მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შევძელი, ჩემი ემოცია, ფურცელზე გადმომეტანა" - ლელა კილაძის გამოფენა, რომელსაც ექსპრეზიდენტის შვილიშვილიც ესწრებოდა (ფოტოები)
"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შევძელი, ჩემი ემოცია, ფურცელზე გადმომეტანა" - ლელა კილაძის გამოფენა, რომელსაც ექსპრეზიდენტის შვილიშვილიც ესწრებოდა (ფოტოები)

"ბაღი, სა­დაც გა­დავ­რჩი" - ასე და­არ­ქვა ლელა კი­ლა­ძემ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც „რუმს ჰო­ტელ­ში“ გა­ი­მარ­თა. ქალი ამ­ბობს, რომ ხატ­ვა 2017 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჰქონ­და.

"2017 წელს და­ვი­წყე ხატ­ვა. თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ვარ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი მქონ­და - მაგ პე­რი­ოდ­ში პირ­ვე­ლად რომ შევ­ძე­ლი ჩემი ემო­ცია, შიგ­ნი­დან რაც მა­წუ­ხებ­და, ფურ­ცელ­ზე გად­მო­მე­ტა­ნა, მერე მივ­ხვდი, რომ ამის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდი, მა­შინ და­ვი­წყე ხატ­ვა. მას მერე სულ ვხა­ტავ. ეს არის ის სამ­ყა­რო, რაც მე მა­ინ­ტე­რე­სებს" - ამ­ბობს ლელა კი­ლა­ძე "ფორ­მუ­ლას­თან".

გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც 15 იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, უკვე ეწ­ვივ­ნენ ცნო­ბი­ლი სტუმ­რე­ბი, მათ შო­რის გახ­ლდათ ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო შე­ვარ­დნა­ძე. აქამ­დე ლელა და სოფო ერ­თად სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, უც­ნო­ბი იყო მათი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ.

გა­მო­ფე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ მისი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი - ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე, ლიკა ევ­გე­ნი­ძე, ვიკა კა­ლან­დია და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი. წყვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

ლელა კი­ლა­ძე წლე­ბია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, ამი­სი მი­ზე­ზი კი ქა­ლის ხმა­უ­რი­ა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაა. ლელა კი­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან გიგი უგუ­ლა­ვას­თან. მა­შინ გიგი თბი­ლი­სის მერი იყო და წყვი­ლის სკან­და­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და. და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გიგი უგუ­ლა­ვამ ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მა­შინ რე­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და ჭორი, რომ ლე­ლას გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ცო­ლად მიჰ­ყვე­ბო­და. მალე ისი­ნი ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მოჩ­ნდნენ და სა­ერ­თო შვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ.

ორი წლის წინ, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­კა­ვეს. მარ­თა­ლია, სა­სა­მარ­თლომ 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მაგ­რამ სა­პა­ტიმ­რო ოთხ თვე­ში და­ტო­ვა.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა. ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ლე­ლამ და გუ­კამ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლეს, მათი წყვი­ლი თით­ქოს ძვე­ლე­ბუ­რად ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, გუკა ხში­რად ჩა­დი­ო­და კი­ევ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­დის დას­რულ­და წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ცა­გა­რელს, მისი და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია 2014 წელს გავ­რცელ­და. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­სა და გი­ორ­გი ცა­გა­რელს და­შო­რე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ეს დრო­ე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბაა, თუმ­ცა წყვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თად ცხოვ­რობ­და. ორი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და.

ახლა ლელა და გი­ორ­გი ერ­თად არი­ან. წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს, ეს­წრე­ბი­ან კონცრ­ტებს და რეკ­ლა­მებ­შიც კი ერ­თად იღე­ბენ. ლელა კი­ლა­ძე მე­დი­ის­თვის დღემ­დე მი­უწ­ვდო­მელ პერ­სო­ნად რჩე­ბა, მას არა­სო­დეს უსა­უ­ბა­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მე­გობ­რე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­შიც კი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
5

როგორ მეცოდება ამის შვილები

 

თამაზი
3

ამის გამოფენა რომ გაიგო, პიკასო იმქვეყნად ბოღმით გასკდა თურმე. მნახველებიც მაგარი სასტავია, სულ ნარჩევი ნაცების ცოლები.

