მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა" - ზელენსკი
"მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა" - ზელენსკი

მოს­კოვს კავ­კა­სი­ის ერე­ბი­სად­მი არა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა არ აქვს, ყა­ზა­ხეთ­სა და უზ­ბე­კეთს უკვე ეს­მით, რომ რუ­სეთს მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ეზი­ზღე­ბა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვილ­ნი­უს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რუ­სე­თი უკან და­ი­ხევს. ვერ შევ­ძლებთ ახლა კონ­კრე­ტუ­ლი დღის და­სა­ხე­ლე­ბას, თუ რო­დის მოხ­დე­ბა ეს. არ შეგ­ვიძ­ლია ახლა კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, თუ რო­გორ მოხ­დე­ბა ეს. მაგ­რამ ვი­ცით, რომ ეს მოხ­დე­ბა. იქ­ნე­ბა ასე­თი დღე. აუ­ცი­ლებ­ლად. პირ­ვე­ლი დღე ამ ომის შემ­დეგ. ჩვე­ნი დღე”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თი ვერ გაძ­ლებს თუ “მის ცე­მას გა­ვაგ­რძე­ლებთ.” რო­გორც ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა რომ და­ცე­მუ­ლი­ყო და დამ­დგა­რი­ყო “დღე უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ”, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, რათა ეს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

“რათა დამ­დგა­რი­ყო დღე მოლ­დო­ვის შემ­დეგ, ხოლო მერე დღე ბალ­ტი­ის შემ­დეგ, დღე პო­ლო­ნე­თის შემ­დეგ, ბევ­რი სხვას შემ­დეგ დღე… ყა­ზა­ხეთ­სა და უზ­ბე­კეთს უკვე ეს­მით, რომ რუ­სე­თი ზი­ზღით უყუ­რებს მათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. არა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა არ არის მოს­კოვ­ში კავ­კა­სი­ის ერე­ბი­სად­მი. მისი გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლია - ყვე­ლა­თი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. და ყვე­ლას­თვის სა­ხი­ფა­თოა ახლა ჩუ­მად ყოფ­ნა, სა­ხი­ფა­თოა მარ­ტოდ დარ­ჩე­ნა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
PS
0

შენი "პატივისცემა" გვახსოვს 2008-ში :((

ხაბე
3

რაო დახატილო ვეღარ დაგაფინანსებთო ?ცოტა ხანში მიჰასევით ხელს მოგაწერინებენ რუსეთთან ომის შეწყვეტაზე ტერიტორიების დათმობაზე შენ კი იზეიმებ მაგრები ვართ ორი წელი რუსეთს გავუძელით და კინაღამ მოვიგეთო 

ავტორი:

"მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა" - ზელენსკი

"მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა" - ზელენსკი

მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთს მათი დამოუკიდებლობა ეზიზღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველი დღე ამ ომის შემდეგ. ჩვენი დღე”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ვერ გაძლებს თუ “მის ცემას გავაგრძელებთ.” როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა რომ დაცემულიყო და დამდგარიყო “დღე უკრაინის შემდეგ”, რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ეს გაგრძელებულიყო.

“რათა დამდგარიყო დღე მოლდოვის შემდეგ, ხოლო მერე დღე ბალტიის შემდეგ, დღე პოლონეთის შემდეგ, ბევრი სხვას შემდეგ დღე… ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთი ზიზღით უყურებს მათ დამოუკიდებლობას. არანაირი პატივისცემა არ არის მოსკოვში კავკასიის ერებისადმი. მისი გულწრფელი სურვილია - ყველათი მანიპულირება. და ყველასთვის სახიფათოა ახლა ჩუმად ყოფნა, სახიფათოა მარტოდ დარჩენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.