პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები..." - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად": ირმა ხეცურიანის ამბავი
"არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები..." - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად": ირმა ხეცურიანის ამბავი

პა­რას­პორ­ტსმე­ნი ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სიმ­ტკი­ცის, ძლი­ე­რე­ბის და ბედ­თან შე­უ­რი­გებ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა: ამ მომ­ხიბ­ვლე­ლი, ქე­რათ­მი­ა­ნი ქა­ლის მიღ­მა, ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლი იმა­ლე­ბა. ირმა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე­თა შო­რის. ის მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და მრა­ვა­ლი მედ­ლის მფლო­ბე­ლია...

- ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზე­თი­დან და­ი­წყო, სა­დაც ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი, უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე. ჩემი ოჯა­ხი ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცა­გე­რა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ყვე­ლა დღე სა­ოც­რად ტკბი­ლი და კარ­გი იყო. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა წა­მო­ვე­დით, მაგ­რამ კარ­გად მახ­სოვს ჩემი სახ­ლი, ვაშ­ლის ხე­ე­ბით და­ხუნძლუ­ლი ეზო და ყვე­ლა­ფე­რი, რაც აფხა­ზეთს უკავ­შირ­დე­ბა.

დღემ­დე საგ­ზლად მომ­ყვე­ბა ჩემი სოფ­ლის სურ­ნე­ლი და ის სით­ბო, ის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ჩემ ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, რად­გან 7 წლის ასაკ­ში თავს და­მა­ტყდა ყვე­ლა­ზე ცუდი რამ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს - ომი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი ოჯა­ხის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით მშობ­ლი­უ­რი კუ­თხე დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მხა­რე­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით. ალ­ბათ, მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ იმას, რაც ჩვენ მა­შინ გა­მოვ­ცა­დეთ: სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლე­ბად ვი­ქე­ცით. ასე და­ას­რუ­ლა ჩემი უზ­რუნ­ვე­ლი წლე­ბი ომმა, რო­მე­ლიც არას­დროს, არ­სად არ უნდა ხდე­ბო­დეს - ეს არის ყვე­ლა­ზე ცუდი და სა­ში­ნე­ლი რამ, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას მო­უ­გო­ნია.

- დევ­ნი­ლო­ბის წლე­ბი რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- ცხა­დია, ძა­ლი­ან ცუ­დად და უსი­ა­მოვ­ნოდ... ომის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბო­ში გად­მო­ვე­დით. ახა­ლი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად გან­სხვავ­დე­ბო­და ჩემი ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის­გან: აფხა­ზეთ­ში არა­ფე­რი მაკ­ლდა, მაგ­რამ წყალ­ტუ­ბო­ში ცხოვ­რე­ბა ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ველ ხა­ნებ­ში: არც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გვქონ­და, არც მუდ­მი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი, ტან­საც­მე­ლი, საკ­ვე­ბი... იმის გამო, რომ იმ დროს მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სა­მუ­შაო არ იყო, დე­დამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა: მან აიღო ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, რომ სამი შვი­ლი გა­მო­ეკ­ვე­ბა, ჩვენ­თვის გა­ნათ­ლე­ბა მო­ე­ცა და ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­ექ­მნა. დედა მი­იჩ­ნევ­და, რომ მისი შვი­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ჩვე­ნი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის.

მა­შინ მე 13 წლის ვი­ყა­ვი და რა თქმა უნდა, დე­დის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და. როცა დედა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და, სწო­რედ მა­შინ არ მყავ­და გვერ­დით, თუმ­ცა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­აზ­რებ­დი იმას, რომ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი გვერ­დით მყავ­დნენ. ჩემს აღ­ზრდა­ში მა­მაც დიდ როლს ას­რუ­ლებ­და და უფ­რო­სი დაც, ბე­ბი­აც ჩვენ­თან იყო. მოკ­ლედ, ყვე­ლა გვერ­დით მყავ­და და ნელ-ნელა ახალ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ვე­გუე. დე­დის წყა­ლო­ბით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გაგ­ვი­უმ­ჯო­ბეს­და და მეტ-ნაკ­ლე­ბად ამო­ვი­სუნ­თქეთ. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯერ კიდევ არაა გვიან .
10

ბარემ ცხვირიც დაგემოტოქსებინა !!!!! ლოყები და ტუჩები კი მოასწარი !! არაა? 

