პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა
"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბი 123,7%-ით გა­ი­ზარ­და - რო­გო­რია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 2024 წლის გეგ­მა გა­სუ­ლი წელი "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის­თვის“ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ 2023 წლის სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბის გეგ­მა გა­და­ჭარ­ბე­ბით შე­ას­რუ­ლა. რო­გორც კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში აცხა­დე­ბენ, სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 123,7%-ით გა­ი­ზარ­და. ასეთ­მა შე­დე­გებ­მა კი კომ­პა­ნი­ას მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მიმ­დი­ნა­რე წე­ლიც პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბით და­გეგ­მოს.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ მა­ყუ­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან და გან­სხვა­ვე­ბულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტენტს სთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კვა­ლი­ფი­ცი­ურ მა­ყუ­რე­ბელ­ში. ბიზ­ნეს გა­და­ცე­მე­ბი, ობი­ექ­ტურ, გა­და­მოწ­მე­ბულ, ოპე­რა­ტი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბი, გა­სარ­თო­ბი და შე­მეც­ნე­ბი­თი რუბ­რი­კე­ბი - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტენ­ტი იწ­ვევს ნდო­ბას მა­ყუ­რე­ბელ­ში, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მეტ გავ­ლე­ნას სძენს.

ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­რექ­ტო­რი: "გა­სუ­ლი წლის წარ­მა­ტე­ბა ახალ გა­მოწ­ვე­ვებს და მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­დევ ბევრ სი­ახ­ლეს იხი­ლავს ჩვენ­გან, რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტენ­ტის, ისე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს მა­ყუ­რე­ბელს უკვე მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში შევ­თა­ვა­ზებთ.

მთლი­ა­ნად კი, გა­სუ­ლი 2023 წელი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ამის­თვის პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს ნდო­ბის­თვის და ერ­თგუ­ლე­ბის­თვის. გა­ი­ზარ­და ჩვე­ნი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ეს ლო­გი­კუ­რიც იყო, რად­გან ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წილი წარ­მო­ად­გენს 35-დან 55 წლამ­დე გა­დამ­ხდე­ლუ­ნა­რი­ან, და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ამას IRI-ს იმ გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გე­ბი ცხად­ყოფს, რო­მე­ლიც 2023 წელს ჩა­ტარ­და და სა­დაც ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ სეგ­მენ­ტში, სან­დო­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზეა. ამ ტი­პის მა­ყუ­რე­ბე­ლი კი ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სეგ­მენ­ტია, რად­გან იცის, რომ მისი რეკ­ლა­მა მიზ­ნობ­რივ აუ­დი­ტო­რი­ამ­დე მი­აღ­წევს, რაც მას გა­რან­ტი­რე­ბულ შე­დეგს მო­უ­ტანს. ბიზ­ნეს­მა ყვე­ლა­ზე უკეთ იცის საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ნე­იტ­რა­ლუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი მე­დი­ის ფასი. "პა­ლიტ­რა­ნი­უს­მა“ მო­ა­ხერ­ხა, რომ ორი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე - ბიზ­ნე­სი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი, თა­ვის არხზე ერ­თმა­ნეთს შე­ახ­ვედ­რა“.

ირი­ნა შარ­ვა­ში­ძე, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ედ­ლა­ი­ნის“ დი­რექ­ტო­რი: "ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 124%-ით გა­ი­ზარ­და. ჩვე­ნი დამ­კვე­თე­ბი არი­ან რო­გორც მსხვი­ლი ბან­კე­ბი, ასე­ვე დიდი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ჰი­პერ და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი და სხვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­შან, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ამ ჩვენ­თან სა­რეკ­ლა­მო ბი­უ­ჯე­ტი გა­ზარ­და, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ისი­ნი ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კმა­ყო­ფი­ლი არი­ან. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ბიზ­ნე­სის მხრი­დან, სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­ში სას­პონ­სო­რო გან­თავ­სე­ბის სურ­ვი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ გა­მოთ­ქვა ბიზ­ნეს­გა­და­ცე­მებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გე­ბი სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, რომ მიმ­დი­ნა­რე წელ­საც ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი დავ­სა­ხოთ. კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან ინ­ტე­რეს­სა და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას წელ­საც ვე­ლო­დე­ბით“.