ამისი ახალი ბოიფრენდი აშკარად გერონტოფილია, დედისტოლა ქალებს რატო ირჩევს? კაი, ჯანდაბას, პირველმა სექსის ანაბანა ასწავლა, მაგრამ მეორე?

ავტორი:

"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შევძელი, ჩემი ემოცია, ფურცელზე გადმომეტანა" - ლელა კილაძის გამოფენა, რომელსაც ექსპრეზიდენტის შვილიშვილიც ესწრებოდა (ფოტოები)

"ძალიან რთული პერიოდი მქონდა და შევძელი, ჩემი ემოცია, ფურცელზე გადმომეტანა" - ლელა კილაძის გამოფენა, რომელსაც ექსპრეზიდენტის შვილიშვილიც ესწრებოდა (ფოტოები)

"ბაღი, სადაც გადავრჩი" - ასე დაარქვა ლელა კილაძემ პერსონალურ გამოფენას, რომელიც „რუმს ჰოტელში“ გაიმართა. ქალი ამბობს, რომ ხატვა 2017 წელს დაიწყო, როდესაც რთული პერიოდი ჰქონდა.

"2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა - მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს" - ამბობს ლელა კილაძე "ფორმულასთან".

გამოფენას, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება, უკვე ეწვივნენ ცნობილი სტუმრები, მათ შორის გახლდათ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე. აქამდე ლელა და სოფო ერთად საჯარო სივრცეში არ გამოჩენილან, უცნობი იყო მათი მეგობრობის შესახებ.

გამოფენას ესწრებოდნენ მისი უახლოესი მეგობრები - ალინა არველაძე, ლიკა ევგენიძე, ვიკა კალანდია და საყვარელი მამაკაცი გიორგი ცაგარელი. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.

ლელა კილაძე წლებია, რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ამისი მიზეზი კი ქალის ხმაურიანი პირადი ცხოვრებაა. ლელა კილაძეს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებიდან გიგი უგულავასთან. მაშინ გიგი თბილისის მერი იყო და წყვილის სკანდალური სიყვარულის შესახებ ქართული მედია ხშირად წერდა. დაშორების შესახებ ოფიციალურად გიგი უგულავამ ოცნების ხელისუფლების დროს, ციხეში ყოფნისას განაცხადა.

მაშინ რეალურად დადასტურდა ჭორი, რომ ლელას გუკა რჩეულიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა და ცოლად მიჰყვებოდა. მალე ისინი ერთად საზოგადოების წინაშე გამოჩნდნენ და საერთო შვილი თრინითი შეეძინათ.

ორი წლის წინ, გუკა რჩეულიშვილი მეუღლის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს. მართალია, სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საპატიმრო ოთხ თვეში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ციხის დატოვების შემდეგ, ლელამ და გუკამ თანაცხოვრება გააგრძელეს, მათი წყვილი თითქოს ძველებურად ბედნიერი ჩანდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გუკა ხშირად ჩადიოდა კიევში და სხვა ქალაქებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. როდის დასრულდა წყვილის ურთიერთობა, მედიისთვის უცნობია.

რაც შეეხება გიორგი ცაგარელს, მისი და ლიზა ბაგრატიონის ურთიერთობის შესახებ მედიაში ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ლიზა ბაგრატიონსა და გიორგი ცაგარელს დაშორებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამბობდნენ, რომ ეს დროებითი გატაცებაა, თუმცა წყვილი წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდა. ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ახლა ლელა და გიორგი ერთად არიან. წყვილი ხშირად მოგზაურობს, ესწრებიან კონცრტებს და რეკლამებშიც კი ერთად იღებენ. ლელა კილაძე მედიისთვის დღემდე მიუწვდომელ პერსონად რჩება, მას არასოდეს უსაუბარია პირად ცხოვრებაზე, მეგობრების სატელევიზიო ეთერშიც კი.