პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იაფად ვიყიდე მანქანა, მთლიანად გამოვშიგნე და..." - როგორ გამოიყურება მამუკა ღლონტის სახლი-მანქანა, ავეჯითა და ტექნიკით: ცნობილი პროდიუსერი ახალ "ახირებაზე"
"იაფად ვიყიდე მანქანა, მთლიანად გამოვშიგნე და..." - როგორ გამოიყურება მამუკა ღლონტის სახლი-მანქანა, ავეჯითა და ტექნიკით: ცნობილი პროდიუსერი ახალ "ახირებაზე"

ტე­ლეპ­რო­დი­უ­სერ მა­მუ­კა ღლონ­ტის უნა­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია. ცნო­ბი­ლია, რომ ის სა­ცხოვ­რებ­ლად ზღვის­პი­რეთ­ში, კაპ­რო­ვან­ში გა­და­სახ­ლდა, სა­დაც სა­კუ­თარ ეზო­ში, თა­ვი­სი პრო­ექ­ტით და ხე­ლით არა­ერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კო­ტე­ჯი აა­შე­ნა. ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ტუ­რისტს მას­პინ­ძლობს.

დაგ­ვი­წე­რია იმა­ზეც, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­მოგ­ზა­უ­როდ ევ­რო­პა­ში მო­ტო­ციკ­ლით მი­დის. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მე­უღ­ლეც თან ახ­ლავს ხოლ­მე. ამ­ჯე­რად, გა­და­წყვი­ტეს, სა­მოგ­ზა­უ­როდ უკვე სახ­ლი-მან­ქა­ნით გა­ემ­გზავ­რონ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­მუ­კა ღლონტმა ასე­თი სახ­ლი-მა­ქა­ნა თა­ვად შექ­მნა. ბოლო დე­ტა­ლე­ბი­ღა დარ­ჩა და ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა.

AMBEBI.GE მა­მუ­კა ღლონტს ესა­უბ­რა:

- ყო­ველ­თვის ვმოგ­ზა­უ­რობ მო­ტო­ციკ­ლით, შარ­შან მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნით ვი­მოგ­ზა­უ­რე, რო­მელ­შიც ელექტრო სკუ­ტე­რი და ელექტრო ვე­ლო­სი­პე­დი მქონ­და. გზებ­ზე სახ­ლი-მან­ქა­ნე­ბით მოგ­ზა­უ­რებს ხში­რად ვხვდე­ბით ხოლ­მე, ამი­ტომ, მე და ჩემს მე­უღ­ლე­საც მოგ­ვი­ვი­და იდეა, რომ რა­ღაც ასე­თი გვე­ცა­და. ოღონდ, ჯერ არ ვი­ცით, ამ ტი­პის მოგ­ზა­უ­რო­ბა მოგ­ვე­წო­ნე­ბა თუ არა, რად­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

მოკ­ლედ, ამ თე­მა­ზე გა­ვე­ცა­ნი მა­სა­ლებს, ინ­ფორ­მა­ცი­ებს, დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე და მივ­ხვდი, რომ მინ­დო­და ისე­თი მან­ქა­ნა (არა დიდი), რომ­ლი­თაც შევ­ძლებ­დი ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას (მა­ღა­ზია, კაფე, მუ­ზე­უ­მი) და­პარ­კინ­გე­ბას - ცენ­ტრში გა­და­ად­გი­ლე­ბას... სა­ბო­ლო­ოდ როცა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რა მინ­დო­და, ინ­ტერ­ნეტ­მა იმის რეკ­ლა­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, რა­საც ვე­ძებ­დი. სა­ერ­თოდ ხომ ასეა, ინ­ტერ­ნეტ­ში აქ­ტი­უ­რად რა­საც ეძებ, კი­თხუ­ლობ, უყუ­რებ, მერე თვი­თონ გთა­ვა­ზობს იმა­ვე ში­ნა­არ­სის რეკ­ლა­მას. მოკ­ლედ, "ფე­ის­ბუქ­მა“ სახ­ლი-მან­ქა­ნის რეკ­ლა­მა "ამო­აგ­დო“.

ეს იყო "მერ­სე­დეს-ბენ­ცის“ სპრინ­ტე­რი, საკ­მა­ოდ ძვე­ლი, 2005 წლის, რო­მე­ლიც პატ­რონს გა­და­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და. მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ ია­ფად (3.700 დო­ლა­რად) შე­ვი­ძი­ნე. ძა­ლი­ან კარ­გი მან­ქა­ნა აღ­მოჩ­ნდა. ამ თან­ხის მარ­ტო ელექტრო­ბა აქვს. მან­ქა­ნას სა­ხუ­რავ­ზე აქვს მზის "ბა­ტა­რეა", რო­მე­ლიც შიგ­ნით 220 ვოლტს იძ­ლე­ვა. მისი პატ­რო­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში წა­ვი­და და ამი­ტომ გა­ყი­და... მან­ქა­ნა შე­ძე­ნის შემ­დეგ მთლი­ა­ნად გა­მოვ­შიგ­ნე და ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გე­მო­ზე გა­ვა­კე­თე. ახ­ლაც მა­გა­ზე ვმუ­შა­ობ...

