პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი ბევრ "კეთილმოსურნეს" გაუხარდება ეს ამბავი..." - "მასტერის" თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა: რას წერს რეპერი სოცქსელში?
"ვიცი ბევრ "კეთილმოსურნეს" გაუხარდება ეს ამბავი..." - "მასტერის" თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა: რას წერს რეპერი სოცქსელში?

რე­პე­რი მას­ტე­რი, იგი­ვე გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლის ქეთი მე­ლუ­ას ლე­იბლმა და თა­ვად მომ­ღე­რალ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­უქ­მდეს მათი დუ­ე­ტის ლი­ცენ­ზია - ანუ, წა­ი­შა­ლოს ყვე­ლა არ­ხი­დან სიმ­ღე­რა.

  • რო­გორც რე­პე­რი წერს, ქეთი მე­ლუ­ამ სიმ­ღე­რის წაშ­ლის მო­თხოვ­ნის მი­ზე­ზად "ქარ­თუ­ლი LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სიმ­რავ­ლე" და­ა­სა­ხე­ლა.

მას­ტე­რის თქმით, LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ნანი ბრეგ­ვა­ძის „დრაგ ბოლ­ზე“ მიწ­ვე­ვის შემ­დეგ, მის მიერ გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს მოჰ­ყვა.

"ქეთი მე­ლუ­ას ლე­იბლმა და თა­ვად მომ­ღე­რალ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ა­უქ­მოს ჩვე­ნი დუ­ე­ტის ლი­ცენ­ზია, ანუ მო­ი­თხო­ვეს სიმ­ღე­რის აღე­ბა. მი­ზე­ზად კი და­სა­ხელ­და ქარ­თუ­ლი LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სიმ­რავ­ლე. წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არსზე დრო­ის და­კარ­გვა ალ­ბათ, არ ღირს.

ყუ­რადსა­ღე­ბია, რომ ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტე ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ნანი ბრეგ­ვა­ძის "დრაგ ბოლ­ზე" მიწ­ვე­ვას. ნა­ნიმ ივენთზე აღარ იმ­ღე­რა და ახლა, ალ­ბათ, მათი მხრი­დან "რე­ვან­შის" დრო იყო. ვფიქ­რობ, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ამ კონ­კრე­ტულ სიმ­ღე­რას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა ამ თე­მას­თან და მას­ზე და­ი­ხარ­ჯა უდი­დე­სი დრო და ენერ­გია, არ იფიქ­როთ ვწუ­წუ­ნებ­დე ამ თე­მა­ზე, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა ჩემი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის ძვირ­ფა­სია, მი­თუ­მე­ტეს, როცა მსმე­ნე­ლი მას ასე იყ­ვა­რებს...

ეგ არა­ფე­რი, აქამ­დე არ შე­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ არა­ფერს ამ გზა­ზე და არც ეს იქ­ნე­ბა ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც აზრს შე­მაც­ვლე­ვი­ნებს. ყვე­ლამ იცით რომ, მე არ ვდგა­ვარ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს. მე ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი პრო­პა­გან­დი­სა და იმ ორ­გა­ნი­ზე­ბის, რომ­ლე­ბიც, არა­თუ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე ფიქ­რო­ბენ, არა­მედ ფი­ნანსდე­ბი­ან მხო­ლოდ იმ მიზ­ნით რომ მეტ ადა­მი­ან­ში გა­მო­იწ­ვი­ონ და­პი­რის­პი­რე­ბა, ზი­ზღი, მო­ახ­დი­ნონ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბის შეც­ვლა, ყვე­ლა­ფე­რი და­იყ­ვა­ნონ პრი­მი­ტი­ულ დო­ნემ­დე და ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­ა­ჩი­ნონ მათი სტან­დარ­ტე­ბით, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ბნე­ლი და აგ­რე­სო­რია, ხოლო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის მომ­ხრეა - თა­ნა­მედ­რო­ვე და ნა­თელ მხა­რეს მდგო­მი.

ვიცი, ბევ­რს "კე­თილ­მო­სურ­ნეს" გა­უ­ხარ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, კი­დევ უფრო ბევ­რნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მა­საც ვგრძნობ და მათ და­ღა­ლა­ტე­ბას არ ვა­პი­რებ არც ერთი სიმ­ღე­რის ფა­სად!!! მად­ლო­ბა და მიყ­ვარ­ხართ“ - წერს მას­ტე­რი.

