მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს - "ჩინეთი ამით უკმაყოფილო იქნება"
ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს - "ჩინეთი ამით უკმაყოფილო იქნება"

ტა­ი­ვა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კან­დი­დატ­მა, ლაი ჩინ-ტიმ გა­ი­მარ­ჯვა - "ქვე­ყა­ნა გა­აგ­რძე­ლებს წინსვლას სწორ გზა­ზე. ჩვენ არ ვი­ხე­დე­ბით უკან", - გა­ნუ­ცხა­და მან მსოფ­ლიო მე­დი­ას პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

  • ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი პე­კი­ნის გაბ­რა­ზე­ბას გა­მო­იწ­ვეს. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჩი­ნეთ­მა ლაის „სა­ში­ში სე­პა­რა­ტის­ტი“ უწო­და, რად­გან იგი უარ­ყოფს ტა­ი­ვა­ნის მი­მართ ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ პრე­ტენ­ზი­ებს.

ლაის მთა­ვარ­მა კონ­კუ­რენ­ტმა, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჰოუ იუიმ აღი­ა­რა არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა. ეს კან­დი­და­ტი ამომ­რჩევ­ლებს პე­კინ­თან უკე­თეს კავ­ში­რებს ჰპირ­დე­ბო­და.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ლაი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­ვი­და:

"ჩვენ ეს გა­ვა­კე­თეთ - არ მი­ვე­ცით ნება გარე ძა­ლებს გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ჩვენს არ­ჩევ­ნებ­ზე", - თქვა მან. მა­ნამ­დე ტა­ი­ვან­მა ჩი­ნე­თი არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ტა­ი­ვა­ნის მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­წი­ლი კუნ­ძუ­ლის სტა­ტუს-კვოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მომ­ხრეა. ეს ნიშ­ნავს, რომ ტა­ი­ვან­მა არც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს და არც ჩი­ნეთს შე­უ­ერ­თდეს...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
1

რა პოზიციას დააფიქსირებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი საქართველო?

თუ სიჩუმეში გაატარებს?

ვახტანგი -71
0

არ დამბლოკოთ!

აზერბაიჯანმა დაგმო ტაივანში ჩატარებული არჩევნები და მისი შედეგები, ვინაიდან არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას (თვლის ჩინეთის ნაწილად)...

რა პოზიციას დააფიქსირებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით ჩინეთის პარტნიორი საქართველო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს - "ჩინეთი ამით უკმაყოფილო იქნება"

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს - "ჩინეთი ამით უკმაყოფილო იქნება"

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, ლაი ჩინ-ტიმ გაიმარჯვა - "ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას სწორ გზაზე. ჩვენ არ ვიხედებით უკან", - განუცხადა მან მსოფლიო მედიას პრესკონფერენციაზე.

  • ვარაუდობენ, რომ არჩევნების შედეგები პეკინის გაბრაზებას გამოიწვეს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთმა ლაის „საშიში სეპარატისტი“ უწოდა, რადგან იგი უარყოფს ტაივანის მიმართ ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს.

ლაის მთავარმა კონკურენტმა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ჰოუ იუიმ აღიარა არჩევნებში დამარცხება. ეს კანდიდატი ამომრჩევლებს პეკინთან უკეთეს კავშირებს ჰპირდებოდა.

გამარჯვების შემდეგ, ლაი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა:

"ჩვენ ეს გავაკეთეთ - არ მივეცით ნება გარე ძალებს გავლენა მოეხდინა ჩვენს არჩევნებზე", - თქვა მან. მანამდე ტაივანმა ჩინეთი არჩევნების პროცესში ჩარევაში დაადანაშაულა.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტაივანის მოქალაქეთა დიდი ნაწილი კუნძულის სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეა. ეს ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს...წყარო