მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე არღვევს კანონს და მამას შვილების ნახვის უფლებას არ აძლევს
როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე არღვევს კანონს და მამას შვილების ნახვის უფლებას არ აძლევს

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­კი­თხებ­ზე კომ­პე­ტენ­ტურ პა­სუ­ხებს გას­ცემს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი ნუგ­ბა­რა როს­ტი­აშ­ვი­ლი:

- მყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ბავ­შვი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ მერე წა­იყ­ვა­ნა ჩემ­მა შვილ­მა და ახლა არის დე­დას­თან. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შიც ჰყავს შვი­ლი, ცოლ-ქმა­რი არ არი­ან სტა­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, არ მუ­შა­ო­ბენ, არა აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი, აქვთ კონ­ფლიქ­ტე­ბი, ცხოვ­რო­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით. ახლა აპი­რე­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას, ძა­ლი­ან არ მინ­და უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი თან წა­იყ­ვა­ნოს, რად­გან არა აქვს მის ქმარს ბავ­შვთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან ბე­ბია ვარ, არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბი არა მაქვს და დე­დას შე­უძ­ლია თა­ვი­სი შვი­ლი სა­დაც უნდა იქ წა­იყ­ვა­ნოს. ისიც ვიცი, რომ მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი მის­ცემს ამის უფ­ლე­ბას, რად­გან არც აინ­ტე­რე­სებს თა­ვი­სი შვი­ლი. მაქვს შიში, რომ ბავ­შვს მო­ექ­ცე­ვი­ან ცუ­დად და იქ უფრო მე­ტად და­უც­ვე­ლი იქ­ნე­ბა. რო­გორ შე­მიძ­ლია ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი და­ვიც­ვა და მო­ვა­ხერ­ხო მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე­ბა? სა­მარ­თლებ­რი­ვად ამ დროს თუ არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი? ბავ­შვი 7 წლი­საა.

- თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ სა­სა­მარ­თლოს ბავ­შვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გან­სა­ზღვრის მო­თხოვ­ნით. ბავ­შვმა თქვენ­თან რომ იცხოვ­როს, მო­პა­სუ­ხე­ე­ბად უნდა და­ა­სა­ხე­ლოთ ბავ­შვის მშობ­ლე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს თქვენ­სა და ბავ­შვს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მყა­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რამ­დენხნი­ა­ნი წყვე­ტა გაქვთ ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ა­დას­ტუ­როთ ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გსურთ ბავ­შვი თქვენ­თან ცხოვ­რობ­დეს და რა­ტომ იქ­ნე­ბა ბავ­შვი­სათ­ვის თქვენ­თან ცხოვ­რე­ბა უფრო უკე­თე­სი. თქვე­ნი მო­თხოვ­ნა უნდა გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის სურ­ვი­ლიც, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნი­სას მის აზ­რსაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

- სო­ფელ­ში მაქვს კერ­ძო სახ­ლი და მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც მინ­და. მყავს მყიდ­ვე­ლი, მაგ­რამ როცა რე­ესტრში მი­ვე­დი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ეს იყო სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ჩემ­თვის. რო­გორც გა­ვარ­კვიე, ჩემს შვილს ჰქო­ნია ჯა­რი­მე­ბი, არ იხ­დი­და და ამის გამო ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი და­ა­ყა­და­ღეს, რად­გან ის იმ მი­სა­მარ­თზეა ჩა­წე­რი­ლი. ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე შე­ეძ­ლოთ თუ არა ამის გა­კე­თე­ბა და ახლა რო­გორ მო­ვიქ­ცე? მაქვს თუ არა უფ­ლე­ბა, ჩემს სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი გავ­ყი­დო?

