მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა L-ის“ მოულოდნელი სიურპრიზი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს - იხილეთ ემოციური კადრები
"პალიტრა L-ის“ მოულოდნელი სიურპრიზი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს - იხილეთ ემოციური კადრები

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა“ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტთან პარტნი­ო­რო­ბით, მე­მინ­გე­მი­სა და პრა­ღის ავი­ა­რე­ი­სე­ბის მგზავ­რებს, ეკი­პა­ჟის წევ­რებ­სა და აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ჩუქ­რად წიგ­ნე­ბი და სა­ნიშ­ნე­ე­ბი გა­დას­ცა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ლი­ტე­რა­ტუ­რა ად­რე­სატ­თა ასა­კი­სა და სა­სა­უბ­რო ენის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩია. მათ ასე­ვე სიმ­ბო­ლუ­რად გა­და­ე­ცათ სა­ნიშ­ნე­ე­ბი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, რა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­ლი მგზავ­რე­ბის­თვის მას ერ­თგვა­რი სუ­ვე­ნი­რის დატ­ვირ­თვაც შეს­ძი­ნა.

წიგ­ნე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცეს­მა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა შექ­მნა და მგზავ­რე­ბი გა­ა­ხა­ლი­სა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­შიც ჩანს მგზავ­რე­ბის, ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი­სა და აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი. ისი­ნი ხომ მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ო­ნით - წიგ­ნით და­სა­ჩუქრდნენ.

ვი­დეო კლიპ­ში "პა­ლიტ­რა L-ი“ ამ ემო­ცი­უ­რი დღის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს და გან­გვი­მარ­ტავს, რა­ტომ არის წიგ­ნი მგზავ­რის ერ­თგუ­ლი კომ­პა­ნი­ო­ნი:

"ყო­ვე­ლი გამ­გზავ­რე­ბა, თვითმფრი­ნა­ვის ტრაპ­ზე ყო­ვე­ლი შედ­გო­მა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ახ­ლეს­თან, ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლი­სა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მო­გო­ნე­ბის სურ­ვილ­თან. აე­რო­პორ­ტის მო­საც­დელ­ში მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი მგზავ­რის მო­ლო­დი­ნი, მი­ზა­ნი და ემო­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ვინ იცის, ვის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ან, ვის უნდა შეხ­ვდნენ, იქ­ნებ დიდი ხნის უნა­ხავ მშო­ბელს, მე­გო­ბარს, დას, ძმას, შეყ­ვა­რე­ბულს... ზოგი სა­მოგ­ზა­უ­როდ მი­დის, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­თვის, მათ ყვე­ლას ერთი რამ აერ­თი­ა­ნებთ, რაც არ უნდა იყოს გამ­გზავ­რე­ბის მი­ზე­ზი, ის ყო­ველ­თვის ემო­ცი­უ­რია, ახა­ლი კა­რის გახ­ნას ჰგავს, ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლის წი­ნათ­გრძნო­ბას, ზუს­ტად ისე, რო­გორც ეს ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნის გა­და­ფურცვლი­სას ხდე­ბა, ამი­ტომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია“.

"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს და კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას აფა­სებს:

"მუდ­მი­ვად ვი­მე­ო­რებთ იმ აზრს, რომ წიგ­ნი სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს. "წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია“. ამ კამ­პა­ნი­ით გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა რე­ა­ლუ­რი კავ­ში­რი წიგნ­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბას შო­რის. ემო­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახ­ლავს ახა­ლი წიგ­ნის გა­და­ფურცვლას, ძა­ლი­ან ჰგავს მოგ­ზა­უ­რო­ბის ემო­ცი­ას.

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია იყო. მგზავ­რე­ბის ემო­ცი­ამ, წიგ­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ და უკუ­კავ­შირ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ აე­რო­პორტზე. ამ კამ­პა­ნი­ით შე­ვე­ცა­დეთ კი­დევ ერთხელ შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ წიგ­ნით მგზავ­რო­ბი­სას თუ მო­საც­დელ­ში, დრო­ის გაყ­ვა­ნა ნა­ყო­ფი­ე­რად და სა­ინ­ტე­რე­სოდ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - გან­მარ­ტა მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-თან“ ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ით მგზავ­რე­ბის­თვის შობა-ახა­ლი წლის წინა მოგ­ზა­უ­რო­ბა კი­დევ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო გახ­და:

"რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი ქუ­თა­ი­სი­დან, იუ­ნეს­კო-ს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი­დან, რა თქმა უნდა, წიგ­ნი! სწო­რედ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღეს ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მგზავ­რებ­მა. 2023 წლის ბო­ლოს ქუ­თა­ი­სი შე­უ­ერ­თდა იუ­ნეს­კოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ქა­ლა­ქე­ბის ქსელს ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქუ­თა­ი­სი არის დიდი კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქა­ლა­ქი, სა­დაც და­სა­ბა­მი მი­ე­ცა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას, პო­ე­ზი­ას. ამი­ტომ, სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ ქუ­თა­ი­სის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი იყო პირ­ვე­ლი, სა­დაც მსგავ­სი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძის გან­მარ­ტე­ბით, კამ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი რე­გი­ო­ნის რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ, ასე­ვე კულ­ტუ­რულ-სო­ცი­ა­ლურ და შე­მეც­ნე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი.

პარტნი­ო­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ერთჯე­რა­დი სახე არ ექ­ნე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ აე­რო­პორ­ტის მგზავ­რებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ სი­ურპრი­ზებს კვლა­ვაც შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

R

ავტორი:

"პალიტრა L-ის“ მოულოდნელი სიურპრიზი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს - იხილეთ ემოციური კადრები

"პალიტრა L-ის“ მოულოდნელი სიურპრიზი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს - იხილეთ ემოციური კადრები

წინასაახალწლო პერიოდში გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან პარტნიორობით, მემინგემისა და პრაღის ავიარეისების მგზავრებს, ეკიპაჟის წევრებსა და აეროპორტის თანამშრომლებს საჩუქრად წიგნები და სანიშნეები გადასცა.

გამომცემლობამ ლიტერატურა ადრესატთა ასაკისა და სასაუბრო ენის შესაბამისად შეარჩია. მათ ასევე სიმბოლურად გადაეცათ სანიშნეები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამოსახულებით, რამაც განსაკუთრებით უცხოელი მგზავრებისთვის მას ერთგვარი სუვენირის დატვირთვაც შესძინა.

წიგნების გადაცემის პროცესმა წინასაახალწლო პერიოდში სადღესასწაულო განწყობა შექმნა და მგზავრები გაახალისა. მოგვიანებით "პალიტრა L-ის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და აეროპორტის თანამშრომლების ბედნიერი სახეები. ისინი ხომ მოგზაურობის საუკეთესო კომპანიონით - წიგნით დასაჩუქრდნენ.

ვიდეო კლიპში "პალიტრა L-ი“ ამ ემოციური დღის შესახებ გვიამბობს და განგვიმარტავს, რატომ არის წიგნი მგზავრის ერთგული კომპანიონი:

"ყოველი გამგზავრება, თვითმფრინავის ტრაპზე ყოველი შედგომა დაკავშირებულია სიახლესთან, ახალი თავგადასავლისა და განუმეორებელი მოგონების სურვილთან. აეროპორტის მოსაცდელში მყოფი თითოეული მგზავრის მოლოდინი, მიზანი და ემოცია განსხვავებულია, ვინ იცის, ვის სანახავად მიდიან, ვის უნდა შეხვდნენ, იქნებ დიდი ხნის უნახავ მშობელს, მეგობარს, დას, ძმას, შეყვარებულს... ზოგი სამოგზაუროდ მიდის, ახალი აღმოჩენებისთვის, მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ, რაც არ უნდა იყოს გამგზავრების მიზეზი, ის ყოველთვის ემოციურია, ახალი კარის გახნას ჰგავს, ახალი თავგადასავლის წინათგრძნობას, ზუსტად ისე, როგორც ეს ყოველი ახალი წიგნის გადაფურცვლისას ხდება, ამიტომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია“.

"პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე პროექტის მიზნების შესახებ გვიამბობს და კამპანიის მნიშვნელობას აფასებს:

"მუდმივად ვიმეორებთ იმ აზრს, რომ წიგნი სხვადასხვა სამყაროში გვამოგზაურებს. ,,წიგნი საუკეთესო საჩუქარია“. ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა რეალური კავშირი წიგნსა და მოგზაურობას შორის. ემოციები, რომლებიც ახლავს ახალი წიგნის გადაფურცვლას, ძალიან ჰგავს მოგზაურობის ემოციას.

შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური აქცია იყო. მგზავრების ემოციამ, წიგნის მიმართ დამოკიდებულებამ და უკუკავშირმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ აეროპორტზე. ამ კამპანიით შევეცადეთ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ წიგნით მგზავრობისას თუ მოსაცდელში, დროის გაყვანა ნაყოფიერად და საინტერესოდ არის შესაძლებელი“, - განმარტა მარიამ გიორგაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ ,,გამომცემლობა პალიტრა L-თან“ ერთად ჩატარებული კამპანიით მგზავრებისთვის შობა-ახალი წლის წინა მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა:

"რა შეიძლება იყოს საუკეთესო საჩუქარი ქუთაისიდან, იუნესკო-ს ლიტერატურული ქალაქიდან, რა თქმა უნდა, წიგნი! სწორედ ეს განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს ახალი წლის დღეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებმა. 2023 წლის ბოლოს ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით. ქუთაისი არის დიდი კულტურული ტრადიციების მქონე ქალაქი, სადაც დასაბამი მიეცა მეოცე საუკუნის თანამედროვე ლიტერატურას, პოეზიას. ამიტომ, სიმბოლურია, რომ სწორედ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი იყო პირველი, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდა“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, კამპანიის მეშვეობით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-სოციალურ და შემეცნებით განვითარებაშია ჩართული.

პარტნიორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ თანამშრომლობას ერთჯერადი სახე არ ექნება და სამომავლოდ აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს ლიტერატურულ სიურპრიზებს კვლავაც შესთავაზებენ.

R