პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა
"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა

"ნიუ-იორკში მდე­ბა­რე ეს ეკ­ლე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვია, არა­მედ მიმ­ზიდ­ვე­ლი და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ტა კა­პა­ნა­ძე. იგი ნიუ-იორ­კი­დან გვე­სა­უბ­რა თუ რო­გორ და­აპ­რო­ექ­ტა სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი, რო­მე­ლიც 463 ადა­მი­ან­ზეა გათ­ვლი­ლი...

- ეს შე­ნო­ბა არის სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი (House Of Worship), რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია 463 პერ­სო­ნა­ზე. მდე­ბა­რე­ობს ნიუ იორკში, მე-17 ავე­ნი­უ­ზე. დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია ნიუ იორ­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია DOB-ის მიერ (Department Of buildings). ძვე­ლი შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბა... დამ­კვე­თი გახ­ლავთ ერიკ სალ­გა­დო, მი­ნის­ტრი და ნიუ იორ­კის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, ასე­ვე ქა­ლა­ქის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი და ბრუკ­ლი­ნის პას­ტო­რი.

დაკ­ვე­თა მი­ი­ღო ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ Citiscape რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მა­შინ მე ჯერ კი­დევ არ ვმუ­შა­ობ­დი აღ­ნიშ­ნულ ფირ­მა­ში, პრო­ექ­ტი­რე­ბა და­ი­წყო სხვა არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერ­მა, რა­ღაც ნა­წი­ლი სა­მუ­შაო უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა DOB-ის­გან და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი. ჩემი ფუნ­ქცია იყო პრო­ექ­ტის გა­მარ­თვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და ენერ­გო ეფექ­ტუ­რო­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა და ფაქ­ტობ­რი­ვად მო­მი­წია თა­ვი­დან გა­დაპ­რო­ექ­ტე­ბა მთე­ლი შე­ნო­ბის. ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო, რად­გან ჩემი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტია, თან იმ დრო­ის­თვის მო­მიხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა თბი­ლი­სი­დან.

მო­მი­წია კო­მერ­ცი­ულ Zonning Regulation და Buildign Code-ებში გარ­კვე­ვა და ამავდრო­უ­ლად გარ­კვე­ულ­წი­ლად მათ რე­ლი­გი­ურ (ევან­გე­ლის­ტურ) რი­ტუ­ა­ლე­ბის გაც­ნო­ბა. ბა­ტო­ნი ერი­კი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა, რო­დე­საც წარ­ვუდ­გი­ნეთ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი და მი­ვი­ღეთ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა. პი­რა­დად გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა წარ­მად­გი­ნა, რო­გორც მისი პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი. მე უკვე 2 თვეა გა­და­ვე­დი უფრო დიდ კომ­პა­ნი­ა­ში მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, თუმ­ცა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და სი­ა­მა­ყით ვა­დევ­ნებ თვალს, ჩემს ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ექტს, ყო­ფილ თუ ახალ ფირ­მა­ში შეს­რუ­ლე­ბულს.

რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გვაქვს უკვე დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი ნიუ-იორკში, მაგ­რამ არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი (მხო­ლოდ სი­ნა­გო­გა). სამ­წუ­ხა­როა, რომ აქამ­დე ვე­რა­ვინ შეძ­ლო და აა­შე­ნა ქარ­თუ­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, მი­თუ­მე­ტეს, რომ საკ­მა­ოდ დიდი მრევ­ლი ჰყავს ნიუ-იორ­კის იმიგ­რა­ცი­ას და მექ­სი­კის სა­ზღვრის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ეკ­ლე­სი­ა­საც და­ე­ტყო. ხალ­ხი წირ­ვა­ზე გა­რეთ დგას და ისე ის­მენს, იმ­დე­ნად შე­უძ­ლე­ბე­ლია უკვე იმ პა­ტა­რა სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბა, რაც ჩვენს ეკ­ლე­სი­ას უკა­ვია, შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე. დიდი ხა­ნია ცდი­ლობს ეკ­ლე­სია შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით შე­აგ­რო­ვოს საკ­მა­რი­სი თან­ხა, მაგ­რამ აქამ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ იმის გამო, რომ ასე გახ­შირ­და ემიგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­დან უსახ­სრო­ბის გამო და არა სწავ­ლი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის. მათ ალ­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბათ სა­ლო­ცა­ვი სივ­რცე, არამ­ხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის­თვის, არა­მედ თუნ­დაც გან­მუხ­ტვი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­თვის, მათ­სა­ვე ქვეყ­ნის შვი­ლებ­თან. ეს ხალ­ხი აქ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად შრო­მობს, წვა­ლობს, დეპ­რე­სი­ა­სა და სა­სო­წარ­კვე­თას ებ­რძვის და ღმერ­თი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი იმე­დია.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ - ექ­სტე­რი­ე­რი:

ექ­სტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი არის თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის ბე­ტო­ნი­სა და ხის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რწმე­ნი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის თან­ხვედ­რას, ტრა­დი­ცი­ას და ინო­ვა­ცი­ებს.

