პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა" - ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?
"დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა" - ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?

მათ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 18 წლის ასაკ­ში გა­ი­გეს, რომ ტყუ­პი დები არი­ან, რომ­ლე­ბიც 2005 წელს გა­აშ­ვი­ლეს... ანა ფან­ჩუ­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­მა იშ­ვი­ლა, ელე­ნე - დე­ი­სა­ძე­ე­ბის. ანას და­ბა­დე­ბის თა­რი­ღად 22 აპ­რი­ლი უწე­რია, ელე­ნეს - 14 თე­ბერ­ვა­ლი.

დღეს ისი­ნი უკვე სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან - ელე­ნე "სე­უ­ში" "ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე" სწავ­ლობს, ანა თსუ-ში - ინ­გლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე. ერ­თმა­ნე­თი კი პო­პუ­ლა­რულ სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა „ტიკ-ტოკ­ზე“ აღ­მო­ა­ჩი­ნეს... ინ­ფორ­მა­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვე­ძებ" ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და ჟურ­ნა­ლის­ტის­გან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის­გან შე­ვი­ტყვეთ.

უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით თა­ვი­ანთ ამ­ბავს კი ტყუ­პი დები AMBEBI.GE-ს თა­ვად მო­უყვნენ:

ელე­ნე დე­ი­სა­ძე:

- რო­გორც ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა, მეც ვარ "ტიკ-ტო­კის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ბევრ ვი­დე­ოს ვტვირ­თავ, მათ შო­რის, სა­ხა­ლი­სო­საც. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე ერ­თმა ბავ­შვმა და­მი­კო­მენ­ტა­რა, - დღეს რა გინ­დო­და, კლი­ნი­კა­შიო? გა­ვოც­დი, იმ დღეს არ­სად ვყო­ფილ­ვარ, სა­ერ­თოდ სახ­ლი­დან არ გავ­სულ­ვარ. ალ­ბათ ვი­ღა­ცა­ში გეშ­ლე­ბი-მეთ­ქი. მიმ­ტკი­ცებ­და, რომ მე ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ჩემ­თვის უც­ნო­ბი ანა ფან­ჩუ­ლი­ძე მო­ნიშ­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, კლი­ნი­კა­ში ანა ყო­ფი­ლა, ის ბავ­შვი კი­დევ მისი ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ანა:

- ელე­ნეს ვინც და­უ­კო­მენ­ტა­რა, რე­ა­ლუ­რად ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია. რო­გორც შემ­დეგ მი­თხრეს, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი თურ­მე ელე­ნეს ვი­დე­ო­ებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ადევ­ნებ­დნენ... მათ იცოდ­ნენ სი­მარ­თლე (სა­ერ­თოდ ნა­თე­სა­ო­ბამ) რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს არა­სო­დეს უთ­ქვამთ. ელო­დე­ბოდ­ნენ, მშობ­ლე­ბი ამას თვი­თონ რო­დის მე­ტყოდ­ნენ... მოკ­ლედ, ბი­ძაშ­ვი­ლი მაჩ­ვე­ნებ­და ელე­ნეს ვი­დე­ოს და მე­უბ­ნე­ბო­და - შენ ხარო. მე არ ვარ-მეთ­ქი - კი ვამ­ბობ­დი, მაგ­რამ ფაქ­ტი ის იყო, რომ ელე­ნე ძა­ლი­ან მგავ­და... სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ვი­ფიქ­რე, მა­მა­ჩე­მის შვი­ლი ხომ არ არის-მეთ­ქი?.. მაგ­რამ მერე ჩავ­თვა­ლე, რომ ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ მგავს და მორ­ჩა. ელე­ნე და მე დის­ტან­ცი­უ­რად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად დავ­მე­გობ­რდით. ეს მე­გობ­რო­ბა 2 წელ­ზე ცოტა მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. შარ­შან ზა­ფხულს, მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ­დი. თურ­მე ჩემი მშობ­ლე­ბი იმას ელო­დე­ბოდ­ნენ, ეროვ­ნულ გა­მოც­დებს რო­დის და­ვას­რუ­ლებ­დი, რომ ჩემ­თვის სი­მარ­თლე ეთ­ქვათ, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­გეს, რომ ელე­ნე ჩემი და იყო.

