მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა, კლინიკა ვერ ჩაერევა" - ზურაბ ჩხაიძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე
"ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა, კლინიკა ვერ ჩაერევა" - ზურაბ ჩხაიძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე

რაც "ვი­ვა­მედ­ში“ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით კეთ­დე­ბა, სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია და ჩვენ­თვის ესაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მოს, ეს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა - კლი­ნი­კა გა­რე­მო წე­სე­ბის დაც­ვა­ში ვე­რა­ნა­ი­რად ჩა­ე­რე­ვა, - ამის შე­სა­ხებ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კო­მი­ტე­ტის ან­გა­რი­შის თა­ო­ბა­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მა გა­წე­რი­ლია და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რაც ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტთა­ნაა შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

"გა­რე­მო არ არის კლი­ნი­კის კომ­პე­ტენ­ცია და კლი­ნი­კა გა­რე­მო წე­სე­ბის დაც­ვა­ში ვე­რა­ნა­ი­რად ჩა­ე­რე­ვა. კო­მი­ტე­ტის დას­კვნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მხა­რე­ზე. სრუ­ლი­ად გვე­თან­ხმე­ბი­ან, რომ პა­ცი­ენ­ტებს, მათ შო­რის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სრუ­ლი წვდო­მა აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე, რის შემ­დე­გაც მათ უტარ­დე­ბათ ადეკ­ვა­ტუ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. ესაა ჩვენ­თვის მთა­ვა­რი. ის, რაც კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით კეთ­დე­ბა - იქ­ნე­ბა ეს კვლე­ვე­ბი თუ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მკურ­ნა­ლო­ბა, სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია, ჩვენ­თვის ესაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მოს, ეს პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა და კომ­პე­ტენ­ცი­აა“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მი­ტე­ტის ან­გა­რი­შის იმ ნა­წილს, რომ "კლი­ნი­კა­ში არ მუ­შა­ობ­დნენ არც ფსი­ქი­ატ­რი და არც კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი“, ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რომ კლი­ნი­კას ფსი­ქი­ატ­რი მუდ­მი­ვად ვერ ეყო­ლე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით დას­კვნას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხე და ამ კუ­თხით დას­კვნას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მუდ­მივ შტატ­ში და­კა­ვე­ბა-არ­და­კა­ვე­ბას, არ ვართ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა, ამი­ტომ კლი­ნი­კა­ში ფსი­ქი­ატ­რი მუდ­მი­ვად ვერ გვე­ყო­ლე­ბა. ჩვენ გვაქვს ფსი­ქი­ატ­რებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რო­დე­საც მათი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ჭი­როა, ვიწ­ვევთ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ა­ტა­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და და­ნიშ­ნონ მკურ­ნა­ლო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კო­მი­ტეტს სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით შე­ნიშ­ვნე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად არ აქვს.

"რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებთ ისე, რომ პა­ცი­ენტს, შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი, რაც მის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დრო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა თუ დას­ჯის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პულ­მა კო­მი­ტეტ­მა“ კო­მი­ტე­ტის დე­ლე­გა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. დო­კუ­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც ან­გა­რი­შის ავ­ტო­რე­ბი, რო­გორც "პა­ცი­ენტ C”-ს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, დე­ლე­გა­ცი­ამ, გა­მო­ავ­ლი­ნა რე­ა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მე­ბის და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მის არარ­სე­ბო­ბა.

"კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ნაკ­ლი იყო ის, რომ კლი­ნი­კა­ში არ მუ­შა­ობ­დნენ არც ფსი­ქი­ატ­რი და არც კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი. წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა თუ დას­ჯის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი კო­მი­ტე­ტი“ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, რომ გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი კლი­ნი­კის "ვი­ვა­მე­დის“ და­ცულ პა­ლა­ტა­ში გა­დაყ­ვა­ნილ პა­ტიმ­რებ­ზე ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის (მათ შო­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის) ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
^
1

მიშიკო ხომ უკვე ჯანზეა? ასეთ ფოტოებს რატომ აქვეყნებთ, ჯიშკარინასაც აღარ სჯერა ინვალიდიზაციისა (ეს ტერმინი აუხსნელი დარჩა!!!) და დემენციის თაობაზე შეთხიპნილი სიმულაციისა...გამოჯანმრთელდა? გლდანის მისამართი ხომ გახსოვთ, გადაიყვანეთ და მოასვენეთ სრულიად სამყარო....

ჯაბა
1

როგორც კობახიძემ გვითხრა არ აპირებენ ამ ნაძირალას ციხეში გადაყვანას.

შესაბამისად ეს არის ბოლო წვეთი ჩემთვის პირადად.

ოცნება ჩემი ხმა დაკარგე. ბევრს დაკარგავ და აღარ გიშველით ივანიშვილის ხვეწნა მუდარა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა, კლინიკა ვერ ჩაერევა" - ზურაბ ჩხაიძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე

"ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა, კლინიკა ვერ ჩაერევა" - ზურაბ ჩხაიძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე

რაც "ვივამედში“ სამედიცინო კუთხით კეთდება, სრულიად ადეკვატურია და ჩვენთვის ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გარემოს, ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივაა - კლინიკა გარემო წესების დაცვაში ვერანაირად ჩაერევა, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თაობაზე "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა გაწერილია და პირველივე დღიდან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მას სრულიად ადეკვატური მკურნალობის კურსი აქვს ჩატარებული, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთანაა შეთანხმებული.

"გარემო არ არის კლინიკის კომპეტენცია და კლინიკა გარემო წესების დაცვაში ვერანაირად ჩაერევა. კომიტეტის დასკვნაში მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო მხარეზე. სრულიად გვეთანხმებიან, რომ პაციენტებს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სრული წვდომა აქვთ სამედიცინო სერვისებზე, რის შემდეგაც მათ უტარდებათ ადეკვატური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. ესაა ჩვენთვის მთავარი. ის, რაც კლინიკაში სამედიცინო კუთხით კეთდება - იქნება ეს კვლევები თუ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მკურნალობა, სრულიად ადეკვატურია, ჩვენთვის ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გარემოს, ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება კომიტეტის ანგარიშის იმ ნაწილს, რომ "კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები“, ჩხაიძე განმარტავს, რომ კლინიკას ფსიქიატრი მუდმივად ვერ ეყოლება.

მისივე თქმით, კლინიკა სამედიცინო კუთხით დასკვნას გაითვალისწინებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხე და ამ კუთხით დასკვნას გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ვიწრო სპეციალისტების მუდმივ შტატში დაკავება-არდაკავებას, არ ვართ ფსიქიატრიული კლინიკა, ამიტომ კლინიკაში ფსიქიატრი მუდმივად ვერ გვეყოლება. ჩვენ გვაქვს ფსიქიატრებთან ხელშეკრულება გაფორმებული. როდესაც მათი ჩართულობა საჭიროა, ვიწვევთ ამ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, აქვთ საშუალება, ჩაატარონ კონსულტაციები და დანიშნონ მკურნალობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, კომიტეტს სამედიცინო კუთხით შენიშვნები ფაქტობრივად არ აქვს.

"რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ისე, რომ პაციენტს, შესაბამისი კვლევები, რაც მისთვის საჭირო და აუცილებელია, დროულად ჩაუტარდეს“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ "წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც "ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული. დოკუმენტში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, რომელსაც ანგარიშის ავტორები, როგორც "პაციენტ C”-ს მოიხსენიებენ

დოკუმენტის თანახმად, დელეგაციამ, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა.

"კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი იყო ის, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაიდგას ნაბიჯები კლინიკის "ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარების) ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს“,- აღნიშნულია ანგარიშში.