პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, ყველა უბნის პროგნოზი წინასწარ რომ დაიდოს, თითქმის შეუძლებელია" - გეომორფოლოგი
"მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, ყველა უბნის პროგნოზი წინასწარ რომ დაიდოს, თითქმის შეუძლებელია" -  გეომორფოლოგი

გა­სულ ღა­მეს, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და მი­წის მა­სა­ში 4 სახ­ლი მოჰ­ყვა. ამ ეტაპ­ზე ად­გილ­ზე მე­წყრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მი­წის მა­სის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 70%, ძა­ლი­ან დიდი მა­საა მო­წყვე­ტი­ლი. დღის ბო­ლომ­დე უნდა და­ვას­რუ­ლოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ცო­ცხა­ლი ძა­ლის და­მა­ტე­ბა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო", - თქვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მყოფ­მა მღებ­რიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე 200-ზე მეტი მაშ­ვე­ლი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი­სა და ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით, ეძებს 5 და­კარ­გულს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ აქ­ვეყ­ნებს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბი­უ­ლე­ტენს, რო­მე­ლიც 2023 წელს არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წლის სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გებს და 2023 წლის პროგ­ნო­ზებს. დო­კუ­მენ­ტი ცხად­ყოფს, რომ ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი იყო. იმ სოფ­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი სტი­ქი­ის ზო­ნად არის მო­ნიშ­ნუ­ლი, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სო­ფე­ლი ნერ­გე­ე­თიც, სა­დაც სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და.

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ოგ­რა­ფი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან მე­წყე­რის გან­მა­პი­რო­ბე­ბელ ფაქ­ტო­რებ­ზე სა­უბ­რობს:

"ზო­გა­დად, მე­წყე­რი ხდე­ბა მა­შინ, როცა ფერ­დი რა­ღა­ცის გამო კარ­გავს სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ეს რა­ღაც ხში­რად არის წყა­ლი - წვი­მის წყა­ლი იქ­ნე­ბა, თოვ­ლი, თუ სხვა. მა­სის ჩა­მოშ­ლა შე­იძ­ლე­ბა მი­წისძვრა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე­თი მი­წისძვრა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მე­წყე­რი გა­მო­იწ­ვი­ოს. რო­გორც ჩანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში წყა­ლი იყო პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ზო­გა­დია და არა­ფერს ამ­ბობს დღე­ვან­დე­ლი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებ­ზე.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ ვინც იმუ­შა­ვა, უკვე იცის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი და­სად­გე­ნია. იმი­სათ­ვის, რომ მე­წყე­რი გან­ვი­თარ­დეს, უნდა არ­სე­ბობ­დეს ფერ­დი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რე­გი­ო­ნი მა­ღალმთი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ - და­ბალმთი­ა­ნი. მთა­ვა­რია არ­სე­ბობ­დეს ფერ­დი, ამ ფერ­დზე იყოს ძალ­ზე მყი­ფე სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ანუ სა­ჭი­რო იყოს მცი­რე ცვლი­ლე­ბა, რათა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გან­ვი­თარ­დეს, ანუ მოხ­დეს ფერ­დის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­დან გა­მოს­ვლა. ეს მცი­რე ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს უხვი ნა­ლე­ქი, ან ხან­გრძლი­ვი ნა­ლე­ქი, ანუ ცო­ტას წვიმ­დეს და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში (მაგ. რამ­დე­ნი­მე დღე), ან ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მა მო­ვი­დეს.

კი­დევ არის ასე­თი ფაქ­ტო­რი - ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა და თოვ­ლის სწრა­ფი დნო­ბა, როცა ფერ­დში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი ხვდე­ბა. მე­წყრულ პრო­ცე­სებს ასე­ვე გა­ნა­ვი­თა­რებს ადა­მი­ა­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბი - ფერ­დის ჩა­მოჭ­რა, ხე­ლოვ­ნუ­რი ვიბ­რა­ცი­ე­ბი, არას­წო­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, მი­წისძვრით გა­მოწ­ვე­უ­ლი ვიბ­რა­ცია... მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში შე­იძ­ლე­ბა მე­წყე­რი გა­ნა­ვი­თა­როს მუდ­მი­ვად მზრა­ლი ნი­ა­და­გე­ბის დნო­ბამ - ნი­ა­დაგს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­ყი­ნუ­ლია, თა­ვი­სი წო­ნას­წო­რო­ბა აქვს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდის გამო ლღვე­ბა და ვიდ­რე ახალ წო­ნას­წო­რო­ბას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, ვი­თარ­დე­ბა მე­წყე­რი. მოკ­ლედ, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ბევ­რი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს“.

  • რეს­პო­დენ­ტი მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნებ­საც ასა­ხე­ლებს:

"სა­ქარ­თვე­ლო ძალ­ზე რთუ­ლი რე­გი­ო­ნია. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ლან­დშაფ­ტი და რე­ლი­ე­ფი გვაქვს, რაც პა­რა­ლე­ლუ­რად იმა­საც ნიშ­ნავს, რომ ეს რთუ­ლი რე­გი­ო­ნია ბუ­ნებ­რი­ვი სტი­ქი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ. მე­წყრუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ათა­სო­ბით სა­ხი­ფა­თო უბა­ნი, უბ­რა­ლოდ, წი­ნას­წარ რომ და­ი­დოს ყვე­ლა უბან­ზე პროგ­ნო­ზი, ეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ზო­ნი­რე­ბის გა­კე­თე­ბა, როცა და­ვუშ­ვათ, სხვა­დას­ხვა უბ­ნე­ბი და­ყო­ფი­ლია საფრ­თხე­ე­ბის დო­ნე­ე­ბად და ცნო­ბი­ლია, რომ იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას თუ აა­შე­ნებთ, თქვე­ნი სახ­ლი იქ­ნე­ბა წი­თელ ზო­ნა­ში, ამი­ტომ სა­ში­შია. ასე­თი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ, შემ­დეგ ამ წი­თე­ლი ზო­ნე­ბი­დან არის გა­მო­სა­ყო­ფი, რო­მე­ლია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ანუ რო­მე­ლი ეხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, ან და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს, საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ხიდს და ა.შ. რის შემ­დე­გაც ამა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ყვე­ლა ზო­ნა­ზე ამის გა­კე­თე­ბა ალ­ბათ შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბია: გომ­ბო­რის ქედი, თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რია, ლი­ხის ქედი, ზემო, მთი­ა­ნი აჭა­რის რე­გი­ო­ნი, სვა­ნე­თი... მოკ­ლედ, თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ჩა­მოთ­ვლა შე­იძ­ლე­ბა, ყველ­გან შე­საძ­ლოა იყოს ასე­თი ზო­ნე­ბი და ფერ­დე­ბი“.

კი­თხვა­ზე, საკ­მა­რი­სია თუ არა მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რის სმს შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ამინ­დის შე­საძ­ლო გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ო­ლო­გი პა­სუ­ხობს:

"ეს ცნო­ბი­ლი სმს-ები პირ­ვე­ლა­დი ჩა­ნა­სა­ხია მო­მა­ვა­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მის იმი­ტომ, რომ ამ სმს-ით დაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მეს და­გეგ­მვა, რა­ი­მე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მის მი­ღე­ბა. მე თუ ვცხოვ­რობ რა­ღაც ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სმს რომ მომ­დის და სიფრ­თხი­ლის­კენ მო­მი­წო­დებს, რა უნდა ვქნა - სხვა­გან წა­ვი­დე, სახ­ლში დავ­რჩე, თუ რო­გორ მო­ვიქ­ცე? აგერ, გუ­შინ სახ­ლში იყო ოჯა­ხი და მე­წყერ­მა წა­ი­ღო. ამი­ტომ ვამ­ბობ, ეს არის პირ­ვე­ლი თა­ო­ბა, ანუ შე­სა­ვა­ლი იმი­სა, რაც მო­მა­ვალ­ში უნდა გა­კეთ­დეს იმი­ტომ, რომ უნდა იყოს უფრო დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რა საფრ­თხე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი და მე­ო­რეს მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იცო­დეს, რო­მელ საფრ­თხე­ზე რა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს - წყალ­დი­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სხვა უნა­რე­ბია სა­ჭი­რო, მე­წყრი­სას - სხვა, თოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - სხვა და ა.შ. და­ვუშ­ვათ, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­იძ­ლე­ბა თოვ­ლის ზვა­ვის უნარ-ჩვე­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბო­დეს ადა­მი­ანს და აჭა­რა­ში კი აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­დეს“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

სამტრედიაში ზანდოს მონასტრისკენ მიმავალი გზაც დაიმეწყრა.

