სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია?
წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია?

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტი დრო­ე­ბით იც­ვლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს:

"აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბოლო ეტაპ­ზეა. ამ დრო­ის­თვის, მთლი­ან გამ­ზირ­ზე ას­ფალ­ტის ახა­ლი სა­ფა­რის და­გე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა გი­ორ­გი ცა­ბა­ძის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე, რის გა­მოც 20 იან­ვრი­დან 22 იან­ვრამ­დე, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტი იც­ვლე­ბა.

კერ­ძოდ, N311, N 327 ავ­ტო­ბუ­სე­ბი და N458, N 476, N 504 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი­დან მოძ­რა­ო­ბას წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ აგ­რძე­ლე­ბენ, ცა­ბა­ძის ქუ­ჩი­სა და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­დეგ კი დად­გე­ნი­ლი სქე­მით იმოძ­რა­ვე­ბენ.

ხოლო, უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის­კენ მოძ­რა­ო­ბი­სას, N 320 ავ­ტო­ბუ­სი და N 536, N 551 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე აღარ შევ­ლენ და მოძ­რა­ო­ბას თა­მარ მე­ფის გამ­ზირ­ზე გა­აგ­რძე­ლე­ბენ, შემ­დეგ კი წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩით წე­რეთ­ლის გამ­ზირს და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან.

N 476, N 458 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სად­გუ­რის მო­ედ­ნის­კენ მოძ­რა­ო­ბი­სას, და­ვით ყი­ფი­ა­ნის ქუ­ჩი­დან სვლას აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის­კენ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, რის შემ­დე­გაც თა­მარ მე­ფის გამ­ზი­რი­სა და წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით აბას­თუმ­ნის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან და დად­გე­ნი­ლი სქე­მით იმოძ­რა­ვე­ბენ.

უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბი­სას, სად­გუ­რის მო­ედ­ნი­დან თა­მარ მე­ფის გამ­ზირს და აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირს და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან, ხოლო შემ­დეგ, და­ვით ყი­ფი­ა­ნის ქუ­ჩი­დან დად­გე­ნი­ლი სქე­მით იმოძ­რა­ვე­ბენ.თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო!" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მუ­შა­ო­ბა 4-მა ახალ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყო. "ენკო", "პარ­მა", "ჯეო გრუ­პი" და "ბლექ სი გრუ­პი" პრო­ექტს და­ას­რუ­ლე­ბენ. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, წე­რე­თელ­ზე მოძ­რა­ო­ბა იან­ვრის ბო­ლოს აღ­დგე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა 2 კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­უქ­მა, პრო­ექ­ტი დათ­ქმულ ვა­დებ­ში შეს­რულ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­რია შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს, ორი­ვე კომ­პა­ნია შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნოს. მათ მე­რი­ის მიერ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ლევანი
5

ვისაც მიაჩნია რომ ასფალტის დაგება და გზების მოწესრიგება 21-საუკუნეში რამეს წარმოადგენს ის არის ბრიყვი.ჩვეულებრივი მოვალეობაა სკამზე დამჯდარი ჩინოვნიკებისთვის .და კიდევ თუ ეს მთავრობა იმიტომაა მაგარი რო გზებს გვიგებს გლდანში მუხიანში წერეთელზე და ასე შემდეგ ისიც არის ბრიყვი.და კიდევ ვისაც გონია რომ კრიტიკული ტელევიზიები არიან მოსაშორებლები ისინი ხო საერთოდ გულუბრყვილოები არიან.დღეს თუ ფორმულა და ტვ პირველი ყვირის ხვალ სხვა ტელევიზია იყვირებს რო ეს გაზულუქებული ჩინოვნიკები სულ მთლად თავს არ გავიდნენ.ინსტიტუციები ხო მოაშორა დიდმა ერის შვილმა ბიძინამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია?

წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია?

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:

"აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, მთლიან გამზირზე ასფალტის ახალი საფარის დაგება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ხორციელდება გიორგი ცაბაძის ქუჩის გადაკვეთაზე, რის გამოც 20 იანვრიდან 22 იანვრამდე, ორი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.

კერძოდ, N311, N 327 ავტობუსები და N458, N 476, N 504 მიკროავტობუსები, რომლებიც წერეთლის გამზირიდან მოძრაობას წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ აგრძელებენ, ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ხოლო, უკუმიმართულებით წერეთლის გამზირისკენ მოძრაობისას, N 320 ავტობუსი და N 536, N 551 მიკროავტობუსები აღმაშენებლის გამზირზე აღარ შევლენ და მოძრაობას თამარ მეფის გამზირზე გააგრძელებენ, შემდეგ კი წინამძღვრიშვილის ქუჩით წერეთლის გამზირს დაუკავშირდებიან.

N 476, N 458 მიკროავტობუსები, სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, დავით ყიფიანის ქუჩიდან სვლას აღმაშენებლის გამზირისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით აბასთუმნის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან თამარ მეფის გამზირს და აღმაშენებლის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ წერეთლის გამზირზე მუშაობა 4-მა ახალმა კომპანიამ დაიწყო. "ენკო", "პარმა", "ჯეო გრუპი" და "ბლექ სი გრუპი" პროექტს დაასრულებენ. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთელზე მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება და მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2 კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, პროექტი დათქმულ ვადებში შესრულდება. პარალელურად, მერია შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, ორივე კომპანია შავ სიაში შეიყვანოს. მათ მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"