვის დო­ნის ამაღ­ლე­ბა.

საკ­ვლე­ვი პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად მეც­ნი­ე­რებ­მა ყი­ნუ­ლის ბირ­თვი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­დი­დან წა­მო­ი­ღეს. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გა­ზო­მეს ბირ­თვის წყლის იზო­ტო­პე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ.

კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ბოლო 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყი­ნუ­ლის ნა­წი­ლი გა­თხელ­და 450 მეტ­რით (1476 ფუტი).

"ახლა აშ­კა­რაა, რომ ყი­ნუ­ლის დნო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­ი­წყო. თუ ამ სის­წრა­ფით გაგ­რძელ­დე­ბა, მალე სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით" - თქვა ერიკ ვოლფ­მა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლა­ცი­ო­ლოგ­მა და კვლე­ვის ავ­ტო­რი.

ამას შე­საძ­ლოა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს. და­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლის დნო­ბა წყლის ამაღ­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს - ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებს კი წყალ­დი­დო­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატერინა
0

ზღვისპირას კი არა ყველას უჭირს, ბუნებიდან ხარბად, უზომოდ გაზის ამოხაპვა სიკეთეს არავის მოუტანს, ჯიბეებზე ნაკლები იფიქრონ და სიცოცხლეზე და ბუნებაზე მეტი, ნახეთ თბილისში ხე არ დატოვეს, ტროტუარზე გადმოვიდნენ, მარტო სახლები შენდება, ქალაქი ვეებერთელა სასაფლაოს ჰგავ უზარმაზარი ძეგლებით, იყავით და ისუნთქეთ ქვებით

დო მაჟორი
6

ტერმინი "ყინულის ბირთვი" ამ შემთხვევაში არასწორია. ინგლისურ დედანში სავარაუდოდ გამოყენებული იქნებოდა ტერმინი "core", რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. გეოლოგიურ კონტექსტში ის ნიშნავს კერნს, რომელიც ბურღვის შედეგად მიიღება. მოკლედ, ტექსტში უნდა იყოს "ყინულის კერნი".

ავტორი:

ზღვისპირა ქალაქებს წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ - რა შედეგამდე მიიყვანს მსოფლიოს ყინულის სწრაფად დნობა

ზღვისპირა ქალაქებს წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ - რა შედეგამდე მიიყვანს მსოფლიოს ყინულის სწრაფად დნობა

2000 ფუტის სიგრძის ყინულის ბირთვიდან მიღებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დასავლეთ ანტარქტიდის ყინული დრამატულად მცირდება. ახალი კვლევა წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ყინულის დნობა და ზღვის დონის ამაღლება.

საკვლევი პასუხების მისაღებად მეცნიერებმა ყინულის ბირთვი გამოიყენეს, რომელიც ანტარქტიდიდან წამოიღეს. დიდ ბრიტანეთში, გაზომეს ბირთვის წყლის იზოტოპები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას წარსულში არსებული ტემპერატურის შესახებ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ყინულის ნაწილი გათხელდა 450 მეტრით (1476 ფუტი).

"ახლა აშკარაა, რომ ყინულის დნობა საუკუნეების წინ დაიწყო. თუ ამ სისწრაფით გაგრძელდება, მალე საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით" - თქვა ერიკ ვოლფმა, გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის უნივერსიტეტის გლაციოლოგმა და კვლევის ავტორი.

ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის დნობა წყლის ამაღლებას გამოიწვევს - ზღვისპირა ქალაქებს კი წყალდიდობასთან გამკლავება გაუჭირდებათ.