ავტორი:

"არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები..." - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად": ირმა ხეცურიანის ამბავი

"არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები..." - როგორ იქცა მომხიბვლელი, ქერათმიანი გოგონა ნამდვილ "მეომრად": ირმა ხეცურიანის ამბავი

პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიმტკიცის, ძლიერების და ბედთან შეურიგებლობის სიმბოლოა: ამ მომხიბვლელი, ქერათმიანი ქალის მიღმა, ნამდვილი მებრძოლი იმალება. ირმა ერთ-ერთი საუკეთესოა ეტლით მოფარიკავეთა შორის. ის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და მრავალი მედლის მფლობელია...

- ყველაფერი აფხაზეთიდან დაიწყო, სადაც ყველაზე ბედნიერი, უზრუნველი ბავშვობა გავატარე. ჩემი ოჯახი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში ცხოვრობდა, სადაც ყველა დღე საოცრად ტკბილი და კარგი იყო. პატარა ვიყავი, როცა წამოვედით, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი სახლი, ვაშლის ხეებით დახუნძლული ეზო და ყველაფერი, რაც აფხაზეთს უკავშირდება.

დღემდე საგზლად მომყვება ჩემი სოფლის სურნელი და ის სითბო, ის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. სამწუხაროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 7 წლის ასაკში თავს დამატყდა ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ბავშვის ცხოვრებაში მოხდეს - ომი, რომელიც მრავალი ოჯახისთვის მოულოდნელად დაიწყო. იძულებული გავხდით მშობლიური კუთხე დაგვეტოვებინა და საცხოვრებლად საქართველოს სხვა მხარეში გადავსულიყავით. ალბათ, მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც ჩვენ მაშინ გამოვცადეთ: საკუთარ სამშობლოში დევნილებად ვიქეცით. ასე დაასრულა ჩემი უზრუნველი წლები ომმა, რომელიც არასდროს, არსად არ უნდა ხდებოდეს - ეს არის ყველაზე ცუდი და საშინელი რამ, რაც კაცობრიობას მოუგონია.

- დევნილობის წლები როგორ გახსენდებათ?

- ცხადია, ძალიან ცუდად და უსიამოვნოდ... ომის შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ წყალტუბოში გადმოვედით. ახალი ცხოვრება ძირეულად განსხვავდებოდა ჩემი ძველი ცხოვრებისგან: აფხაზეთში არაფერი მაკლდა, მაგრამ წყალტუბოში ცხოვრება ჩემს ოჯახს ძალიან გაუჭირდა, განსაკუთრებით, პირველ ხანებში: არც საცხოვრებელი გვქონდა, არც მუდმივი შემოსავალი, ტანსაცმელი, საკვები... იმის გამო, რომ იმ დროს მამაკაცებისთვის სამუშაო არ იყო, დედამ გადაგვარჩინა: მან აიღო ყველა პასუხისმგებლობა და ემიგრაციაში წავიდა, რომ სამი შვილი გამოეკვება, ჩვენთვის განათლება მოეცა და ნორმალური პირობები შეექმნა. დედა მიიჩნევდა, რომ მისი შვილები საუკეთესოს იმსახურებდნენ და ყველაფერს აკეთებდა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.

მაშინ მე 13 წლის ვიყავი და რა თქმა უნდა, დედის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირდა. როცა დედა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, სწორედ მაშინ არ მყავდა გვერდით, თუმცა შესანიშნავად ვიაზრებდი იმას, რომ ოჯახის სხვა წევრები გვერდით მყავდნენ. ჩემს აღზრდაში მამაც დიდ როლს ასრულებდა და უფროსი დაც, ბებიაც ჩვენთან იყო. მოკლედ, ყველა გვერდით მყავდა და ნელ-ნელა ახალ სიტუაციას შევეგუე. დედის წყალობით, მატერიალური მდგომარეობა გაგვიუმჯობესდა და მეტ-ნაკლებად ამოვისუნთქეთ. წაიკითხეთ ვრცლად