პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 000 დოლარი მხოლოდ ერთი პოსტით და... - ყველაზე მდიდარი ტიკტოკერები: ვინ რამდენს გამოიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმით?
100 000 დოლარი მხოლოდ ერთი პოსტით და... - ყველაზე მდიდარი ტიკტოკერები: ვინ რამდენს გამოიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმით?

უკვე დიდი ხა­ნია, რაც TikTok-ი ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მად იქცა. იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც აპ­ლი­კა­ცია პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დეს, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მია შე­ი­ძი­ნეს. შე­დე­გად, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტი­კტო­კე­რე­ბი ახლა მი­ლი­ო­ნებს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ.

ვნა­ხოთ ვინ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ყვე­ლა­ზე მეტს ტი­კტო­კის სა­შუ­ა­ლე­ბით:

1. ჩარ­ლი და­მე­ლიო

2023 წლის სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბით, ტი­კტო­კე­რებს შო­რის კვლავ ჩარ­ლი და­მე­ლიო ლი­დე­რობს, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 20 მი­ლი­ონ დო­ლარს უტოლ­დე­ბა. ჩარ­ლი წარ­სულ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე იყო, ახლა კი თა­ვი­სი ნი­ჭის წარ­მო­სა­ჩე­ნად "ტი­კტოკს" იყე­ნებს. ჩარ­ლი რი­გით მე­ო­რე ადა­მი­ა­ნია ტი­კტოკ­ზე, ვი­საც ყვე­ლა­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მისი შე­მო­სავ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ პლატ­ფორ­მი­და­ნაა.

ჩარ­ლის ჯამ­ში 151 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს და თი­თო­ე­უ­ლი პოს­ტით $100 000-ს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. მან "ტი­კტოკ­ზე" ვი­დე­ო­ე­ბის ატ­ვირ­თვა 2019 წელს და­ი­წყო და ამ დრო­ის­თვის მის ვი­დე­ო­ებს 11.4 მი­ლი­არ­დი მო­წო­ნე­ბა აქვს. TikTok-ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შექ­მნის შემ­დეგ მან სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა და "იუ­თუბ­ზეც" შე­ი­ძი­ნა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის დიდი არ­მია. ჩარ­ლის Youtube-ზე 9.25 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

2. ედი­სონ რეი ის­ტერ­ლინ­გი

რი­გით მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ტი­კტო­კე­რი ედი­სონ რეი ის­ტერ­ლინ­გია. ედი­სო­ნი ტი­კტოკ­ზე რი­გით მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ყვე­ლა­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ედი­სო­ნის ქო­ნე­ბა15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ის ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვეა და პლატ­ფორ­მა­ზე, ძი­რი­თა­დად, ცეკ­ვის ვი­დე­ო­ებს ტვირ­თავს.

რეი ერთი პოს­ტით და­ახ­ლო­ე­ბით 80 000 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. Forbes-ის მი­ხედ­ვით, 2020 წელს ედი­სო­ნი "ტი­კტო­კის" ინფლუ­ენ­სე­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტ თან­ხას გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და. მას დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ა­ში 88.6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ფარ­თოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვია.

3. ქა­ბა­ნე ლამე

ქაბი გო­ნი­ე­რი და ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი იუ­მო­რის მქო­ნე ტი­კტო­კე­რია. სე­ნე­გალ­ში და­ბა­დე­ბულ­მა კო­მი­კოს­მა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გული ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­სა­ცი­ლო სკეტ­ჩე­ბით მო­ი­გო. ქა­ბის" 2024 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, "ტი­კტოკ­ზე" ყვე­ლა­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს (162.1 მი­ლი­ო­ნი). ის ერთი პოს­ტით 92 270 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ლა­მეს ქო­ნე­ბა 15 მი­ლი­ო­ნია.

4. ბუ­რაქ ოზ­დე­მი­რი

ბუ­რაქ იზ­დე­მი­რი თურ­ქი შეფ-მზა­რე­უ­ლია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის რე­ცეპ­ტებს მსოფ­ლი­ოს უზი­ა­რებს. მის­მა მომ­ხიბ­ვლელ­მა ღი­მილ­მა და კერ­ძე­ბის მა­დი­საღ­მძვრელ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ კი პლატ­ფორ­მა­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი შეს­ძი­ნა.