ეკ­ლე­სი­ის წინა ფა­სა­დის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი არის მაღ­ლი­ვი შუ­შის ჯვა­რი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს რო­გორც რწმე­ნის სიმ­ბო­ლოს ასე­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ელე­მენტს. მისი ფუნ­ქცია არა მხო­ლოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს დრა­მა­ტულ ვი­ზუ­ა­ლურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბუ­ნებ­რივ შუქს გა­ა­ნა­თოს ინ­ტე­რი­ე­რი. ზე­მოთ მი­მარ­თუ­ლი ხა­ზე­ბი მა­ღალ ვიწ­რო ფან­ჯრებ­თან ერ­თად ქმნის აღ­მა­ვა­ლი მოძ­რა­ო­ბის გან­ცდას, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ღმერ­თის­კენ სწრაფ­ვას.

ექ­სტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი არის ბე­ტო­ნი­სა და ხის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც ქმნის ელე­გან­ტურ და თბილ კონ­ტრასტს. ბე­ტო­ნის ელე­მენ­ტე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას და გამ­ძლე­ო­ბას, ხის აქ­ცენ­ტე­ბი კი მა­ტებს მეტ სით­ბო­სა და ტრა­დი­ცი­ულ იერს. ცივ ბე­ტო­ნის ტო­ნა­ლო­ბას აბა­ლან­სებს თბი­ლი ყვი­თე­ლი გა­ნა­თე­ბა რო­მე­ლიც იღ­ვრე­ბა ფა­სა­დის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი­დან-ჯვრის ფორ­მის მი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ი­დან.

ინ­ტე­რი­ე­რი:

ინ­ტე­რი­ე­რის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი არის ფარ­თო და გაშ­ლი­ლი ზონა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია 463-მდე ადა­მი­ა­ნის კომ­ფორ­ტუ­ლად მო­სა­თავ­სებ­ლად. ღია კონ­ცეფ­ცია და გახ­სნი­ლი ჭერი ქმნის სი­დი­ა­დი­სა და ჰა­ე­როვ­ნე­ბის გან­ცდას.

ანტრე­სო­ლის ჩარ­თვა სივ­რცეს და­მა­ტე­ბით გან­ზო­მი­ლე­ბას ანი­ჭებს, აივ­ნებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი და­საჯ­დო­მე­ბი სა­ი­და­ნაც კომ­ფორ­ტუ­ლად იშ­ლე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო სივ­რცე, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მხრი­ვია და იდე­ა­ლუ­რია შეკ­რე­ბე­ბის, სა­თე­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სხვა კრე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სათ­ვის. უკა­ნა მხა­რეს გან­თავ­სე­ბუ­ლია ამაღ­ლე­ბუ­ლი სცე­ნა მომხსე­ნებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია აუზი, გა­ნათ­ვლის რი­ტუ­ა­ლი­სათ­ვის... 2 კიბე და შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ლიფ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მი­ვე დო­ნე­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლის­თვის. ყვე­ლა სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ქა­ლე­ბის­თვის და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ცალ-ცალ­კე.

მე­სა­მე სარ­თუ­ლი ეთ­მო­ბა ოფი­სებს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს პრაქ­ტი­კულ და ფუნ­ქცი­ურ სივ­რცეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის­თვის, ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის­თვის და ამას­თა­ნა­ვე პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის სტან­დარ­ტებს.

მა­სა­ლე­ბი:

ბე­ტო­ნი­სა და ხის, რო­გორც პირ­ვე­ლა­დი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კურ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას მა­ტებს, არა­მედ სიმ­ბო­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს ძა­ლას, ტრა­დი­ცი­ას და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია მი­ნის ჩა­ნარ­თე­ბი, რო­გორ სი­ნათ­ლი­სა და ჰა­ე­როვ­ნე­ბის წყა­რო.

ეს ეკ­ლე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვია, არა­მედ მიმ­ზიდ­ვე­ლი და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი. დიდი შუ­შის ჯვრის ელე­მენ­ტი წინა ფა­სად­ზე არის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სიმ­ბო­ლოა რწმე­ნი­სა. დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით, ეს შე­ნო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ლა­მაზ და ფუნ­ქცი­ურ სივ­რცეს რე­ლი­გი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Chxeto
0

საამაყოა ნამდვილად უნიჭიერესი გოგო ხარ წარმატებები მარსო❤️

ტატა
4

ეკლესიები კი ბატონო შენდება თანამედრვე მოდერნისტული დიზაინით, მაგრაამ თუ ადამიანი ღვთისმოსავი არ არიის, ეკლესიების აშენება ვერ უშველის, კაცმოძულე გახდა მსოფლიო, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, ეკკესიები კი შენდება, მაგრამ ხაალხს შენდობა აღარ აქვს, ბინძურ სუულს ვერაფერი ვერ უშველის

ავტორი:

"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა

"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა

"ნიუ-იორკში მდებარე ეს ეკლესია თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად შთამბეჭდავია, არამედ მიმზიდველი და სულიერად ამაღლებული" - ამბობს ქართველი დიზაინერი მარიტა კაპანაძე. იგი ნიუ-იორკიდან გვესაუბრა თუ როგორ დააპროექტა სალოცავი სახლი, რომელიც 463 ადამიანზეა გათვლილი...

- ეს შენობა არის სალოცავი სახლი (House Of Worship), რომელიც გათვლილია 463 პერსონაზე. მდებარეობს ნიუ იორკში, მე-17 ავენიუზე. დაპროექტებულია ნიუ იორკის რეგულაციების გათვალისწინებით და დამტკიცებულია DOB-ის მიერ (Department Of buildings). ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა... დამკვეთი გახლავთ ერიკ სალგადო, მინისტრი და ნიუ იორკის მერობის კანდიდატი, ასევე ქალაქის საემიგრაციო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ბრუკლინის პასტორი.

დაკვეთა მიიღო ჩვენმა კომპანიამ Citiscape რამდენიმე წლის წინ, მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი აღნიშნულ ფირმაში, პროექტირება დაიწყო სხვა არქიტექტორ-დიზაინერმა, რაღაც ნაწილი სამუშაო უკვე შესრულებული იყო, თუმცა DOB-ისგან დახარვეზებული. ჩემი ფუნქცია იყო პროექტის გამართვა რეგულაციების მიხედვით, ყველა არქიტექტურული და ენერგო ეფექტურობის ხარვეზების აღმოფხვრა და ფაქტობრივად მომიწია თავიდან გადაპროექტება მთელი შენობის. ადვილი ნამდვილად არ იყო, რადგან ჩემი ერთ-ერთი პირველი კომერციული პროექტია, თან იმ დროისთვის მომიხდა საქართველოში წამოსვლა და გარკვეული დროით ონლაინ მუშაობა თბილისიდან.

მომიწია კომერციულ Zonning Regulation და Buildign Code-ებში გარკვევა და ამავდროულად გარკვეულწილად მათ რელიგიურ (ევანგელისტურ) რიტუალების გაცნობა. ბატონი ერიკი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც წარვუდგინეთ უკვე დასრულებული პროექტი და მივიღეთ მშენებლობის ნებართვა. პირადად გადამიხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელმა წარმადგინა, როგორც მისი პროექტის მენეჯერი. მე უკვე 2 თვეა გადავედი უფრო დიდ კომპანიაში მანჰეტენზე, თუმცა დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვადევნებ თვალს, ჩემს ყველა მიმდინარე პროექტს, ყოფილ თუ ახალ ფირმაში შესრულებულს.

რამდენიმე რელიგიური დაწესებულება გვაქვს უკვე დაპროექტებული ნიუ-იორკში, მაგრამ არცერთი ქართული (მხოლოდ სინაგოგა). სამწუხაროა, რომ აქამდე ვერავინ შეძლო და ააშენა ქართული, მართლმადიდებლური ეკლესია, მითუმეტეს, რომ საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს ნიუ-იორკის იმიგრაციას და მექსიკის საზღვრის გააქტიურება ეკლესიასაც დაეტყო. ხალხი წირვაზე გარეთ დგას და ისე ისმენს, იმდენად შეუძლებელია უკვე იმ პატარა სივრცეში მოთავსება, რაც ჩვენს ეკლესიას უკავია, შენობის პირველ სართულზე. დიდი ხანია ცდილობს ეკლესია შემოწირულებებით შეაგროვოს საკმარისი თანხა, მაგრამ აქამდე ვერ მოხერხდა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ასე გახშირდა ემიგრაცია საქართველოდან უსახსრობის გამო და არა სწავლისა და კარიერული წინსვლისთვის. მათ ალბათ, განსაკუთრებით სჭირდებათ სალოცავი სივრცე, არამხოლოდ სულიერი ამაღლებისთვის, არამედ თუნდაც განმუხტვისა და ადამიანური კომუნიკაციებისთვის, მათსავე ქვეყნის შვილებთან. ეს ხალხი აქ არაადამიანურად შრომობს, წვალობს, დეპრესიასა და სასოწარკვეთას ებრძვის და ღმერთი უმრავლესობისთვის ერთადერთი იმედია.

პროექტის შესახებ - ექსტერიერი:

ექსტერიერის დიზაინი არის თანამედროვე სტილის ბეტონისა და ხის კომბინაცია, რომელიც ჰარმონიულად განასახიერებს რწმენისა და არქიტექტურის თანხვედრას, ტრადიციას და ინოვაციებს.

ეკლესიის წინა ფასადის მთავარი ელემენტი არის მაღლივი შუშის ჯვარი, რომელიც აერთიანებს როგორც რწმენის სიმბოლოს ასევე არქიტექტურულ ელემენტს. მისი ფუნქცია არა მხოლოდ უზრუნველყოფს დრამატულ ვიზუალურ ზემოქმედებას, არამედ საშუალებას აძლევს ბუნებრივ შუქს გაანათოს ინტერიერი. ზემოთ მიმართული ხაზები მაღალ ვიწრო ფანჯრებთან ერთად ქმნის აღმავალი მოძრაობის განცდას, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ღმერთისკენ სწრაფვას.

ექსტერიერის დიზაინი არის ბეტონისა და ხის ჰარმონიული ნაზავი, რომელიც ქმნის ელეგანტურ და თბილ კონტრასტს. ბეტონის ელემენტები განასახიერებს თანამედროვეობას და გამძლეობას, ხის აქცენტები კი მატებს მეტ სითბოსა და ტრადიციულ იერს. ცივ ბეტონის ტონალობას აბალანსებს თბილი ყვითელი განათება რომელიც იღვრება ფასადის მთავარი ელემენტიდან-ჯვრის ფორმის მინის კონსტრუქციიდან.

ინტერიერი:

ინტერიერის მთავარი ნაწილი არის ფართო და გაშლილი ზონა, რომელიც შექმნილია 463-მდე ადამიანის კომფორტულად მოსათავსებლად. ღია კონცეფცია და გახსნილი ჭერი ქმნის სიდიადისა და ჰაეროვნების განცდას.

ანტრესოლის ჩართვა სივრცეს დამატებით განზომილებას ანიჭებს, აივნებზე განთავსებულია დამატებითი დასაჯდომები საიდანაც კომფორტულად იშლება სარიტუალო სივრცე, რომელიც მრავალმხრივია და იდეალურია შეკრებების, სათემო ღონისძიებების და სხვა კრებითი აქტივობებისათვის. უკანა მხარეს განთავსებულია ამაღლებული სცენა მომხსენებლებისთვის, რომლის წინ დამონტაჟებულია აუზი, განათვლის რიტუალისათვის... 2 კიბე და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი უზრუნველყოფს სამივე დონეზე ხელმისაწვდომობას დამსწრე საზოგადოებისთვის და ადგილობრივი პერსონალისთვის. ყველა სართულზე განთავსებულია სველი წერტილები ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე.

მესამე სართული ეთმობა ოფისებს, რაც უზრუნველყოფს პრაქტიკულ და ფუნქციურ სივრცეს ადმინისტრირებისთვის, ეფექტურობისა და პროდუქტიულობისთვის და ამასთანავე პასუხობს თანამედროვე დიზაინის სტანდარტებს.

მასალები:

ბეტონისა და ხის, როგორც პირველადი მასალების გამოყენება არა მხოლოდ ესთეტიკურ მიმზიდველობას მატებს, არამედ სიმბოლურად წარმოადგენს ძალას, ტრადიციას და თანამედროვეობას. აქცენტირებულია მინის ჩანართები, როგორ სინათლისა და ჰაეროვნების წყარო.

ეს ეკლესია თანამედროვე დიზაინის ნიმუშია, რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად შთამბეჭდავია, არამედ მიმზიდველი და სულიერად ამაღლებული. დიდი შუშის ჯვრის ელემენტი წინა ფასადზე არის მთავარი მახასიათებელი, სიმბოლოა რწმენისა. დეტალებზე ორიენტირებული და გააზრებული დიზაინით, ეს შენობა უზრუნველყოფს ლამაზ და ფუნქციურ სივრცეს რელიგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.