ებრაელი მომღერალი და მსახიობი იდან ამედი ღაზაში ბრძოლის დროს მძიმედ დაშავდა. დაჭრილი ამედი ტელ ჰაშომერში შებას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას. ამედის მამა მედიასთან საუბარში ადასტურებს, რომ მისი შვილი მძიმედ დაშავდა, თუმცა დასძენს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იდანის ბიძაშვილი აიელეტი "ინსტაგრამის" საშუალებით სთხოვს ისრაელის საზოგადოებას, რომ მისი გამოჯანმრთელებისთვის ილოცონ.
ტელესერიალ "ფაუდას" ვარსკვლავი საბრძოლო-სარეზერვო სამუშაოს ასრულებდა, როცა დაიჭრა. ის საავადმყოფოში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გადაიყვანეს და გადაუდებელი და ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. ადგილობრივმა ჟურნალისტმა დასძინა, რომ "ადამიანები, რომლებიც მის მსგავს მდგომარეობაში გადაჰყავთ საავადმყოფოში, ძირითადად ახერხებენ გამოჯანმრთელებას".
გასულ კვირას ომის ფონზე ჩაწერილ ვიდეოში ამედი ისრაელის მოსახლეობას შიდა უთანხმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა:
"90-დღიანი ბრძოლის შემდეგ "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის რაკეტების გაშვების უბნების, სამეთაურო ობიექტების და მცირე რადიუსის რაკეტების გაშვების ობიექტების განადგურებას განვაგრძობთ. ჩემს რეზერვისტ ძმებს ვუერთდები და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ყველა მედიასაშუალებას და დანარჩენ მოსახლეობას: მათ, ვისაც კარგი არაფერი გაქვთ სათქმელი, უბრალოდ, პირი მოკუმეთ. ისრაელის ხალხი გადარჩება".
წყარო: timesofisrael
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს. აბა რუსი ვარსკვლავები დუბაიში და ბათუმში გამორბიან, ფრონტზე რომ არ გაუშვან. ამიტომ დაეცა რუსული სული და ნადგურდება ქვეყანა