პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი რით გარდაიცვალა 19 წლის გოგონა... მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს!" - რას წერს ნარკოლოგი?
"არ ვიცი რით გარდაიცვალა 19 წლის გოგონა... მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს!" - რას წერს ნარკოლოგი?

ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდარ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რა დრო­საც 19 წლის გო­გო­ნა კლუბ­ში შე­უძ­ლოდ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ის წერს, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი არ იცის, თუმ­ცა იცის, რომ "მძი­მე სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის ეპო­ქაა და ერთი მოხ­მა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლით დამ­თავ­რდეს".

"1. არ ვიცი, რით გარ­და­იც­ვა­ლა ის ბავ­შვი…. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას

2. ფენ­ტა­ნილ­ზე დავ­წე­რე 100-ჯერ და ახალს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი…

3. არ მო­იხ­მა­როთ უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბა!

4. მძი­მე სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის ეპო­ქაა და ერთი მოხ­მა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლით დამ­თავ­რდეს!

5. შეც­ვა­ლეთ კა­ნო­ნი! მომ­ხმა­რე­ბელ­სა და და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს კი ნუ დას­დევთ და უმ­წა­რებთ ცხოვ­რე­ბას, არა­მედ და­ეხ­მა­რეთ და იზ­რუ­ნეთ მათ­ზე.

6. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბას მი­ხე­დეთ! ზი­ა­ნი შე­ამ­ცი­რეთ რაც ნარ­კო­ტიკს მო­აქვს! ქა­ღალ­დზე კი არა- რე­ა­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თეთ რამე…

7. ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეთ ახალ­გაზ­რდებ­ში - რა ნარ­კო­ტი­კე­ბია და რა საფრ­თხე ელით მათი მოხ­მა­რე­ბი­სას.

8. შექ­მე­ნით ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა!!!

9. ჩა­ა­ტა­რეთ კვლე­ვა რა ნარ­კო­ტი­კია შავ ბა­ზარ­ზე!

10. გახ­სე­ნით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­უ­რი ფსი­ქო­ზე­ბის მწვა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ფსი­ქი­ატ­რე­ბი და ნარ­კო­ლო­გე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ!

11. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას ჩა­უ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი-ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გორ მარ­თონ!

და ასე შე­იძ­ლე­ბა გა­ვაგ­რძე­ლო ძა­ლი­ან დიდ­ხანს იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რაც დარ­გშია, უბ­რა­ლოდ, და­წე­რის აზ­რსაც ვერ ვხე­დავ. იმ­დე­ნია დღეს ამ დარ­გში ექ­სპერ­ტი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი და მკურ­ნა­ლი ექი­მი, რომ თვლაც ამე­რია და უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ექი­მი, რომ­ლე­ბიც და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რით და კი­დევ კაც­მა არ იცის რა მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებს… ასე რომ მე ჯო­ბია სხვა სფე­რო­ში გა­და­ვი­დე" - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. რო­გორც სან­დო წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინიკო
0

მარტო ,, ბასიანში" იყიდება ნარკოტიკი? სადარბაზოებში კედლები დაგლიჯეს, სადაც ნარკოტიკს უტოვებენ მომხმარებლებს, სკვერებში ბუჩქები მოგლიჯეს, - ფესვებთან უტოვებენ... და ა. შ. და. ა. შ. სახელმწოფომ მიიღოს ზომები!

გიული
2

დიდი მავნებლობაა ამ ტრაგედიის ფონზე.მედიაში აღვლენილი, გარდაცვლილის ხოტბა ..

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არ ვიცი რით გარდაიცვალა 19 წლის გოგონა... მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს!" - რას წერს ნარკოლოგი?

"არ ვიცი რით გარდაიცვალა 19 წლის გოგონა... მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს!" - რას წერს ნარკოლოგი?

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც 19 წლის გოგონა კლუბში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც ის წერს, გოგონას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა იცის, რომ "მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს".

"1. არ ვიცი, რით გარდაიცვალა ის ბავშვი…. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას

2. ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…

3. არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!

4. მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!

5. შეცვალეთ კანონი! მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხმარეთ და იზრუნეთ მათზე.

6. ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა- რეალობაში გააკეთეთ რამე…

7. ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში - რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.

8. შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა!!!

9. ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!

10. გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში, სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!

11. სასწრაფო დახმარებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!

და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ, დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ. იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი, რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი, რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამიანებს… ასე რომ მე ჯობია სხვა სფეროში გადავიდე" - წერს სიხარულიძე.

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე მოხდა. 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ის უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახეთ ასევე: