პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტის განცხადება
სილქნეტის განცხადება

გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ფა­სე­ბის კვლე­ვის თა­ო­ბა­ზე. კო­მი­სი­ის მიერ გან­ცხა­დე­ბის სა­თა­ურ­ში შერ­ჩე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი პა­კე­ტი - 10 გბ ინ­ტერ­ნე­ტი და 1795 წთ სა­ლა­პა­რა­კო დრო, ბაზ­რის შე­ფა­სე­ბის­თვის არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია, რად­გან მსგავ­სი პა­კე­ტით აბო­ნენ­ტთა მხო­ლოდ 0.1% სარ­გებ­ლობს. ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის შემ­თხვე­ვა­ში, კო­მი­სი­ის მიერ ასე­ვე შერ­ჩე­უ­ლია პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ძვი­რია ევ­რო­პულ ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ გვსურს ხაზი გა­ვუს­ვათ, რომ მსგავს პა­კეტს აბო­ნენ­ტთა მხო­ლოდ 2% იყე­ნებს.

კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი აქ­ცენ­ტე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია კვლე­ვის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ:

• სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე, ტა­რი­ფე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა, ევ­რო­პულ სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე უფრო ია­ფია;

• სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტი 13%-დან 56%-მდე უფრო ია­ფია, ვიდ­რე ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;

• სა­ქარ­თვე­ლო­ში ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ოპ­ტი­კუ­რი ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა (რომ­ლი­თაც აბო­ნენ­ტე­ბის 98% სარ­გებ­ლობს) 5%-დან 17%-მდე უფრო ია­ფია, ვიდ­რე ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი;

კო­მი­სი­ის მიერ დაკ­ვე­თილ კვლე­ვა­ში ნათ­ლად ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ბა­ზარ­ზე, ტა­რი­ფე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ევ­რო­პულ სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე უფრო ია­ფია. ამის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­რი წარ­მოდ­გე­ნილ იქნა ევ­რო­პულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე უფრო ძვი­რად.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ტა­რი­ფე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ფორ­მით წარ­მო­ჩე­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა კო­მი­სი­ის მხრი­დან მო­ბი­ლუ­რი და ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბაზ­რე­ბის წი­ნას­წა­რი (ex-ante) რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლის შექ­მნას, რაც მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გა­უ­ა­რე­სე­ბას.

იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ კო­მი­სია და ოპე­რა­ტო­რე­ბი შევ­ძლებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სწო­რი ფორ­მის გა­მო­ნახ­ვას, რი­თაც ხელს შე­ვუ­წყობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დუსტრი­ის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

შეკითხვა სილქნეტთან. ჩვენ ვადგავართ ევროპული დემოკრატიის გზას. ამიტომ კითხვები უპასუხოდ რომ არ დარჩეს დემოკრატიის პრინციპებიდან გმომდინარე რატომ არ აკეთებთ ოფიციალურ განცხადებას რატომ გათიშეთ ალტინფოს მაუწყებლობა? 

ზვიადი
1

ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ თქვენი თანამშრომლების ხელფასები მხოლოდ 5-17 პროცენტით ნაკლებია ევროპაში ანალოგიურ სამუშაოზე დასაქმებულთა ხელფასებზე?

ავტორი:

სილქნეტის განცხადება

სილქნეტის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ კომუნიკაციების კომისიის გამოქვეყნებულ განცხადებას ფასების კვლევის თაობაზე. კომისიის მიერ განცხადების სათაურში შერჩეული მობილური პაკეტი - 10 გბ ინტერნეტი და 1795 წთ სალაპარაკო დრო, ბაზრის შეფასებისთვის არარელევანტურია, რადგან მსგავსი პაკეტით აბონენტთა მხოლოდ 0.1% სარგებლობს. ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში, კომისიის მიერ ასევე შერჩეულია პაკეტი, რომელიც ძვირია ევროპულ ფასებთან შედარებით, მაგრამ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ მსგავს პაკეტს აბონენტთა მხოლოდ 2% იყენებს.

კომისიის მიერ გავრცელებული არასწორი აქცენტების საპირისპიროდ, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კვლევის რეალური შედეგების შესახებ:

• საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ტარიფების დიდი უმრავლესობა, ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია;

• საქართველოში ყველა მობილური ინტერნეტ პაკეტი 13%-დან 56%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი;

• საქართველოში ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ პაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა (რომლითაც აბონენტების 98% სარგებლობს) 5%-დან 17%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი;

კომისიის მიერ დაკვეთილ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ტარიფების უმრავლესობა, ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია. ამის მიუხედავად, კომისიის მიერ საქართველოს ბაზარი წარმოდგენილ იქნა ევროპულ მაჩვენებლებზე უფრო ძვირად.

საქართველოში მოქმედი ტარიფების ნეგატიური ფორმით წარმოჩენა სავარაუდოდ ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი (ex-ante) რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია და ოპერატორები შევძლებთ თანამშრომლობის სწორი ფორმის გამონახვას, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოში ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას.

R