პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის - ყოველთვის" - საიდუმლო ქორწინება და დახურული პირადი ცხოვრება: რას ჰყვებოდა წარსულზე და რა არის ცნობილი პუტინის ექსმეუღლის ახლანდელ ცხოვრებაზე?
"პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის - ყოველთვის" - საიდუმლო ქორწინება და დახურული პირადი ცხოვრება: რას ჰყვებოდა წარსულზე და რა არის ცნობილი პუტინის ექსმეუღლის ახლანდელ ცხოვრებაზე?

კა­ლი­ნინ­გრად­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლუდ­მი­ლა ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ის რუ­სე­თის პირ­ვე­ლი ლედი გახ­დე­ბო­და. ასე­ვე რუ­სე­ბი კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად ელოდ­ნენ, რომ ლუდ­მი­ლა­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქორ­წი­ნე­ბა 30 წლის შემ­დეგ და­ინ­გრე­ო­და, მაგ­რამ ეს მა­ინც მოხ­და.

ლუდ­მი­ლა შკრებ­ნე­ვას მამა კა­ლი­ნინ­გრა­დის მე­ქა­ნი­კუ­რი სა­რე­მონ­ტო ქარ­ხნის მუშა იყო, დედა მო­ლა­რე. ქალი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ სკო­ლა­ში თით­ქმის ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი რვა წელს გაგ­რძელ­და, ამი­ტომ ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ლუდ­მი­ლა მო­მა­ვალ­ში მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და.

მშობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­წყვი­ტა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეცა­და ბედი, მაგ­რამ ბოლო გა­მოც­და­ზე ჩა­იჭ­რა და შინ გულ­და­წყვე­ტი­ლი დაბ­რუნ­და. ოჯახ­მა გო­გო­ნა და­არ­წმუ­ნა, რომ წელი არ და­ე­კარ­გა და მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო. იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა: მუ­შა­ობ­და ფოს­ტა­ში, მედ­დად, პი­ო­ნერ­თა სახ­ლის დრა­მა­ტუ­ლი კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად და სტი­უ­არ­დე­სა­დაც კი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვი­ტა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უარი ეთ­ქვა და ფი­ლო­ლო­გია აირ­ჩია.

ჯერ კი­დევ ბორტგამ­ცი­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბი­სას ლუდ­მი­ლა მე­გო­ბარ­თან ერ­თად ლე­ნინ­გრად­ში სამი დღით გაფ­რინ­და, სა­დაც თე­ატ­რში მე­გობ­რებ­მა 28 წლის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გა­აც­ნეს. სამი თვის შემ­დეგ, ნაც­ნო­ბო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და, მაგ­რამ პუ­ტი­ნი ჯერ კი­დევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი სა­ში­ნელ დღე­ში აგ­დებ­და ქალს.

"პა­ე­მან­ზე მე არა­სო­დეს ვაგ­ვი­ა­ნებ­დი, მაგ­რამ ის ყო­ველ­თვის აგ­ვი­ა­ნებ­და. სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი მა­ინც ვე­ლო­დი ხოლ­მე. პირ­ვე­ლი 15 წუთს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვუძ­ლებ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც 1 სა­ა­თი გა­დი­ო­და, ტი­რილს ვი­წყებ­დი“, - აღი­ა­რა ლუდ­მი­ლამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პუ­ტი­ნი არ ჩქა­რობ­და მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას. ეს გაც­ნო­ბი­დან სამი წლის შემ­დეგ მოხ­და. „მივ­ხვდი, რომ თუ კი­დევ ორი-სამი წელი არ გავ­თხოვ­დე­ბი, არა­სო­დეს გავ­თხოვ­დე­ბი, ”- ამ­ბობ­და ქალი.

1985 წელს წყვილს პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლის­თვი­საც დე­დას სურ­და, რომ ნა­ტა­შა და­ერ­ქმია. მამა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ბავ­შვის­თვის მა­რია და­ერ­ქმი­ათ, სა­კუ­თა­რი დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად.

"ვი­ტი­რე, თუმ­ცა, შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ მქონ­და და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­ინც მაშა იქ­ნე­ბო­და, ”- გან­მარ­ტა ლუდ­მი­ლამ.

ერთი წლის შემ­დეგ, რო­დე­საც წყვი­ლი დრეზ­დენ­ში და­სახ­ლდა, ​ქალს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნა შე­ე­ძი­ნა. პუ­ტი­ნი უკვე სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პირი იყო და ამის შემ­დეგ მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ და­ი­კე­ტა.

ლუდ­მი­ლას ეს­მო­და, რომ მისი ქმრის კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე ას­ვლა აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლი­და მათ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ მას ყო­ველ­თვის სჯე­რო­და ქმრის და მხარს უჭერ­და, რო­დე­საც ის რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზე­ბი

პირ­ვე­ლი ლე­დის ამ­პლუა მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: ეწე­ო­და სო­ცი­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას, თან ახ­ლდა ქმარს მივ­ლი­ნე­ბებ­ში, გახ­სნა რუ­სუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, მაგ­რამ ქმრის­გან ბევ­რს არა­ფერს ითხოვ­და. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წყე­ნის მი­ზე­ზი არ ჰქონ­და.