უხ
1

რატომ გვიხსნის ყველა რას ნიშნავს სტიქია ???? დაადგინეთ სახიფათო ზონები და აკრძალეთ იქ დასახლება. გამოასახლეთ ხალხი, აუხსენით რისკები. გადაუხადეთ კომპენსაცია, მისსავე რაიონში იყიდის სახლს ან ბინას, როგორც უნდა. არ გვაინტერესებს მეწყერი რას ფიქრობს, მთავრობის უმოქმედება გვაბრაზებს!

ავტორი:

"მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, ყველა უბნის პროგნოზი წინასწარ რომ დაიდოს, თითქმის შეუძლებელია" - გეომორფოლოგი

"მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, ყველა უბნის პროგნოზი წინასწარ რომ დაიდოს, თითქმის შეუძლებელია" -  გეომორფოლოგი

გასულ ღამეს, იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და მიწის მასაში 4 სახლი მოჰყვა. ამ ეტაპზე ადგილზე მეწყრის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, "მიწის მასისგან გასათავისუფლებელია დაახლოებით 70%, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი. დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო", - თქვა მუნიციპალიტეტში მყოფმა მღებრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი, კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით, ეძებს 5 დაკარგულს.

"რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენს, რომელიც 2023 წელს არის მომზადებული და მოიცავს საქართველოში 2022 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებს და 2023 წლის პროგნოზებს. დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნოზირებული იყო. იმ სოფლებს შორის, რომლებიც მოსალოდნელი სტიქიის ზონად არის მონიშნული, დასახელებულია სოფელი ნერგეეთიც, სადაც სტიქიური უბედურება დატრიალდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი ambebi.ge-სთან მეწყერის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს:

"ზოგადად, მეწყერი ხდება მაშინ, როცა ფერდი რაღაცის გამო კარგავს სტაბილურობას. ეს რაღაც ხშირად არის წყალი - წვიმის წყალი იქნება, თოვლი, თუ სხვა. მასის ჩამოშლა შეიძლება მიწისძვრამაც გამოიწვიოს, მაგრამ იშვიათად ხდება ისეთი მიწისძვრა, რამაც შეიძლება მეწყერი გამოიწვიოს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში წყალი იყო პრობლემა, მაგრამ ეს ძალიან ზოგადია და არაფერს ამბობს დღევანდელი ტრაგედიის მიზეზებზე.

დარწმუნებული ვარ, იქ ვინც იმუშავა, უკვე იცის პასუხი, რომელიც მარტივი დასადგენია. იმისათვის, რომ მეწყერი განვითარდეს, უნდა არსებობდეს ფერდი, არ აქვს მნიშვნელობა, რეგიონი მაღალმთიანი იქნება, თუ - დაბალმთიანი. მთავარია არსებობდეს ფერდი, ამ ფერდზე იყოს ძალზე მყიფე სტაბილურობა, ანუ საჭირო იყოს მცირე ცვლილება, რათა მეწყრული პროცესი განვითარდეს, ანუ მოხდეს ფერდის სტაბილურობიდან გამოსვლა. ეს მცირე ცვლილება შეიძლება იყოს უხვი ნალექი, ან ხანგრძლივი ნალექი, ანუ ცოტას წვიმდეს და დიდი ხნის განმავლობაში (მაგ. რამდენიმე დღე), ან ერთი ღამის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური წვიმა მოვიდეს.