- რო­გორ?

ელე­ნე:

- დე­და­ჩემს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. თურ­მე დედა ელო­დე­ბო­და, ამ კი­თხვას რო­დის დავ­სვამ­დი და ერთ სა­ღა­მო­საც დავ­სვი - დედა აყ­ვა­ნი­ლი ვარ? მა­ნამ­დეც რა­ღაც ეჭ­ვე­ბი მქონ­და, რად­გან დე­და­ჩე­მის ფეხ­მძი­მო­ბის ფოტო ვერ ვნა­ხე. სა­ბო­ლო­ოდ მო­მი­ა­რა რა­ღაც ძლი­ერ­მა გრძნო­ბამ, რომ მეთ­ქვა და ვკი­თხე. მოკ­ლედ, სა­ნამ ანა გა­ი­გებ­და, 2 კვი­რით ადრე მე გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი... მერე ანა­მაც და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ აყ­ვა­ნი­ლი იყო... სა­ო­ცა­რი სტრე­სი მქონ­და.

ანა:

- დე­და­ჩე­მის ორ­სუ­ლო­ბის ფო­ტო­ე­ბის ძებ­ნა სახ­ლში მეც და­ვი­წყე და რომ ვერ ვნა­ხე, ეჭვი გა­მიჩ­ნდა. გა­მოც­დე­ბი რომ და­ვამ­თავ­რე, არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ჩემს მშობ­ლებს ვუ­თხა­რი, რომ ელე­ნე ძა­ლი­ან მიყ­ვარს-მეთ­ქი. უნდა გიყ­ვარ­დეს, რად­გან მგო­ნი, შენი და არი­სო.

- მას მერე, რაც ორი­ვეს გამ­ზრდელ­მა მშობ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლე­ბი იყა­ვით, რა მოხ­და?

ელე­ნე:

- მე და ანა უკვე პი­რა­დად რომ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ვა­ტყობ­დით, რომ ში­ნა­გა­ნად ორი­ვე ვღე­ლავ­დით. ისე­თი გრძნო­ბაც იყო, თით­ქოს 18 წელი არც გა­სუ­ლა, უბ­რა­ლოდ ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით და ერ­თმა­ნე­თი დიდი ხანი არ გვყავ­და ნა­ნა­ხი.

ელე­ნე და ანა

ანა:

- ელე­ნე პი­რის­პირ რომ ვნა­ხე, მე­გო­ნა, სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი, ისე­თი მსგავ­სე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე... ერ­თსა და იმა­ვე მხა­რეს, სა­ხე­ზე, სა­ფეთ­ქელ­თან ხალი გვაქვს და მხა­რებ­ზე პიგმენ­ტურ ლა­ქე­ბი.

- რას მო­გიყ­ვნენ მშობ­ლე­ბი, რო­გორ მოხ­და თქვე­ნი შვი­ლად აყ­ვა­ნა?

ელე­ნე:

- მე თბი­ლის­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ანა - ქუ­თა­ი­სი. მშობ­ლებს ჩემ­თვის დიდი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბი­ათ, უბ­რა­ლოდ ვიცი, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერთი სამ­შო­ბი­ა­რო­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის ასაკ­ში ვარ წა­მოყ­ვა­ნი­ლი. ეს მოხ­და 2005 წლის ფე­რიც­ვა­ლე­ბა დღეს. იქ ჩემი წონა და სიგ­რძეც უთხრეს, რამ­დე­ნიც და­ვი­ბა­დე (2.600 კგ და 49 სმ). რო­გორც გა­ვი­გე, ზუს­ტად იგი­ვე წონა და სიგ­რძე ყო­ფი­ლა ანაც... დე­და­ჩე­მის­თვის უთ­ქვამთ ჩემი სა­ვა­რა­უ­დო მშობ­ლე­ბის გვა­რე­ბი - მამა - გე­წა­ძე და დედა - შუ­კა­კი­ძე. წარ­მო­შო­ბით სა­ჩხე­რი­დან ყო­ფი­ლან, ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხი და ბავ­შვის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

ანა:

- ჩემი მშობ­ლე­ბის­გან კი მე ეს ვიცი: მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ბავ­შვის აყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს. ახ­ლო­ბე­ლი ქალი იყო, რო­მელ­საც მე-5 სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­სა­ყი­დად პრო­დუქ­ტე­ბი დაჰ­ქონ­და. მის­გან გა­ი­გეს, რომ იქ ბავ­შვი იყო გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი და ჩემი მშობ­ლე­ბი ვინ­მე ცი­უ­რი ვა­წა­ძეს­თან მი­ვიდ­ნენ (ის ქალი ამ სა­ხე­ლით და გვა­რით გა­ეც­ნო... თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის დახ­მა­რე­ბით, გა­ირ­კვა, რომ ეს ცი­უ­რი ვა­წა­ძე და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის გარ­დაც­ვლი­ლია). ქალ­ბა­ტონ­მა ცი­უ­რიმ ჩემი მშობ­ლე­ბი გლ­დან­ში გა­უშ­ვა. ბავ­შვი ერთ-ერთი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში­აო. კორ­პუ­სის ეზო­ში ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა... იმ ეზო­ში ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ა­ვართ და მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის­თვის ვუჩ­ვე­ნე­ბი­ვართ. რო­გორც დე­დამ მი­თხრა, უკვე 2 თვის ვი­ყა­ვი. გა­და­წყდა, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხის (3800 დო­ლა­რის) სა­ნაც­ვლოდ, იქი­დან მე­ო­რე დღეს წა­მო­მიყ­ვან­დნენ. ოღონდ, გა­უფრ­თხი­ლე­ბი­ათ, ბავ­შვს რა ტან­საც­მე­ლიც აც­ვია, რი­თიც მიგ­ყავთ, უკან უნდა და­აბ­რუ­ნო­თო. ქალი, რო­მე­ლიც გლ­დან­ში ნა­ხეს და ვინც უშუ­ა­ლოდ ჩემს მშობ­ლებს გად­მოს­ცა ჩემი თავი, ბავ­შვის ძი­ძად გა­ეც­ნო, რო­მე­ლიც მივ­ლი­და. შემ­დეგ უკვე იმ ცი­უ­რი ვა­წა­ძემ, ქალი, ვინც მე-5 სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ხეს, ჩემი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა გა­ა­კე­თა. უთხრა, თა­რი­ღი თვი­თონ აერ­ჩი­ათ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის გრა­ფა­ში ჩემი აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩა­წე­რეს.

- თი­თო­ე­უ­ლი რო­გორ იზ­რდე­ბო­დით?

ანა:

- ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი დიდი გა­მარ­თლე­ბა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბია. ელე­ნე­საც ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს, სა­ო­ცა­რი ოჯა­ხი, თბი­ლი. ახლა უკვე ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ, გა­ვერ­თი­ან­დით.

ელე­ნე:

- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ორი­ვემ ლა­ტა­რია მო­ვი­გეთ. ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს მაძ­ლევ­დნენ - სა­უ­კე­თე­სო ბაღ­ში, სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. არა­სო­დეს არა­ვის­გან არა­ფე­რი ზედ­მე­ტი, თუნ­დაც გა­დაკ­ვრით ნათ­ქვა­მი არ მსმე­ნია. წა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, რომ აყ­ვა­ნი­ლი ვარ. მე და ანას ერ­თნა­ი­რი ხა­სი­ა­თე­ბი გვაქვს, ისიც და­ვად­გი­ნეთ, რომ სი­ცხეც კი ერ­თდრო­უ­ლად გვი­წევს. ავად ერთ დროს ვხდე­ბით, ხში­რად არის, რომ მე გულ­ში რა­ღა­ცას ვმღე­რი და ელე­ნე იმას ხმა­მაღ­ლა აგ­რძე­ლებს, ან ერ­თდრო­უ­ლად ვი­წყებთ ერ­თსა და იმა­ვე სიმ­ღე­რას. ვმღე­რით, ვცეკ­ვავთ - ხმის ტემ­ბრიც კი ერ­თნა­ი­რი გვაქვს. ტყუ­პის ფე­ნო­მე­ნი ხომ იცით, ამო­უხ­სნე­ლი რამ არის.