"გეგ­მებს აღარ ვა­წყობ. რო­დე­საც ასე ხდე­ბო­და, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იშ­ლე­ბო­და, ამ დროს სა­შინ­ლად ვგრძნობ­დი თავს, ცუ­დად, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მარ­ტი­ვი გზა იყო, რომ გეგ­მე­ბი აღარ შე­მედ­გი­ნა“, - თქვა ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნამ.

წყვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2013 წელს გა­მო­ა­ცხა­და. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­სა­ხე­ლეს, ის იყო, რომ თით­ქოს ლუდ­მი­ლას ფრე­ნა არ უყ­ვარ­და და ვერ გაჰ­ყვე­ბო­და მე­უღ­ლეს ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე. ამ დროს ქალი წლე­ბის წინ სტი­უ­არ­დე­სად მუ­შა­ობ­და.

სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ლი

მოგ­ვი­ა­ნე­ბით პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის აგ­რძე­ლებს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა იმა­ზე უკე­თე­სი გახ­და, ვიდ­რე აქამ­დე იყო. ამას­თან, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ კი­დევ არ აპი­რებ­და და­ქორ­წი­ნე­ბას.

”იცით რა, ჯერ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ლუდ­მი­ლა ალექ­სან­დროვ­ნა უნდა გა­ვა­თხო­ვო და მერე სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ფიქ­რო!” – ასე უთხრა პო­ლი­ტი­კოს­მა ჟურ­ნა­ლისტს 2014 წელს, რო­დე­საც კი­თხვა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და­უს­ვეს.

წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა სენ­სა­ცი­ად იქცა. 2016 წლის და­სა­წყის­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იპო­ვეს დო­კუ­მენ­ტე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­დაც ლუდ­მი­ლა სხვა გვა­რით - ოჩე­რეტ­ნა­ი­ა­თი იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის ქმა­რი ახლა უკვე ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ­ტურ ოჩე­რეტ­ნი გახ­და.

2019 წლის და­სა­წყის­ში რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფო­ტო­ე­ბი ჰით­რო­უს აე­რო­პორ­ტი­დან, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და კავ­შირს ლუდ­მი­ლა ალექ­სან­დროვ­ნა­სა და არ­ტურ ოჩე­რეტ­ნის შო­რის - ისი­ნი ერ­თად გაფ­რინ­დნენ მოს­კო­ვი-ლონ­დო­ნის რე­ი­სით.

ამ თე­მა­ზე ლუდ­მი­ლას კო­მენ­ტა­რი დღემ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია. ის პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა რუ­სულ მე­დი­ა­ში, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მაგ­რამ და­ხუ­რუ­ლია თემა, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიქელა
9

მიქელასთანაც არ დააგვიანო პაემანზე ვალოდ. გელოდებაააააა.გიყვარდეს მტერი შენიო.ურთულესი შესასრულებელი მცნებაა .დიდსულოვნებს შეუძლიათ მხოლოდ .მე ვერ შევძლებ.მძულს სულით ხორცამდე და რა ვქნა .

მამუკა
36

უფალმა დაგლოცოს ბატონო ვალოდია. უფალმა დალოცოს დიდი რუსეთი და რუსეთის მომხრეები.ამინ. 

ავტორი:

"პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის - ყოველთვის" - საიდუმლო ქორწინება და დახურული პირადი ცხოვრება: რას ჰყვებოდა წარსულზე და რა არის ცნობილი პუტინის ექსმეუღლის ახლანდელ ცხოვრებაზე?

"პაემანზე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის - ყოველთვის" - საიდუმლო ქორწინება და დახურული პირადი ცხოვრება: რას ჰყვებოდა წარსულზე და რა არის ცნობილი პუტინის ექსმეუღლის ახლანდელ ცხოვრებაზე?

კალინინგრადში დაბადებული ლუდმილა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ის რუსეთის პირველი ლედი გახდებოდა. ასევე რუსები კიდევ უფრო ნაკლებად ელოდნენ, რომ ლუდმილასა და ვლადიმერ პუტინის ქორწინება 30 წლის შემდეგ დაინგრეოდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა.

ლუდმილა შკრებნევას მამა კალინინგრადის მექანიკური სარემონტო ქარხნის მუშა იყო, დედა მოლარე. ქალი მსახიობობაზე ოცნებობდა, ამიტომ სკოლაში თითქმის ყველა აქტივობაში მონაწილეობდა. ეს ყველაფერი რვა წელს გაგრძელდა, ამიტომ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ლუდმილა მომავალში მსახიობი გახდებოდა.

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვიტა თეატრალურ უნივერსიტეტში ეცადა ბედი, მაგრამ ბოლო გამოცდაზე ჩაიჭრა და შინ გულდაწყვეტილი დაბრუნდა. ოჯახმა გოგონა დაარწმუნა, რომ წელი არ დაეკარგა და მუშაობა დაეწყო. იმ პერიოდში ბევრი პროფესია შეიცვალა: მუშაობდა ფოსტაში, მედდად, პიონერთა სახლის დრამატული კლუბის ხელმძღვანელად და სტიუარდესადაც კი. მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მსახიობობაზე უარი ეთქვა და ფილოლოგია აირჩია.

ჯერ კიდევ ბორტგამცილებლად მუშაობისას ლუდმილა მეგობართან ერთად ლენინგრადში სამი დღით გაფრინდა, სადაც თეატრში მეგობრებმა 28 წლის ვლადიმერ პუტინი გააცნეს. სამი თვის შემდეგ, ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ პუტინი ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდშიც კი საშინელ დღეში აგდებდა ქალს.

"პაემანზე მე არასოდეს ვაგვიანებდი, მაგრამ ის ყოველთვის აგვიანებდა. საათნახევარი მაინც ველოდი ხოლმე. პირველი 15 წუთს ჩვეულებრივად ვუძლებდი, მაგრამ როდესაც 1 საათი გადიოდა, ტირილს ვიწყებდი“, - აღიარა ლუდმილამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

პუტინი არ ჩქარობდა მასზე დაქორწინებას. ეს გაცნობიდან სამი წლის შემდეგ მოხდა. „მივხვდი, რომ თუ კიდევ ორი-სამი წელი არ გავთხოვდები, არასოდეს გავთხოვდები, ”- ამბობდა ქალი.

1985 წელს წყვილს პირველი ქალიშვილი შეეძინა, რომლისთვისაც დედას სურდა, რომ ნატაშა დაერქმია. მამა დაჟინებით მოითხოვდა ბავშვისთვის მარია დაერქმიათ, საკუთარი დედის პატივსაცემად.

"ვიტირე, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა და ჩემი ქალიშვილი მაინც მაშა იქნებოდა, ”- განმარტა ლუდმილამ.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც წყვილი დრეზდენში დასახლდა, ​ქალს მეორე ქალიშვილი, ეკატერინა შეეძინა. პუტინი უკვე სახელმწიფოს პირველი პირი იყო და ამის შემდეგ მათი პირადი ცხოვრება სამუდამოდ დაიკეტა.

ლუდმილას ესმოდა, რომ მისი ქმრის კარიერულ კიბეზე ასვლა აუცილებლად შეცვლიდა მათ ოჯახურ ცხოვრებას, მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა ქმრის და მხარს უჭერდა, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტი გახდა.

განქორწინების მიზეზები

პირველი ლედის ამპლუა მისთვის კომფორტული აღმოჩნდა: ეწეოდა სოციალურ საქმიანობას, თან ახლდა ქმარს მივლინებებში, გახსნა რუსული ენის განვითარების ცენტრი, მაგრამ ქმრისგან ბევრს არაფერს ითხოვდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყენის მიზეზი არ ჰქონდა.

"გეგმებს აღარ ვაწყობ. როდესაც ასე ხდებოდა, ყოველთვის ყველაფერი იშლებოდა, ამ დროს საშინლად ვგრძნობდი თავს, ცუდად, შეურაცხყოფილად. შემდეგ მივხვდი, რომ იმედგაცრუებების თავიდან აცილების მარტივი გზა იყო, რომ გეგმები აღარ შემედგინა“, - თქვა ლუდმილა პუტინამ.

წყვილმა განქორწინების შესახებ ოფიციალურად 2013 წელს გამოაცხადა. ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ოფიციალურად დაასახელეს, ის იყო, რომ თითქოს ლუდმილას ფრენა არ უყვარდა და ვერ გაჰყვებოდა მეუღლეს ოფიციალურ ვიზიტებზე. ამ დროს ქალი წლების წინ სტიუარდესად მუშაობდა.

საიდუმლო ქორწილი

მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ ის აგრძელებს ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაციას და მათი ურთიერთობა იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ აპირებდა დაქორწინებას.

”იცით რა, ჯერ ჩემი ყოფილი მეუღლე, ლუდმილა ალექსანდროვნა უნდა გავათხოვო და მერე საკუთარ თავზე ვიფიქრო!” – ასე უთხრა პოლიტიკოსმა ჟურნალისტს 2014 წელს, როდესაც კითხვა პირად ცხოვრებაზე დაუსვეს.

წყვილის განქორწინება სენსაციად იქცა. 2016 წლის დასაწყისში ჟურნალისტებმა იპოვეს დოკუმენტები უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, სადაც ლუდმილა სხვა გვარით - ოჩერეტნაიათი იყო მოხსენიებული. არსებობდა ვარაუდი, რომ ყოფილი პირველი ლედის ქმარი ახლა უკვე ინტერპერსონალური კომუნიკაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი არტურ ოჩერეტნი გახდა.

2019 წლის დასაწყისში რუსულმა მედიამ გაავრცელა ექსკლუზიური ფოტოები ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც ადასტურებდა კავშირს ლუდმილა ალექსანდროვნასა და არტურ ოჩერეტნის შორის - ისინი ერთად გაფრინდნენ მოსკოვი-ლონდონის რეისით.

ამ თემაზე ლუდმილას კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია. ის პერიოდულად ჩნდება რუსულ მედიაში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგრამ დახურულია თემა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

წაიკითხეთ ასევე: