კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს" - იაგო ხვიჩია
"ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს" - იაგო ხვიჩია

ხალ­ხი, ვი­საც იმე­დი აქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს, ცრუ იმე­დე­ბის ქვე­შაა - ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და კარგ მსა­ხი­ო­ბად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­ში, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ვა­ლე­ბებს და მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ “ერ­თო­ბის პლატ­ფორ­მის” შექ­მნის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მო­წო­დე­ბის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმე­დი დიდი ხა­ნია და­კარ­გა.

“დიდი ხა­ნია დავ­კარ­გე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმე­დი, რომ რამე ხე­ი­რი­ანს გა­ა­კე­თებს თა­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნია, რომ ხალ­ხი, ვი­საც იმე­დი აქვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს, ცრუ იმე­დე­ბის ქვე­შაა. მგო­ნია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და კარგ მსა­ხი­ო­ბად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხელ­ში, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და­ვა­ლე­ბებს და მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს. ეს თით­ქოს ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი საქ­მეა და ჩემი კო­ლე­გე­ბის ნა­წი­ლი გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ხდე­ბა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, რომ ახა­ლი მო­კავ­ში­რე იპო­ვა პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში. ეს ყო­ველ­თვის გულ­გა­ტე­ხი­ლო­ბით და იმედ­გაც­რუ­ე­ბით სრულ­დე­ბა. ამ პლატ­ფორ­მის ში­ნა­არ­სიც და­ახ­ლო­ე­ბით ისე გა­ვი­გე, რო­გორც სხვა პლატ­ფორ­მე­ბის, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა შექ­მნა. და­ნარ­ჩენ ორ შემ­თხვე­ვა­ში დავ­დი­ო­დი, პრე­ზი­დენტს ვაძ­ლევ­დი რჩე­ვას და ვე­უბ­ნე­ბო­დი, რა მი­მაჩ­ნდა იმის გაგ­რძე­ლე­ბად, რაც თვი­თონ წარ­მო­ედ­გი­ნა, რათა ეს იდეა არ მომ­კვდა­რი­ყო. მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი შეგ­ნე­ბუ­ლად კლავ­და თა­ვი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რომ შემ­დეგ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და­ე­ცი­ნა ოპო­ზი­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს აჰ­ყვა და რა­ღა­ცის იმე­დი ჰქონ­და”,- გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

კი­თხვა­ზე, მი­ი­ღებს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე, ხვი­ჩია ამ­ბობს, რომ მისი პარ­ტი­ი­დან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

“მე იმ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლი ვარ და იმ­დე­ნად არ მჯე­რა პრე­ზი­დენ­ტის, რომ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა უხერ­ხუ­ლი იყოს. მაგ­რამ ჩვენ­გან სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, თუ დაგვპა­ტი­ჟეს”,- გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფრაქ­ცი­ე­ბის ფორ­მატ­ში მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის დღეს და­გეგ­მილ მოს­მე­ნას, ხვი­ჩია ამ­ბობს, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დუ­მი­ლი და “ნა­ცე­ბის” ჰა­ე­როვ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა“.

„არა­ვის­თან არა­ნა­ი­რი შე­კი­თხვა არ მაქვს ჯერ­ჯე­რო­ბით. და­ვაკ­ვირ­დე­ბი, და­ვი­ნა­ხავ რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ვინ­მე სა­ლა­პა­რა­კოდ გან­წყო­ბი­ლი. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კობს და „ნა­ცე­ბი“ უცებ ჰა­ე­როვ­ნე­ბი გახ­დნენ. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დუ­მი­ლი და “ნა­ცე­ბის” ჰა­ე­როვ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა. ამის დაკ­ვირ­ვე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მო­ყო­ლა გვა­ინ­ტე­რე­სებს”,- გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tato
0

შენ ვის მსახიობად ჩამოყალიბდი შე სამშობლოს მოღალატევ, შე ღირსებააყრილო არარაობავ.

დგ
3

აბა მადამის შესახებ არასამთავრობოებს კითხე

ავტორი:

"ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს" - იაგო ხვიჩია

"ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად "ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს" - იაგო ხვიჩია

ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა - ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებებს და მითითებებს ასრულებს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმედი დიდი ხანია დაკარგა.

“დიდი ხანია დავკარგე სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ რამე ხეირიანს გააკეთებს თავის საპრეზიდენტო ვადაში. შესაბამისად, მგონია, რომ ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა. მგონია, რომ ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებებს და მითითებებს ასრულებს. ეს თითქოს ისე გამოიყურება, რომ ოპოზიციური საქმეა და ჩემი კოლეგების ნაწილი გულუბრყვილოდ ხდება აღფრთოვანებული, რომ ახალი მოკავშირე იპოვა პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს ყოველთვის გულგატეხილობით და იმედგაცრუებით სრულდება. ამ პლატფორმის შინაარსიც დაახლოებით ისე გავიგე, როგორც სხვა პლატფორმების, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა. დანარჩენ ორ შემთხვევაში დავდიოდი, პრეზიდენტს ვაძლევდი რჩევას და ვეუბნებოდი, რა მიმაჩნდა იმის გაგრძელებად, რაც თვითონ წარმოედგინა, რათა ეს იდეა არ მომკვდარიყო. მაგრამ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი შეგნებულად კლავდა თავისივე ინიციატივებს, რომ შემდეგ “ქართულ ოცნებას” დაეცინა ოპოზიციისთვის, რომელიც პრეზიდენტს აჰყვა და რაღაცის იმედი ჰქონდა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე, ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიიდან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.

“მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა, შეიძლება უხერხული იყოს. მაგრამ ჩვენგან სანდრო რაქვიაშვილი იქნება, თუ დაგვპატიჟეს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობის დღეს დაგეგმილ მოსმენას, ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დუმილი და “ნაცების” ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება“.

„არავისთან არანაირი შეკითხვა არ მაქვს ჯერჯერობით. დავაკვირდები, დავინახავ რამდენად იქნება ვინმე სალაპარაკოდ განწყობილი. “ქართული ოცნება” არაფერზე ლაპარაკობს და „ნაცები“ უცებ ჰაეროვნები გახდნენ. “ქართული ოცნების” დუმილი და “ნაცების” ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება. ამის დაკვირვება და ადამიანებისთვის მოყოლა გვაინტერესებს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.