კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" - სს "ენერგო-პრო ჯორჯია“
"16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" - სს "ენერგო-პრო ჯორჯია“

16 იან­ვარს, მეს­ტი­ა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი რე­კორ­დი და­ფიქ­სირ­და. პირ­ვე­ლად, დღი­ურ­მა მოხ­მა­რე­ბამ 500 ათა­სი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი შე­ად­გი­ნა. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ იმა­ვე დღეს სრუ­ლად "ენერ­გო-პროს“ აბო­ნენ­ტთა მოხ­მა­რე­ბულ­მა ელექტრო­ე­ნერ­გი­ამ 14 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი შე­ად­გი­ნა. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ აღ­ნიშ­ნულ 14 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი მო­იხ­მა­რეს ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, მათ შო­რის, დიდ­მა კო­მერ­ცი­ულ­მა თუ სა­ბი­უ­ჯე­ტო აბო­ნენ­ტებ­მა, ხოლო მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­იხ­მა­რა და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი.

"გთხოვთ, ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დეთ რი­ცხვებს, ჩვენს არე­ალ­ში არ­სე­ბუ­ლი 56 ქა­ლა­ქის თუ რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის, 35 და­ბის და 3100 სოფ­ლის, 1 მი­ლი­ონ­მა მო­სახ­ლემ მო­იხ­მა­რა 6 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი, ანუ დე­და­ქა­ლა­ქი­სა და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის გარ­და, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ მო­იხ­მა­რა 6 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­ვატ­სა­ა­თი და მათ შო­რის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­იხ­მა­რა ზემო სვა­ნე­თის სამი ათას­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა.

აქ, რა თქმა უნდა, კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია, მხო­ლოდ კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ ნად­გურ­დე­ბა რე­გი­ო­ნის ელ­მო­მა­რა­გე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მა­ტუ­ლობს ავა­რი­უ­ლი გა­თიშ­ვე­ბის ოდე­ნო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია, მა­ტუ­ლობს ხან­ძრე­ბის რის­კი, იზ­რდე­ბა რე­გი­ო­ნის ხან­გრძლი­ვი შე­ზღუდ­ვის რის­კე­ბი. თუმ­ცა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, თით­ქოს შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა ხა­ზე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ე­რე­ბა, უნდა მოხ­დეს უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­რე­ბა და ქსელ­ზე ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც კი უნდა და­ვი­ერ­თოთ, რა თქმა უნდა, ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია ეს ყო­ვე­ლი­ვე, თუმ­ცა ამ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში გვი­წევს ოპე­რი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ალ­ბათ, თუ რა­ი­ონ­მა მო­იხ­მა­რა, 15 უფრო დიდი რა­ი­ო­ნის ტოლ­ფა­სი ელექტრო­ე­ნერ­გია, კი­დევ ისე უნდა გაძ­ლი­ერ­დეს ქსე­ლი რომ 30-40 რა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბა მო­ხერ­ხდეს, ნუ რაღა უნდა ვი­სა­უბ­რო, ეს ხომ არ არის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზა? აგ­რეთ­ვე რა თქმა უნდა, ვცდი­ლობთ, ჩვენს ბა­ზა­ში არ­სე­ბულ აბო­ნენ­ტებს დრო­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვუგ­ზავ­ნოთ სმს-ები, ავა­რი­უ­ლი გა­თიშ­ვე­ბის თუ გეგ­მუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ საქ­მეს, თუ მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებს, ალ­ბათ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ა­ნა­ლიზ­დეს სამ­წუ­ხა­რო, თუმ­ცა სავ­სე­ბით შე­საძ­ლო სცე­ნა­რი - და­ვუშ­ვათ მეს­ტი­ა­ში ფიქ­სირ­დე­ბა მი­ნუს 20-25 გრა­დუ­სი; ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმე­დად, ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბას რო­გორც წესი არ აქვს მო­მა­რა­გე­ბუ­ლი შეშა; რე­გი­ონ­ში არ არ­სე­ბობს გაზ­მო­მა­რა­გე­ბა; დიდ­თოვ­ლო­ბის გამო ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ხერ­გი­ლია გზე­ბი და ამ დროს 1-2 სრუ­ლი დღით ან უფრო მეტი ვა­დით წყდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა? არის მეს­ტია მზად ამის­თვის? რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს? რა თქმა უნდა, ყო­ველ ზემო აღ­ნიშ­ნულ საფრ­თხე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იმ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს, რომ­ლე­ბიც ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ იმ დიდ სი­კე­თეს რაც აქვს მეს­ტი­ის მო­სახ­ლე­ო­ბას უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია "ენერ­გო-პროს­გან", უფა­სო ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბას ვგუ­ლის­ხმობ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ზემო სვა­ნეთ­ში და­ლე­ქი­ლია კომ­პა­ნი­ის 60 მი­ლი­ო­ნი ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს, ჩვენს მიერ ოპე­რა­ცი­ა­თა სრუ­ლად წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 1 წე­ლი­წად­ში მეს­ტი­ა­ში და­ი­წყე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, და­რე­გუ­ლირ­დე­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი, შემ­ცი­რე­ბას და­ი­წყებს ავა­რი­უ­ლი გა­თიშ­ვე­ბის ოდე­ნო­ბა, მეს­ტი­ის მოხ­მა­რე­ბა გახ­დე­ბა გო­ნივ­რუ­ლი და ამ ყვე­ლაფ­რით რე­გი­ონს თა­ვი­დან ავა­ცი­ლებთ გარ­და­უ­ვალ ენერ­გე­ტი­კულ კო­ლაფსს. ეს გა­მო­სავ­ლე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბა მეს­ტი­ის კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მომ­ხმა­რებ­ლებს, ზო­გა­დად მთელს ზემო სვა­ნეთს და არა „ენერ­გო-პროს“. ჩვენ კი, ჩვე­ნის მხრივ, მზად­ყოფ­ნას კვლავ ვა­დას­ტუ­რებთ და­ვი­წყოთ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი“, - ახა­დებს "ენერ­გო-პრო ჰოლ­დინ­გის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ბოც­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio gio
0