- მე­სა­კუთ­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე ჩა­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღე­ვან­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­სა­მარ­თად და­ფიქ­სი­რე­ბა, რაც სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ წარ­მო­შობს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ თუ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში პირი თა­ნა­მე­სა­კუთ­რე არ არის, ვერც მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გამო და­ა­ყა­და­ღე­ბენ სხვის, თუნ­დაც მშობ­ლის ქო­ნე­ბას. ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პირი, რომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო სახ­ლი და­ა­ყა­და­ღეს, არის მი­ნი­მუმ თა­ნა­მე­სა­კუთ­რე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მსგავს შემ­თხვე­ვა­ში პირი, უნდა და­ი­წყოს სა­კი­თხის გარ­კვე­ვა, თუ რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, რის­თვი­საც აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს უნდა მი­მარ­თოს. ამას­თა­ნა­ვე, მო­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბა გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია სა­ჯა­რო რე­ესტრში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბის ნა­წილ­ში, კერ­ძოდ, თუ ვი­ნაა მე­სა­კუთ­რე თუ თა­ნა­მე­სა­კუთ­რე. დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად უნდა გა­ნი­მარ­ტოს, რომ თუ ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლია, ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია ვერ მოხ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ყა­და­ღა უზ­რუნ­ველ­ყოფს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და სწო­რედ ამის გამო ხდე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.

- ჩემს მე­უღ­ლეს სხვა­დას­ხვა ბან­კი­დან ჰქონ­და აღე­ბუ­ლი სწრა­ფი სეს­ხი, ერთხანს ვიხ­დი­დით, მაგ­რამ შემ­დეგ ვე­ღარ გა­და­ი­ხა­და. წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ და მას შემ­დეგ არ გა­დაგ­ვიხ­დია. უკვე გა­სუ­ლია 5 წელი სეს­ხის აღე­ბი­დან და მუდ­მი­ვად რე­კავს ფი­ნან­სუ­რი ბი­უ­რო. ვუხ­სნი, რომ ქმა­რი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორ მო­ვიქ­ცე? რო­გორც ვიცი, სეს­ხი უკვე ხან­დაზ­მუ­ლია და გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არა გვაქვს. ქმა­რი 3 წელ­ზე მე­ტია წა­სუ­ლია ქვეყ­ნი­დან, მის სა­ხელ­ზე არ არის არა­ნა­ი­რი ქო­ნე­ბა. რა შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო, რომ ვალი ხან­დაზ­მუ­ლად ცნონ. რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მე წა­მარ­თვან ოჯა­ხი­დან ნივ­თე­ბი ან ტექ­ნი­კა?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე არღვევს კანონს და მამას შვილების ნახვის უფლებას არ აძლევს

როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე არღვევს კანონს და მამას შვილების ნახვის უფლებას არ აძლევს

სამოქალაქო საკითხებზე კომპეტენტურ პასუხებს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- მყავს ქალიშვილი, რომელიც მეორე ქორწინებაშია. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ბავშვი და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია, მაგრამ მერე წაიყვანა ჩემმა შვილმა და ახლა არის დედასთან. მეორე ქორწინებაშიც ჰყავს შვილი, ცოლ-ქმარი არ არიან სტაბილური ადამიანები, არ მუშაობენ, არა აქვთ შემოსავალი, აქვთ კონფლიქტები, ცხოვრობენ სოციალური დახმარებით. ახლა აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას, ძალიან არ მინდა უფროსი შვილიშვილი თან წაიყვანოს, რადგან არა აქვს მის ქმარს ბავშვთან კარგი ურთიერთობა. როგორც მეუბნებიან, რადგან ბებია ვარ, არანაირი უფლებები არა მაქვს და დედას შეუძლია თავისი შვილი სადაც უნდა იქ წაიყვანოს. ისიც ვიცი, რომ მისი პირველი ქმარი მისცემს ამის უფლებას, რადგან არც აინტერესებს თავისი შვილი. მაქვს შიში, რომ ბავშვს მოექცევიან ცუდად და იქ უფრო მეტად დაუცველი იქნება. როგორ შემიძლია ბავშვის უფლებები დავიცვა და მოვახერხო მისი საქართველოში დატოვება? სამართლებრივად ამ დროს თუ არსებობს გამოსავალი? ბავშვი 7 წლისაა.

- თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. ბავშვმა თქვენთან რომ იცხოვროს, მოპასუხეებად უნდა დაასახელოთ ბავშვის მშობლები. აუცილებელია დადგინდეს თქვენსა და ბავშვს შორის არსებული მყარი მიჯაჭვულობა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რამდენხნიანი წყვეტა გაქვთ ბავშვთან ურთიერთობაში. აუცილებლად უნდა დაადასტუროთ ის გარემოებები, რის საფუძველზეც გსურთ ბავშვი თქვენთან ცხოვრობდეს და რატომ იქნება ბავშვისათვის თქვენთან ცხოვრება უფრო უკეთესი. თქვენი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის სურვილიც, რადგან გადაწყვეტილების გამოტანისას მის აზრსაც გაითვალისწინებენ.

- სოფელში მაქვს კერძო სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის გაყიდვაც მინდა. მყავს მყიდველი, მაგრამ როცა რეესტრში მივედი, აღმოვაჩინე, რომ ქონება დაყადაღებულია. ეს იყო სრული მოულოდნელობა ჩემთვის. როგორც გავარკვიე, ჩემს შვილს ჰქონია ჯარიმები, არ იხდიდა და ამის გამო ქონების ნაწილი დააყადაღეს, რადგან ის იმ მისამართზეა ჩაწერილი. ჩემი თანხმობის გარეშე შეეძლოთ თუ არა ამის გაკეთება და ახლა როგორ მოვიქცე? მაქვს თუ არა უფლება, ჩემს სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი გავყიდო?

- მესაკუთრის თანხმობის გარეშე კონკრეტულ მისამართზე ჩაწერა შეუძლებელია. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ქონების მისამართად დაფიქსირება, რაც საკუთრების უფლებას არ წარმოშობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მოცემულ შემთხვევაში პირი თანამესაკუთრე არ არის, ვერც მისი ვალდებულების გამო დააყადაღებენ სხვის, თუნდაც მშობლის ქონებას. ამიტომ სავარაუდოა, რომ პირი, რომლის ვალდებულებების გამო სახლი დააყადაღეს, არის მინიმუმ თანამესაკუთრე. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევაში პირი, უნდა დაიწყოს საკითხის გარკვევა, თუ რა ვალდებულებები აქვს, რისთვისაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოს. ამასთანავე, მოცემული ქონება გადასამოწმებელია საჯარო რეესტრში უძრავი ქონების საკუთრების ნაწილში, კერძოდ, თუ ვინაა მესაკუთრე თუ თანამესაკუთრე. დასმული კითხვის პასუხად უნდა განიმარტოს, რომ თუ ქონება დაყადაღებულია, ქონების რეალიზაცია ვერ მოხდება, ვინაიდან ყადაღა უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას და სწორედ ამის გამო ხდება მისი გამოყენება.

- ჩემს მეუღლეს სხვადასხვა ბანკიდან ჰქონდა აღებული სწრაფი სესხი, ერთხანს ვიხდიდით, მაგრამ შემდეგ ვეღარ გადაიხადა. წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთ და მას შემდეგ არ გადაგვიხდია. უკვე გასულია 5 წელი სესხის აღებიდან და მუდმივად რეკავს ფინანსური ბიურო. ვუხსნი, რომ ქმარი არ არის საქართველოში. როგორ მოვიქცე? როგორც ვიცი, სესხი უკვე ხანდაზმულია და გადახდის ვალდებულება არა გვაქვს. ქმარი 3 წელზე მეტია წასულია ქვეყნიდან, მის სახელზე არ არის არანაირი ქონება. რა შემიძლია გავაკეთო, რომ ვალი ხანდაზმულად ცნონ. რამდენად არის შესაძლებელი მე წამართვან ოჯახიდან ნივთები ან ტექნიკა?

განაგრძეთ კითხვა