ნინო წიკ­ლა­უ­რი, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "Go ტუ­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გა­და­ცე­მა "მო­ნე­ტი­ზა­ცი­ის“ ერთ-ერთი სპონ­სო­რი: "მო­ნე­ტი­ზა­ცი­ას­თან“ და მთლი­ა­ნად, "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. საქ­მი­ა­ნი გა­რე­მო, სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტი და კვა­ლი­ფი­ცი­ურ გუნდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, რომ მა­ყუ­რებ­ლამ­დე ჩვე­ნი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბი მი­ვი­ტა­ნოთ. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის ცნო­ბა­დო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, გაჩ­ნდა ახა­ლი იდე­ე­ბი, რა­მაც ახალ პრო­ექ­ტებს და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი“.

და­ვით ლო­მი­ძე, აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია "ნექ­სია სა­ქარ­თვე­ლოს” მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, გა­და­ცე­მა "მო­ნე­ტი­ზა­ცი­ის“ ერთ-ერთი სპონ­სო­რი: "გა­და­ცე­მა "მო­ნე­ტი­ზა­ცი­ა­ში“, რუბ­რი­კა "ბიზ­ნე­სი ნექ­სი­ას­თან“, ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია ბიზ­ნე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ხელ­შე­წყო­ბის­თვის. გა­და­ცე­მაც, ისე­ვე, რო­გორც მთე­ლი ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთე­რით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს მა­ყუ­რე­ბელს, ჩვენს ლო­ი­ა­ლურ თუ პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებს მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ, სა­გა­და­სა­ხა­დო თუ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­ურ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს ვი­ღებთ მა­ყუ­რებ­ლის­გან, შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წელ­საც ვაგ­რძე­ლებთ“.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით 2015 წლი­დან მა­უ­წყებ­ლობს. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ტე­ლე­ვი­ზი­ამ მთლი­ა­ნად გა­ნა­ახ­ლა სა­ე­თე­რო ბადე, რებ­რენ­დინ­გი გა­უ­კე­თა, რო­გორც არ­სე­ბულ გა­და­ცე­მებს, ასე­ვე ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბიც ჩა­უშ­ვა ეთერ­ში. ტე­ლე­კომ­პა­ნია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რე­ბელს ახალ ამ­ბებს, სა­დაც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს თვა­ლი ადევ­ნოს, რო­გორც ვრცელ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს, ასე­ვე დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი გა­ი­გოს მხო­ლოდ ერთ წუთ­ში. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტში მი­აჩ­ნი­ათ, რომ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მა­ყუ­რე­ბელ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის შე­დე­გია, რაც აძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ 2024 წელს ახა­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი­თა და გეგ­მე­ბით შეხ­ვდნენ.

BPN.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა

"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა

"პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები 123,7%-ით გაიზარდა - როგორია ტელეკომპანიის 2024 წლის გეგმა გასული წელი "პალიტრანიუსისთვის“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ტელეკომპანიამ 2023 წლის სარეკლამო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, სარეკლამო შემოსავლები ერთი წლის განმავლობაში 123,7%-ით გაიზარდა. ასეთმა შედეგებმა კი კომპანიას მისცა შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელიც პოზიტიური მოლოდინებით დაგეგმოს.

"პალიტრანიუსი“ მაყურებელს მრავალფეროვან და განსხვავებულ სატელევიზიო კონტენტს სთავაზობს, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი კვალიფიციურ მაყურებელში. ბიზნეს გადაცემები, ობიექტურ, გადამოწმებულ, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაფუძნებული საინფორმაციო გამოშვებები, მიუკერძოებელი პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი და შემეცნებითი რუბრიკები - "პალიტრანიუსის“ სატელევიზიო კონტენტი იწვევს ნდობას მაყურებელში, რაც ტელეკომპანიას მეტ გავლენას სძენს.

ლევან ტაბატაძე "პალიტრანიუსის“ დირექტორი: "გასული წლის წარმატება ახალ გამოწვევებს და მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. შესაბამისად, ჩვენი მაყურებელი კიდევ ბევრ სიახლეს იხილავს ჩვენგან, როგორც სატელევიზიო კონტენტის, ისე ტექნოლოგიური ინოვაციების თვალსაზრისითაც. საინტერესო სიახლეებს მაყურებელს უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შევთავაზებთ.

მთლიანად კი, გასული 2023 წელი ტელევიზიისთვის წარმატებული აღმოჩნდა და ამისთვის პირველ რიგში, მადლობა ჩვენს მაყურებელს ნდობისთვის და ერთგულებისთვის. გაიზარდა ჩვენი პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან ჩვენი მაყურებლის მნიშვნელოვანი წილი წარმოადგენს 35-დან 55 წლამდე გადამხდელუნარიან, დასაქმებულ ადამიანებს. ამას IRI-ს იმ გამოკითხვების შედეგები ცხადყოფს, რომელიც 2023 წელს ჩატარდა და სადაც ყველა დიდ ქალაქში, გამოკითხული მოსახლეობის ამ სეგმენტში, სანდოობის თვალსაზრისით, "პალიტრანიუსი“ მოწინავე პოზიციებზეა. ამ ტიპის მაყურებელი კი ნებისმიერი ბიზნესისთვის საინტერესო სეგმენტია, რადგან იცის, რომ მისი რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიამდე მიაღწევს, რაც მას გარანტირებულ შედეგს მოუტანს. ბიზნესმა ყველაზე უკეთ იცის საქმეზე ორიენტირებული, ნეიტრალური და სამართლიანი მედიის ფასი. "პალიტრანიუსმა“ მოახერხა, რომ ორი დაინტერესებული მხარე - ბიზნესი და მომხმარებელი, თავის არხზე ერთმანეთს შეახვედრა“.

ირინა შარვაშიძე, სარეკლამო კომპანია "ედლაინის“ დირექტორი: "ერთი წლის განმავლობაში "პალიტრანიუსის“ სარეკლამო შემოსავლები დაახლოებით, 124%-ით გაიზარდა. ჩვენი დამკვეთები არიან როგორც მსხვილი ბანკები, ასევე დიდი ფარმაცევტული კომპანიები, ჰიპერ და სუპერმარკეტები, სამშენებლო კომპანიები და სხვა. აღსანიშნავია, რომ შარშან, წინა წელთან შედარებით, თითქმის ყველა კომპანიამ ჩვენთან სარეკლამო ბიუჯეტი გაზარდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი ჩვენთან თანამშრომლობით კმაყოფილი არიან. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესის მხრიდან, სხვადასხვა გადაცემებში სასპონსორო განთავსების სურვილი. ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა ბიზნესგადაცემებთან თანამშრომლობისა და მონაწილეობის სურვილი. აღნიშნული შედეგები საფუძველს გვაძლევს, რომ მიმდინარე წელსაც ამბიციური გეგმები დავსახოთ. კერძო სექტორის მხრიდან ინტერესსა და სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას წელსაც ველოდებით“.

ნინო წიკლაური, ტურისტული კომპანია "Go ტურის“ დამფუძნებელი, გადაცემა "მონეტიზაციის“ ერთ-ერთი სპონსორი: "მონეტიზაციასთან“ და მთლიანად, "პალიტრანიუსთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა. საქმიანი გარემო, საინტერესო ფორმატი და კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მაყურებლამდე ჩვენი მთავარი გზავნილები მივიტანოთ. ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ბიზნესის ცნობადობა, შესაბამისად, გაიზარდა ჩვენი მომხმარებელი, გაჩნდა ახალი იდეები, რამაც ახალ პროექტებს დაუდო საფუძველი“.

დავით ლომიძე, აუდიტორული კომპანია "ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორი, გადაცემა "მონეტიზაციის“ ერთ-ერთი სპონსორი: "გადაცემა "მონეტიზაციაში“, რუბრიკა "ბიზნესი ნექსიასთან“, ჩვენი კომპანიის მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯია ბიზნესის გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის. გადაცემაც, ისევე, როგორც მთელი ჩვენი საქმიანობა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერასა და ინფორმირებას ემსახურება. "პალიტრანიუსის“ ეთერით, შესაძლებლობა გვაქვს მაყურებელს, ჩვენს ლოიალურ თუ პოტენციურ კლიენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია მნიშვნელოვან ფინანსურ, საგადასახადო თუ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ პოზიტიურ გამოხმაურებებს ვიღებთ მაყურებლისგან, შესაბამისად, ტელეკომპანიასთან თანამშრომლობას წელსაც ვაგრძელებთ“.

ტელეკომპანია "პალიტრანიუსი“ განახლებული ფორმატით 2015 წლიდან მაუწყებლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ტელევიზიამ მთლიანად განაახლა საეთერო ბადე, რებრენდინგი გაუკეთა, როგორც არსებულ გადაცემებს, ასევე ახალი სატელევიზიო პროექტებიც ჩაუშვა ეთერში. ტელეკომპანია განსხვავებული ფორმატით სთავაზობს მაყურებელს ახალ ამბებს, სადაც დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს, როგორც ვრცელ საინფორმაციო გამოშვებებს, ასევე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გაიგოს მხოლოდ ერთ წუთში. ტელეკომპანიის მენეჯმენტში მიაჩნიათ, რომ მიღწეული შედეგები, განსხვავებული და მაყურებელზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია, რაც აძლევთ შესაძლებლობას, რომ 2024 წელს ახალი მოლოდინებითა და გეგმებით შეხვდნენ.

BPN.GE