ოზ­დე­მი­რი თა­ვი­სი ნი­ჭის წყა­ლო­ბით მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და და მისი ქო­ნე­ბა ახლა 12 მი­ლი­ონს დო­ლარს შე­ად­გენს. ტი­კტოკ­ზე 73.7 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს და თი­თო­ე­უ­ლი პოს­ტით 66.700 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

5. დიქ­სი და­მე­ლიო

რი­გით მე­ხუ­თე ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი "ტი­კტო­კე­რი" ჩარ­ლი და­მე­ლი­ოს უფ­რო­სი და, დიქ­სი და­მე­ლი­ოა. 2024 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით დიქ­სის ქო­ნე­ბა 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია და მას შე­მო­სავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან აქვს. დიქ­სი ერთი პოს­ტით 30 000 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

დიქ­სი მომ­ღე­რა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, პლატ­ფორ­მა­ზეც თა­ვი­სი ნი­ჭის საჩ­ვე­ნებ­ლად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს. მას ამ დრო­ის­თვის "ტი­კტოკ­ზე" 57 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

6. ბელა პორ­ჩი

რი­გით მე­ექ­ვსე ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ტი­კტო­კე­რი ბელა პორ­ჩია. ბე­ლას ფი­ლი­პი­ნელ ინფლუ­ენ­სე­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს (93.2 მი­ლი­ო­ნი). ფი­ლი­პი­ნე­ლი გო­გო­ნას ქო­ნე­ბა 9 მი­ლი­ონს შე­ად­გენს.

7. არი­ელ რე­ბე­კა მარ­ტი­ნი

არი­ელ რე­ბე­კა მარ­ტი­ნი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც Baby Ariel "ტი­კტო­კის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მდი­და­რი სა­ხეა. 2017 წელს Time Magazine-მა არი­ე­ლი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ პერ­სო­ნად და­ა­სა­ხე­ლა. არი­ე­ლის ქო­ნე­ბა 6 მი­ლი­ო­ნა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ის ტი­კტოკ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პოს­ტით 32 000 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

8. ლო­რენ გრეი

ლო­რენ გრეი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რია, რო­მელ­საც "ტი­კტოკ­ზე" 54.2 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ისიც, არი­ე­ლის მსგავ­სად, თითო პოს­ტი­დან $32 000-ს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. 2024 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლო­რე­ნის ქო­ნე­ბა 5 მი­ლი­ონს უდ­რის.

9. კრის კო­ლინ­ზი

კრის კო­ლინ­ზი კა­ნა­დე­ლი სტი­ლის­ტია, რო­მე­ლიც "ტი­კტოკ­ზე" თა­ვი­სი კო­მი­კუ­რი სკეტ­ჩე­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მას პლატ­ფორ­მა­ზე 50 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს და მისი ქო­ნე­ბა 5 მი­ლი­ონს შე­ად­გენს. კრი­სი თი­თო­ე­უ­ლი პოს­ტით $17,000 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. პრო­ფე­სი­ით სტი­ლისტ კო­ლინ­ზის პო­პუ­ლა­რო­ბა "ტი­კტო­კით" არ შე­მო­ი­ფარ­გლა და მან "იუ­თუბ­ზეც" გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ამ­ჟა­მად 10 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

10. ზაკ კინ­გი

ზაკ კინ­გი კი­დევ ერთი მდი­და­რი ტი­კტო­კე­რია, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 3 მი­ლი­ო­ნია. ის "ტი­კტოკ­ზე" 2016 წლი­დან აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს და ამ­ჟა­მად 79.4 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ზაკი მხო­ლოდ "ტი­კტო­კი­დან" თითო პოს­ტით 41 719 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

წყა­რო: socialstrategy1

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცო
1

ეს ტიკტოკერები არიან მძარცველები და აფერისტები ზჩემ შვილიშვილს რომრლმაც 3 ლარი რაღაც თამაშში გადარიცხა მთელი თანხა 1000 ლარამდე მოპარეს ბავშვმა მთელი ზაფხული იმუშავა ამ თანხისთვის უნამუსოები

Stalkeri
1

როცა სხვისი გავლენის ქვეშ ექცევა ადამიანი იქ არა მარტო ინტელექტის არამედ აზროვნების პრობლემაც არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

100 000 დოლარი მხოლოდ ერთი პოსტით და... - ყველაზე მდიდარი ტიკტოკერები: ვინ რამდენს გამოიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმით?