"თბი­ლი­სი­დან ლონ­დო­ნამ­დე შო­რია..." - ქეთი მე­ლუ­ას და მას­ტე­რის ახალ სიმ­ღე­რა­ზე ვი­დე­ოკ­ლი­პი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად ბრი­ტა­ნუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნი­სა, მას­ტე­რი­სა და ქეთი მე­ლუ­ას დუ­ე­ტი "თბი­ლი­სი ლონ­დო­ნი" YouTube-ზე ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნანი ბრეგ­ვა­ძის "დრეგ ბოლ­ზე" გა­მოს­ვლას, ამის შე­სა­ხებ 2023 წლის ბო­ლოს გახ­და ცნო­ბი­ლი.

"The Drag Ball: All Stars ბრუნ­დე­ბა! მას გახ­სნის ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი ესტრა­დის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვი, ლე­გენ­და­რუ­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე“... - წერ­დნენ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვე­ღარ იმ­ღე­რებ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვი­დე­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თა:

"შობა-ახალ წელს გი­სურ­ვებთ, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბას, სიმ­შვი­დეს და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ვწუხ­ვარ, რომ მე ვერ ვეს­წრე­ბი ამ სა­ღა­მოს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის და მე მგო­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს".

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ჯენზი-ს ფრთხილად მოექეცით, ნუ გადააყოლებთ ქოცობას ტქვენ გონებას, გემოვნებას და სამშობლოს სიყვარულს.. რას ერჩით მელუას, სად მელუა და სად "მასტერა" მე საერთოდ მეგონა პოლიციელის "კლიჩკა' არის მასტერა და ეგ იყო.. მელუას სიმღერას ნუ გადააყოლებთ "მასტერას" რაღაც ტყლარჭვას!

ეკატერინეს
0

ეს მასატერა ვინაა... მადლობა თქვას თუ მელუას გვრდზე ,მოიხსენიებენ. ისე მელუა კი ვიცით ვინც არის და აი შენ ვინ ხარ და რას წრმოადგენ ???რატომ იმალები, რისი გეშინია გამოჩნდი რაა იქნებ მელუაზე უკეთესი ხარ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვიცი ბევრ "კეთილმოსურნეს" გაუხარდება ეს ამბავი..." - "მასტერის" თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა: რას წერს რეპერი სოცქსელში?

"ვიცი ბევრ "კეთილმოსურნეს" გაუხარდება ეს ამბავი..." - "მასტერის" თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა: რას წერს რეპერი სოცქსელში?

რეპერი მასტერი, იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერლის ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათი დუეტის ლიცენზია - ანუ, წაიშალოს ყველა არხიდან სიმღერა.

  • როგორც რეპერი წერს, ქეთი მელუამ სიმღერის წაშლის მოთხოვნის მიზეზად "ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე" დაასახელა.

მასტერის თქმით, LGBT ორგანიზაციების მხრიდან გაღიზიანება, ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევის შემდეგ, მის მიერ გამოხატულ პროტესტს მოჰყვა.

"ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ, არ ღირს.

ყურადსაღებია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის "დრაგ ბოლზე" მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა, ალბათ, მათი მხრიდან "რევანშის" დრო იყო. ვფიქრობ, სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ, ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მითუმეტეს, როცა მსმენელი მას ასე იყვარებს...

ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით რომ, მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების, რომლებიც, არათუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა - თანამედროვე და ნათელ მხარეს მდგომი.

ვიცი, ბევრს "კეთილმოსურნეს" გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არ ვაპირებ არც ერთი სიმღერის ფასად!!! მადლობა და მიყვარხართ“ - წერს მასტერი.

"თბილისიდან ლონდონამდე შორია..." - ქეთი მელუას და მასტერის ახალ სიმღერაზე ვიდეოკლიპი 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა. მიუხედავად ბრიტანული მხარის მოთხოვნისა, მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი "თბილისი ლონდონი" YouTube-ზე ამ დრომდე იძებნება.

რაც შეეხება ნანი ბრეგვაძის "დრეგ ბოლზე" გამოსვლას, ამის შესახებ 2023 წლის ბოლოს გახდა ცნობილი.

"The Drag Ball: All Stars ბრუნდება! მას გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე“... - წერდნენ ღონისძიების ორგანიზატორები. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ იმღერებდა ღონისძიებაზე და შეკრებილ საზოგადოებას ვიდეოს საშუალებით მიმართა:

"შობა-ახალ წელს გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას. ვწუხვარ, რომ მე ვერ ვესწრები ამ საღამოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მე მგონია, სიყვარული მაინც გაიმარჯვებს".