- მას მერე, რაც დიდი პრო­ცენ­ტით და­დას­ტურ­და, რომ ტყუ­პი და ხართ, მი­ა­კი­თხეთ ჯგუფს „ვე­ძებ“, კერ­ძოდ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს?

ანა:

- დიახ, მი­ვე­დი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს­თან და ჩემი ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი. ჩვენ რომ ტყუ­პი ვართ, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. გა­ვი­კე­თე დნმ-ის ტეს­ტი, რომ მოვ­ძებ­ნოთ ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი. ერთ-ერ­თის მშო­ბელ­მა (არ და­ვა­კონ­კრე­ტებთ ვინ) იცო­და, რომ მათი ნაშ­ვი­ლე­ბი გო­გო­ნა რე­ა­ლუ­რად ტყუ­პის ცალი იყო. რომ მისი შვი­ლის ტყუ­პის ცალი სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობ­და.

- ახლა ეძებთ ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს?

ანა:

- ჩვენს აღ­მზრდელ მშობ­ლებს ვე­რა­ვინ შეგ­ვიც­ვლის, ვინც გზრდის, ის არის შენი მშო­ბე­ლი.

ელე­ნე:

- ელე­მენ­ტა­რუ­ლად გვინ­და, გვა­რი მა­ინც გა­ვი­გოთ, რომ ვი­ცო­დეთ, ვინ ვართ. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს იმის უფ­ლე­ბა, იცო­დეს, ვინ არის. ვინ არი­ან მისი მშობ­ლე­ბი და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი.

ანა:

- დე­და­ჩე­მი მიყ­ვე­ბა ხოლ­მე, 3 წლის ასაკ­ში თურ­მე აჩე­მე­ბუ­ლი მქო­ნია - მე მყავს ძმა, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და ჰქვია გი­ორ­გი. იმ პე­რი­ოდ­ში ვცხოვ­რობ­დი ქუ­თა­ის­ში და თბი­ლი­სი არც ვი­ცო­დი რა იყო და სად იყო. უბ­რა­ლოდ ამას ყო­ველ დღე ვი­მე­ო­რებ­დი. დედა ფიქ­რობ­და, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან მი­ვიყ­ვან, ალ­ბათ ქვეც­ნო­ბი­ერ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი რა­ღაც, ან იქ­ნებ მარ­თლაც ასე­აო.

ელე­ნე:

- მე ჩემი ტყუ­პის არ­სე­ბო­ბა­ზე მქონ­და ასე­თი ეჭვი. ბავ­შვო­ბი­დან ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მი იყო ასე­ვე „მახე მშობ­ლე­ბის­თვის“ - სა­დაც ტყუ­პი გო­გო­ნა ერ­თმა­ნეთს ბა­ნაკ­ში აღ­მო­ა­ჩენს. სულ მქონ­და შე­კი­თხვა ჩემს თავ­თან - მეც ხომ არ მყავს ტყუ­პი და?! სა­ნამ მე და ანა გა­ვი­გებ­დით, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ქუ­ჩა­ში ხში­რად ვხე­დავ­დი ხოლ­მე ტყუ­პებს...

ანა:

- რო­დე­საც დე­და­ჩემ­მა ელე­ნე ნახა, ცუ­დად გახ­და. სა­ერ­თოდ ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ტი­რო­და. ესეც ხომ ჩემი შვი­ლია და 18 წელი ჩემი შვი­ლი რო­გორ ვერ ვი­პო­ვეო. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენს შე­სა­ხებ კი­დევ მეტს შე­ვი­ტყობთ და სი­მარ­თლე ბო­ლომ­დე გა­ირ­კვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეკლა
1

არავინ არასდროს არ უნდა განსაჯოს გამშვილებელი ქალი,უნდა დალიცოთ-მან ხომ ბევრი ვინმე გააბედნიერა, მისი განსაცდელისა და ვინ იცის როგორ რთული ცხოვრებისა მაინც გააჩინა შვილი-არ მოიშორა,აბორტი არ გაიკეთა და არც ნაგავში ჩაუგდია

რა 21 საუკუნე ?????
4

ერთ ინტერვიუში ეწერა რომ ერთ ერთის მშობელს უთხრეს რომ ბავშვის დედ მამის გვარი. მამა გეწაძე ხოლო დედა შუკაკიძეო საჩხერის რაიონიდან და ხელმოკლე ოჯახი იყო და მიტომ დატოვა ბავშვიო. და საჩხერეში ნუთუ ამის გაგება არ შეიძლება??? ანონიმურად??