100 000 დოლარი მხოლოდ ერთი პოსტით და... - ყველაზე მდიდარი ტიკტოკერები: ვინ რამდენს გამოიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმით?

უკვე დიდი ხანია, რაც TikTok-ი ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ სოციალურ პლატფორმად იქცა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც აპლიკაცია პოპულარული გახადეს, თაყვანისმცემლების არმია შეიძინეს. შედეგად, ყველაზე პოპულარული ტიკტოკერები ახლა მილიონებს გამოიმუშავებენ.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@charlidamelio/video/7278052948687686958" data-video-id="7278052948687686958" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@charlidamelio" href="https://www.tiktok.com/@charlidamelio?refer=embed">@charlidamelio</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ original sound - logan" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7259201272476093230?refer=embed">♬ original sound - logan</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

ვნახოთ ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს ტიკტოკის საშუალებით:

1. ჩარლი დამელიო

2023 წლის საბოლოო მონაცემებით, ტიკტოკერებს შორის კვლავ ჩარლი დამელიო ლიდერობს, რომლის ქონებაც 20 მილიონ დოლარს უტოლდება. ჩარლი წარსულში პროფესიონალი მოცეკვავე იყო, ახლა კი თავისი ნიჭის წარმოსაჩენად "ტიკტოკს" იყენებს. ჩარლი რიგით მეორე ადამიანია ტიკტოკზე, ვისაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი შემოსავლის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ პლატფორმიდანაა.

ჩარლის ჯამში 151 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და თითოეული პოსტით $100 000-ს გამოიმუშავებს. მან "ტიკტოკზე" ვიდეოების ატვირთვა 2019 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მის ვიდეოებს 11.4 მილიარდი მოწონება აქვს. TikTok-ზე წარმატებული კარიერის შექმნის შემდეგ მან სხვა სოციალურ ქსელებშიც გადაინაცვლა და "იუთუბზეც" შეიძინა თაყვანისმცემლების დიდი არმია. ჩარლის Youtube-ზე 9.25 მილიონი გამომწერი ჰყავს.

2. ედისონ რეი ისტერლინგი

რიგით მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტიკტოკერი ედისონ რეი ისტერლინგია. ედისონი ტიკტოკზე რიგით მეოთხე ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. ედისონის ქონება15 მილიონი დოლარია. ის ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავეა და პლატფორმაზე, ძირითადად, ცეკვის ვიდეოებს ტვირთავს.

რეი ერთი პოსტით დაახლოებით 80 000 დოლარს გამოიმუშავებს. Forbes-ის მიხედვით, 2020 წელს ედისონი "ტიკტოკის" ინფლუენსერებს შორის ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებდა. მას დღეის მონაცემებით აპლიკაციაში 88.6 მილიონი გამომწერი ჰყავს და სოციალური მედიის ფართოდ აღიარებული ვარსკვლავია.

3. ქაბანე ლამე

ქაბი გონიერი და ყველასთვის გასაგები იუმორის მქონე ტიკტოკერია. სენეგალში დაბადებულმა კომიკოსმა სოციალური მედიის მომხმარებლების გული ორიგინალური და სასაცილო სკეტჩებით მოიგო. ქაბის,, 2024 წლის მონაცემებით, "ტიკტოკზე" ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს (162.1 მილიონი). ის ერთი პოსტით 92 270 დოლარს გამოიმუშავებს. ლამეს ქონება 15 მილიონია.

4. ბურაქ ოზდემირი

ბურაქ იზდემირი თურქი შეფ-მზარეულია, რომელიც თავისი მშობლიური ქვეყნის რეცეპტებს მსოფლიოს უზიარებს. მისმა მომხიბვლელმა ღიმილმა და კერძების მადისაღმძვრელმა პრეზენტაციამ კი პლატფორმაზე მილიონობით თაყვანისმცემელი შესძინა.