კიდევ არის ასეთი ფაქტორი - ჰაერის ტემპერატურის ზრდა და თოვლის სწრაფი დნობა, როცა ფერდში დიდი რაოდენობით წყალი ხვდება. მეწყრულ პროცესებს ასევე განავითარებს ადამიანური ჩარევები - ფერდის ჩამოჭრა, ხელოვნური ვიბრაციები, არასწორი მშენებლობები, მიწისძვრით გამოწვეული ვიბრაცია... მაღალმთიან რეგიონში შეიძლება მეწყერი განავითაროს მუდმივად მზრალი ნიადაგების დნობამ - ნიადაგს, რომელიც მუდმივად გაყინულია, თავისი წონასწორობა აქვს გამომუშავებული, მაგრამ ჰაერის ტემპერატურის ზრდის გამო ლღვება და ვიდრე ახალ წონასწორობას გამოიმუშავებს, ვითარდება მეწყერი. მოკლედ, მეწყრული პროცესების განვითარების ბევრი ფაქტორი არსებობს“.

  • რესპოდენტი მეწყერსაშიშ ზონებსაც ასახელებს:

"საქართველო ძალზე რთული რეგიონია. მართალია, ძალიან ლამაზი ლანდშაფტი და რელიეფი გვაქვს, რაც პარალელურად იმასაც ნიშნავს, რომ ეს რთული რეგიონია ბუნებრივი სტიქიების განვითარების მხრივ. მეწყრული თვალსაზრისით, საქართველოში არის ათასობით სახიფათო უბანი, უბრალოდ, წინასწარ რომ დაიდოს ყველა უბანზე პროგნოზი, ეს თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია ზონირების გაკეთება, როცა დავუშვათ, სხვადასხვა უბნები დაყოფილია საფრთხეების დონეებად და ცნობილია, რომ იმ კონკრეტულ ადგილას თუ ააშენებთ, თქვენი სახლი იქნება წითელ ზონაში, ამიტომ საშიშია. ასეთი რამ შესაძლებელია, უბრალოდ, შემდეგ ამ წითელი ზონებიდან არის გამოსაყოფი, რომელია პრიორიტეტული, ანუ რომელი ეხება მოსახლეობას, ან დასახლებულ პუნქტს, საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდს და ა.შ. რის შემდეგაც ამაზე აუცილებელია მონიტორინგის განხორციელება. ყველა ზონაზე ამის გაკეთება ალბათ შეუძლებელია. საქართველოში მეწყერსაშიში ზონებია: გომბორის ქედი, თბილისის ტერიტორია, ლიხის ქედი, ზემო, მთიანი აჭარის რეგიონი, სვანეთი... მოკლედ, თითქმის ყველა რეგიონის ჩამოთვლა შეიძლება, ყველგან შესაძლოა იყოს ასეთი ზონები და ფერდები“.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების თვალსაზრისით საგანგებო სამსახურის სმს შეტყობინებები ამინდის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით, გეოლოგი პასუხობს:

"ეს ცნობილი სმს-ები პირველადი ჩანასახია მომავალი გაფრთხილების სისტემის იმიტომ, რომ ამ სმს-ით დაგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, შეუძლებელია რაიმეს დაგეგმვა, რაიმე უსაფრთხოების ზომის მიღება. მე თუ ვცხოვრობ რაღაც ტერიტორიაზე, სმს რომ მომდის და სიფრთხილისკენ მომიწოდებს, რა უნდა ვქნა - სხვაგან წავიდე, სახლში დავრჩე, თუ როგორ მოვიქცე? აგერ, გუშინ სახლში იყო ოჯახი და მეწყერმა წაიღო. ამიტომ ვამბობ, ეს არის პირველი თაობა, ანუ შესავალი იმისა, რაც მომავალში უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ უნდა იყოს უფრო დეტალური ინფორმაცია, რა ტერიტორიებზე რა საფრთხეებია მოსალოდნელი და მეორეს მხრივ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელ საფრთხეზე რა რეაგირება მოახდინოს - წყალდიდობის შემთხვევაში სხვა უნარებია საჭირო, მეწყრისას - სხვა, თოვლის შემთხვევაში - სხვა და ა.შ. დავუშვათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიძლება თოვლის ზვავის უნარ-ჩვევები არ სჭირდებოდეს ადამიანს და აჭარაში კი აუცილებლად სჭირდებოდეს“.