კანიე უესტი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია - 46 წლის რეპერი ჰოლივუდის ქუჩებში ტიტანის პროთეზით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 850 ათასი დოლარია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპერმა პროთეზის ჩასასმელად წინა კბილები ამოიღო, დადასტურებული არ არის. DailyMail-ის თანახმად, ახალი იმპლანტის პირველადი მასალა ტიტანია, მაგრამ ის ასევე შეიცავს პალადიუმს და პლატინას.
პროთეზის ფოტო რეპერმა თავის "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნა და თან "ჯეიმს ბონდის" ერთ-ერთი ბოროტმოქმედის ფოტოები დაურთო, რომელსაც მსგავსი პროთეზი უკეთია.
რეპერი 29 წლის მეუღლესთან, ბიანკა ცენსორისთან და კომიკოს კრის როკთან ერთად ჰოლივუდში დააფიქსირეს. ბიანკა ამჯერად ლეოპარდის პრინტიან კომბინეზონში იყო გამოწყობილი....წყარო
მეტი თემა ამ ქვეყანაში ვერ მოძებნეთ?! რა ტვინი წაიღეთ ყოველდღე ამათი ცხოვრების დეტალებით!
მშვენივრად გადაუკრავს ფოლგის ქაღალდი😂კარგი აზრია. ამხელა თანხის გაღებას, რასაც სტომატოლოგები გვთავაზობენ, ორი არჩევანი მაქვს, ან ფოლგა, ან სიმინდის მარცვლები. მგონი, მაინც სიმინდზე შევჩერდები, რომ არ თქვან, რა იშოვა ამისთანაო?!