ოზდემირი თავისი ნიჭის წყალობით მილიონერი გახდა და მისი ქონება ახლა 12 მილიონს დოლარს შეადგენს. ტიკტოკზე 73.7 მილიონი გამომწერი ჰყავს და თითოეული პოსტით 66.700 დოლარს გამოიმუშავებს.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@cznburak/video/7319534462801464582" data-video-id="7319534462801464582" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@cznburak" href="https://www.tiktok.com/@cznburak?refer=embed">@cznburak</a> <p>Sizce yemeğimizin ismi Czn farkıyla ne olsun?😍😂🙈</p> <a target="_blank" title="♬ Allam Alam - Efkan Şeşen" href="https://www.tiktok.com/music/Allam-Alam-6953941634471970818?refer=embed">♬ Allam Alam - Efkan Şeşen</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

5. დიქსი დამელიო

რიგით მეხუთე ყველაზე მაღალშემოსავლიანი "ტიკტოკერი" ჩარლი დამელიოს უფროსი და, დიქსი დამელიოა. 2024 წლის მონაცემებით დიქსის ქონება 10 მილიონი დოლარია და მას შემოსავლების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ სოციალური ქსელიდან აქვს. დიქსი ერთი პოსტით 30 000 დოლარს გამოიმუშავებს.

დიქსი მომღერალია და შესაბამისად, პლატფორმაზეც თავისი ნიჭის საჩვენებლად აქვეყნებს ვიდეოებს. მას ამ დროისთვის "ტიკტოკზე" 57 მილიონი გამომწერი ჰყავს.

6. ბელა პორჩი

რიგით მეექვსე ყველაზე მდიდარი ტიკტოკერი ბელა პორჩია. ბელას ფილიპინელ ინფლუენსერებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს (93.2 მილიონი). ფილიპინელი გოგონას ქონება 9 მილიონს შეადგენს.

7. არიელ რებეკა მარტინი

არიელ რებეკა მარტინი, ასევე ცნობილი როგორც Baby Ariel "ტიკტოკის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მდიდარი სახეა. 2017 წელს Time Magazine-მა არიელი ყველაზე გავლენიანი ინტერნეტ პერსონად დაასახელა. არიელის ქონება 6 მილიონადაა შეფასებული. ის ტიკტოკზე გამოქვეყნებული თითოეული პოსტით 32 000 დოლარს გამოიმუშავებს.

8. ლორენ გრეი

ლორენ გრეი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელსაც "ტიკტოკზე" 54.2 მილიონი გამომწერი ჰყავს. ისიც, არიელის მსგავსად, თითო პოსტიდან $32 000-ს გამოიმუშავებს. 2024 წლის მონაცემებით, ლორენის ქონება 5 მილიონს უდრის.

9. კრის კოლინზი

კრის კოლინზი კანადელი სტილისტია, რომელიც "ტიკტოკზე" თავისი კომიკური სკეტჩებით გახდა პოპულარული. მას პლატფორმაზე 50 მილიონი გამომწერი ჰყავს და მისი ქონება 5 მილიონს შეადგენს. კრისი თითოეული პოსტით $17,000 დოლარს გამოიმუშავებს. პროფესიით სტილისტ კოლინზის პოპულარობა "ტიკტოკით" არ შემოიფარგლა და მან "იუთუბზეც" გადაინაცვლა, სადაც ამჟამად 10 მილიონი გამომწერი ჰყავს.

10. ზაკ კინგი

ზაკ კინგი კიდევ ერთი მდიდარი ტიკტოკერია, რომლის ქონებაც 3 მილიონია. ის "ტიკტოკზე" 2016 წლიდან აქვეყნებს ვიდეოებს და ამჟამად 79.4 მილიონი გამომწერი ჰყავს. ზაკი მხოლოდ "ტიკტოკიდან" თითო პოსტით 41 719 დოლარს გამოიმუშავებს.

წყარო: socialstrategy1

მოამზადა: ანა სიბოშვილმა