მთავრობა გვყავს ოროსანი.როცა ყველა 20 თეთრს იხდის ,ნესტიან გადაიხადოს 2 თეთი მაინც და ყველაფერი გამოსწორდება

სიმართლე
0

ენერგო პრომ გააკონტროლოს ე.წ. ბიტკოინების ფერმები და ამოიღოს, ცხადია ეს ბიტკოინები მესტიის კეთილსინდისიერი მომხმარებლის მიერ არ არის დაერთებული ენერგო პროს ხაზებზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" - სს "ენერგო-პრო ჯორჯია“

"16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა" - სს "ენერგო-პრო ჯორჯია“

16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს სრულად "ენერგო-პროს“ აბონენტთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის, დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი.

"გთხოვთ, ყურადღებით დავაკვირდეთ რიცხვებს, ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფლის, 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხმარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა.

აქ, რა თქმა უნდა, კომენტარი ზედმეტია, მხოლოდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია, მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები. თუმცა, ამის პარალელურად, თითქოს შესაძლებელი ყოფილა ხაზების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, უნდა მოხდეს უფრო მეტი ინვესტირება და ქსელზე ახალი მომხმარებლებიც კი უნდა დავიერთოთ, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია ეს ყოველივე, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში გვიწევს ოპერირების გაგრძელება. ალბათ, თუ რაიონმა მოიხმარა, 15 უფრო დიდი რაიონის ტოლფასი ელექტროენერგია, კიდევ ისე უნდა გაძლიერდეს ქსელი რომ 30-40 რაინის მოხმარება მოხერხდეს, ნუ რაღა უნდა ვისაუბრო, ეს ხომ არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა? აგრეთვე რა თქმა უნდა, ვცდილობთ, ჩვენს ბაზაში არსებულ აბონენტებს დროულად და ხარისხიანად გავუგზავნოთ სმს-ები, ავარიული გათიშვების თუ გეგმური შეზღუდვების შესახებ.

რაც შეეხება რეალურ საქმეს, თუ მართლაც მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს, ალბათ აუცილებელია გაანალიზდეს სამწუხარო, თუმცა სავსებით შესაძლო სცენარი - დავუშვათ მესტიაში ფიქსირდება მინუს 20-25 გრადუსი; ელექტროენერგიის იმედად, ოჯახების უმეტესობას როგორც წესი არ აქვს მომარაგებული შეშა; რეგიონში არ არსებობს გაზმომარაგება; დიდთოვლობის გამო ზოგიერთი მიმართულებით ჩახერგილია გზები და ამ დროს 1-2 სრული დღით ან უფრო მეტი ვადით წყდება ელექტროენერგიით მომარაგება. ამ შემთხვევაში რა ხდება? არის მესტია მზად ამისთვის? რა შედეგი შეიძლება დადგეს? რა თქმა უნდა, ყოველ ზემო აღნიშნულ საფრთხეზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომლებიც ბოროტად იყენებენ იმ დიდ სიკეთეს რაც აქვს მესტიის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია "ენერგო-პროსგან", უფასო ელექტრომომარაგებას ვგულისხმობ და ამ მიმართულებით ზემო სვანეთში დალექილია კომპანიის 60 მილიონი ლარი.

რაც შეეხება გამოსავალს, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენს მიერ ოპერაციათა სრულად წარმოების შემთხვევაში, 1 წელიწადში მესტიაში დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, დარეგულირდება მიწოდებული ელექტროენერგიის ყველა პარამეტრი, შემცირებას დაიწყებს ავარიული გათიშვების ოდენობა, მესტიის მოხმარება გახდება გონივრული და ამ ყველაფრით რეგიონს თავიდან ავაცილებთ გარდაუვალ ენერგეტიკულ კოლაფსს. ეს გამოსავლები, პირველ რიგში, სჭირდება მესტიის კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, ზოგადად მთელს ზემო სვანეთს და არა „ენერგო-პროს“. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზადყოფნას კვლავ ვადასტურებთ დავიწყოთ შესაბამისი ცვლილებები“, - ახადებს "ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.