შეიძლება იმ ხალხს ცალცალკე ოჯახები აქვთ დღეს და არც უნდათ მაშინდელი შეცდომის გამხელა და გამოაშკარავება. ამიტომ არის რაღაც რასაც ტაბუ უნდა დაედვას ადამიანის უფლებების დარღვევას არ უნდა ექნეს ადგილი. გაითვალისწინეთ ამ ბავშვების ბიოლოგიური ( ადამიანები)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა" - ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?

"დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა" - ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?

მათ გასული წლის სექტემბერში, 18 წლის ასაკში გაიგეს, რომ ტყუპი დები არიან, რომლებიც 2005 წელს გააშვილეს... ანა ფანჩულიძეების ოჯახმა იშვილა, ელენე - დეისაძეების. ანას დაბადების თარიღად 22 აპრილი უწერია, ელენეს - 14 თებერვალი.

დღეს ისინი უკვე სტუდენტები არიან - ელენე "სეუში" "ფსიქოლოგიაზე" სწავლობს, ანა თსუ-ში - ინგლისურ ფილოლოგიაზე. ერთმანეთი კი პოპულარულ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აღმოაჩინეს... ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ" ხელმძღვანელისგან და ჟურნალისტისგან თამუნა მუსერიძისგან შევიტყვეთ.

უფრო დაწვრილებით თავიანთ ამბავს კი ტყუპი დები AMBEBI.GE-ს თავად მოუყვნენ:

ელენე დეისაძე:

- როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ვარ "ტიკ-ტოკის" მომხმარებელი. ბევრ ვიდეოს ვტვირთავ, მათ შორის, სახალისოსაც. ერთ-ერთ ვიდეოზე ერთმა ბავშვმა დამიკომენტარა, - დღეს რა გინდოდა, კლინიკაშიო? გავოცდი, იმ დღეს არსად ვყოფილვარ, საერთოდ სახლიდან არ გავსულვარ. ალბათ ვიღაცაში გეშლები-მეთქი. მიმტკიცებდა, რომ მე ვიყავი. შემდეგ ჩემთვის უცნობი ანა ფანჩულიძე მონიშნა. როგორც გაირკვა, კლინიკაში ანა ყოფილა, ის ბავშვი კიდევ მისი ახლობელი აღმოჩნდა.

ანა:

- ელენეს ვინც დაუკომენტარა, რეალურად ჩემი ბიძაშვილია. როგორც შემდეგ მითხრეს, ჩემი ბიძაშვილები თურმე ელენეს ვიდეოებს დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებდნენ... მათ იცოდნენ სიმართლე (საერთოდ ნათესაობამ) რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამთ. ელოდებოდნენ, მშობლები ამას თვითონ როდის მეტყოდნენ... მოკლედ, ბიძაშვილი მაჩვენებდა ელენეს ვიდეოს და მეუბნებოდა - შენ ხარო. მე არ ვარ-მეთქი - კი ვამბობდი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ელენე ძალიან მგავდა... სიმართლე რომ გითხრათ, ვიფიქრე, მამაჩემის შვილი ხომ არ არის-მეთქი?.. მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ ადამიანი უბრალოდ მგავს და მორჩა. ელენე და მე დისტანციურად, ვირტუალურად დავმეგობრდით. ეს მეგობრობა 2 წელზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა. შარშან ზაფხულს, მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. თურმე ჩემი მშობლები იმას ელოდებოდნენ, ეროვნულ გამოცდებს როდის დავასრულებდი, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ, რადგან საბოლოოდ გაიგეს, რომ ელენე ჩემი და იყო.

- როგორ?

ელენე:

- დედაჩემს ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი. თურმე დედა ელოდებოდა, ამ კითხვას როდის დავსვამდი და ერთ საღამოსაც დავსვი - დედა აყვანილი ვარ? მანამდეც რაღაც ეჭვები მქონდა, რადგან დედაჩემის ფეხმძიმობის ფოტო ვერ ვნახე. საბოლოოდ მომიარა რაღაც ძლიერმა გრძნობამ, რომ მეთქვა და ვკითხე. მოკლედ, სანამ ანა გაიგებდა, 2 კვირით ადრე მე გავიგე ეს ამბავი... მერე ანამაც დამირეკა და მითხრა, რომ აყვანილი იყო... საოცარი სტრესი მქონდა.

ანა:

- დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა სახლში მეც დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა. გამოცდები რომ დავამთავრე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ ელენე ძალიან მიყვარს-მეთქი. უნდა გიყვარდეს, რადგან მგონი, შენი და არისო.

- მას მერე, რაც ორივეს გამზრდელმა მშობლებმა დაადასტურეს, რომ აყვანილი შვილები იყავით, რა მოხდა?

ელენე:

- მე და ანა უკვე პირადად რომ შევხვდით ერთმანეთს, ვატყობდით, რომ შინაგანად ორივე ვღელავდით. ისეთი გრძნობაც იყო, თითქოს 18 წელი არც გასულა, უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობდით და ერთმანეთი დიდი ხანი არ გვყავდა ნანახი.

ელენე და ანა

ანა:

- ელენე პირისპირ რომ ვნახე, მეგონა, სარკეში ვიყურებოდი, ისეთი მსგავსება აღმოვაჩინე... ერთსა და იმავე მხარეს, სახეზე, საფეთქელთან ხალი გვაქვს და მხარებზე პიგმენტურ ლაქები.

- რას მოგიყვნენ მშობლები, როგორ მოხდა თქვენი შვილად აყვანა?

ელენე:

- მე თბილისში ვიზრდებოდი, ანა - ქუთაისი. მშობლებს ჩემთვის დიდი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, უბრალოდ ვიცი, რომ თბილისის ერთ-ერთი სამშობიაროდან, დაახლოებით 6 თვის ასაკში ვარ წამოყვანილი. ეს მოხდა 2005 წლის ფერიცვალება დღეს. იქ ჩემი წონა და სიგრძეც უთხრეს, რამდენიც დავიბადე (2.600 კგ და 49 სმ). როგორც გავიგე, ზუსტად იგივე წონა და სიგრძე ყოფილა ანაც... დედაჩემისთვის უთქვამთ ჩემი სავარაუდო მშობლების გვარები - მამა - გეწაძე და დედა - შუკაკიძე. წარმოშობით საჩხერიდან ყოფილან, ხელმოკლე ოჯახი და ბავშვის შენახვის საშუალება არ ჰქონიათ.

ანა:

- ჩემი მშობლებისგან კი მე ეს ვიცი: მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. ახლობელი ქალი იყო, რომელსაც მე-5 სამშობიაროში გასაყიდად პროდუქტები დაჰქონდა. მისგან გაიგეს, რომ იქ ბავშვი იყო გასაშვილებელი და ჩემი მშობლები ვინმე ციური ვაწაძესთან მივიდნენ (ის ქალი ამ სახელით და გვარით გაეცნო... თამუნა მუსერიძის დახმარებით, გაირკვა, რომ ეს ციური ვაწაძე დაახლოებით 8 წლის გარდაცვლილია). ქალბატონმა ციურიმ ჩემი მშობლები გლდანში გაუშვა. ბავშვი ერთ-ერთი კორპუსის ბინაშიაო. კორპუსის ეზოში ეკლესია ყოფილა... იმ ეზოში ჩამოუყვანიავართ და მომავალი მშობლებისთვის ვუჩვენებივართ. როგორც დედამ მითხრა, უკვე 2 თვის ვიყავი. გადაწყდა, რომ გარკვეული თანხის (3800 დოლარის) სანაცვლოდ, იქიდან მეორე დღეს წამომიყვანდნენ. ოღონდ, გაუფრთხილებიათ, ბავშვს რა ტანსაცმელიც აცვია, რითიც მიგყავთ, უკან უნდა დააბრუნოთო. ქალი, რომელიც გლდანში ნახეს და ვინც უშუალოდ ჩემს მშობლებს გადმოსცა ჩემი თავი, ბავშვის ძიძად გაეცნო, რომელიც მივლიდა. შემდეგ უკვე იმ ციური ვაწაძემ, ქალი, ვინც მე-5 სამშობიაროში ნახეს, ჩემი დაბადების მოწმობა გააკეთა. უთხრა, თარიღი თვითონ აერჩიათ, ბიოლოგიური მშობლების გრაფაში ჩემი აღმზრდელი მშობლების სახელები და გვარები ჩაწერეს.

- თითოეული როგორ იზრდებოდით?

ანა:

- ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი გამართლება ჩვენი მშობლებია. ელენესაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, საოცარი ოჯახი, თბილი. ახლა უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ, გავერთიანდით.

ელენე:

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივემ ლატარია მოვიგეთ. ჩემი მშობლები ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს მაძლევდნენ - საუკეთესო ბაღში, საუკეთესო სკოლაში დავდიოდი. არასოდეს არავისგან არაფერი ზედმეტი, თუნდაც გადაკვრით ნათქვამი არ მსმენია. წამოძახებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რომ აყვანილი ვარ. მე და ანას ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ისიც დავადგინეთ, რომ სიცხეც კი ერთდროულად გვიწევს. ავად ერთ დროს ვხდებით, ხშირად არის, რომ მე გულში რაღაცას ვმღერი და ელენე იმას ხმამაღლა აგრძელებს, ან ერთდროულად ვიწყებთ ერთსა და იმავე სიმღერას. ვმღერით, ვცეკვავთ - ხმის ტემბრიც კი ერთნაირი გვაქვს. ტყუპის ფენომენი ხომ იცით, ამოუხსნელი რამ არის.

- მას მერე, რაც დიდი პროცენტით დადასტურდა, რომ ტყუპი და ხართ, მიაკითხეთ ჯგუფს „ვეძებ“, კერძოდ თამუნა მუსერიძეს?

ანა:

- დიახ, მივედი თამუნა მუსერიძესთან და ჩემი ამბავი მოვუყევი. ჩვენ რომ ტყუპი ვართ, ამაში დარწმუნებულები ვართ. გავიკეთე დნმ-ის ტესტი, რომ მოვძებნოთ ჩვენი ნათესავები. ერთ-ერთის მშობელმა (არ დავაკონკრეტებთ ვინ) იცოდა, რომ მათი ნაშვილები გოგონა რეალურად ტყუპის ცალი იყო. რომ მისი შვილის ტყუპის ცალი სამყაროში არსებობდა.

- ახლა ეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს?

ანა:

- ჩვენს აღმზრდელ მშობლებს ვერავინ შეგვიცვლის, ვინც გზრდის, ის არის შენი მშობელი.

ელენე:

- ელემენტარულად გვინდა, გვარი მაინც გავიგოთ, რომ ვიცოდეთ, ვინ ვართ. ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, იცოდეს, ვინ არის. ვინ არიან მისი მშობლები და დედმამიშვილები.

ანა:

- დედაჩემი მიყვება ხოლმე, 3 წლის ასაკში თურმე აჩემებული მქონია - მე მყავს ძმა, ცხოვრობს თბილისში და ჰქვია გიორგი. იმ პერიოდში ვცხოვრობდი ქუთაისში და თბილისი არც ვიცოდი რა იყო და სად იყო. უბრალოდ ამას ყოველ დღე ვიმეორებდი. დედა ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგთან მივიყვან, ალბათ ქვეცნობიერში აქვს ჩარჩენილი რაღაც, ან იქნებ მართლაც ასეაო.

ელენე:

- მე ჩემი ტყუპის არსებობაზე მქონდა ასეთი ეჭვი. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი ფილმი იყო ასევე „მახე მშობლებისთვის“ - სადაც ტყუპი გოგონა ერთმანეთს ბანაკში აღმოაჩენს. სულ მქონდა შეკითხვა ჩემს თავთან - მეც ხომ არ მყავს ტყუპი და?! სანამ მე და ანა გავიგებდით, რომ ნაშვილები ვიყავით, ქუჩაში ხშირად ვხედავდი ხოლმე ტყუპებს...

ანა:

- როდესაც დედაჩემმა ელენე ნახა, ცუდად გახდა. საერთოდ ემოციური ადამიანია, ტიროდა. ესეც ხომ ჩემი შვილია და 18 წელი ჩემი შვილი როგორ ვერ ვიპოვეო. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შესახებ კიდევ მეტს შევიტყობთ და სიმართლე ბოლომდე გაირკვევა.