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მისი სა­ლო­ნი?

- არის დიდი სა­წო­ლი (2 მეტ­რი /მეტრ 70-ზე), მა­ცი­ვა­რი, ხელ­სა­ბა­ნი, პორ­ტა­ტუ­ლი გა­ზ­ქუ­რა, ტუ­ა­ლე­ტი, და­მა­ტე­ბით აკუ­მუ­ლა­ტო­რი, რო­მე­ლიც 220 ვოლტს იძ­ლე­ვა, რო­მელ­შიც ყვე­ლაფ­რის ჩარ­თვა შე­მიძ­ლია. ახლა ვფიქ­რობ, ეკ­რა­ნი რო­გორ გა­ვა­კე­თო. და­სა­კე­ცი მა­გი­დე­ბი, სკა­მე­ბი დას­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­შია. რა­ღა­ცე­ბი გა­მო­წე­რი­ლი მაქვს, ჩა­მოს­ვლას ვე­ლო­დე­ბი და ამ „სახ­ლში“ ასე ვსაქ­მი­ა­ნობ.

- რა არის ამ სახ­ლი-მან­ქა­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა?

- ამ ზო­მის მან­ქა­ნა, რო­გო­რიც ვი­ყი­დე, კომ­ფორ­ტის ზღვარ­ზეა, კი­დევ უფრო პა­ტა­რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს და დი­დე­ბიც არის, ცხა­დია, ბევ­რნა­ი­რი. ეს, რო­გორც ვთქვი, კომ­ფორ­ტის ზღვარ­ზეა და და­სა­პარ­კინ­გებ­ლად სტან­დარ­ტია. შიგ­ნით არ­ცთუ ისე დიდი ად­გი­ლია. მან­ქა­ნა სიგ­რძე­ში 6 მეტ­რამ­დეა, სი­გა­ნე­ში 180 სმ.

მის სა­ლონ­ში შე­მიძ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ვის­ვე­ნო, თუ და­ვიღ­ლე­ბი, და­ვი­ძი­ნო. ამის სა­პარ­კინ­გო ად­გი­ლი ევ­რო­პა­ში ავ­ტო­ბან­ზე რომ მი­დი­ხარ, ყველ­გა­ნაა და მა­ღალ დო­ნე­ზეა გა­მარ­თუ­ლი, თა­ვის ტუ­ა­ლე­ტით. ჩემი "სახ­ლით“ შე­მიძ­ლია, პი­რო­ბი­თად გავ­ჩერ­დე მად­რი­დის ცენ­ტრში, იქ, სა­დაც პარ­კინ­გია.

რო­დე­საც გა­რე­დან ჩანს, რომ სახ­ლი-მან­ქა­ნაა, პო­ლი­ცია უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევს, ჩვე­უ­ლებ­რივ პარ­კინგზე გა­ა­ჩე­რო. ამი­ტომ ახლა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ისეთ მან­ქა­ნას ყი­დუ­ლობს, რო­გო­რიც ჩე­მია, რო­მე­ლიც გა­რე­დან არ ჩანს, რომ სახ­ლი-მან­ქა­ნაა. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას რამ­დე­ნად მო­მე­წო­ნე­ბა...

თუ არ მო­მე­წო­ნა, არც ეგაა პრობ­ლე­მა, სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა ისე­დაც მინ­დო­და, რომ­ლი­თაც სხვა­დას­ხვა ტვირ­თის გა­და­სა­ზი­დად გა­მო­ვი­ყე­ნებ. ისე ავა­წყე, რომ დაშ­ლაც არ მო­მი­წევს. ასე რომ, ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა­საც შევ­ძლებ.

- მოგ­ზა­უ­რო­ბამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ემო­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ი­ტა­ნა?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­დაბ­მუ­ლად ვმუ­შა­ობთ და ერთი წელი რომ შეს­რულ­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ენერ­გი­ის­გან დაც­ლი­ლე­ბი ისე ვართ ხოლ­მე, რო­გორც აკუ­მუ­ლა­ტო­რი იც­ლე­ბა. მოგ­ზა­უ­რო­ბა კი ისე გვტე­ნის და გვტუმ­ბავს, რომ ისევ ენერ­გი­ით აღ­სავ­სე­ე­ბი ვხდე­ბით. თუკი რამე გა­სარ­თო­ბი და გან­სატ­ვირ­თი არ­სე­ბობს, მოგ­ზა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რა­მეა.

ახლა, ჩემი ვა­რა­უ­დით, მან­ქა­ნას ად­რე­ულ ზა­ფხულს, გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ელის გა­მოც­და. სად­მე ახ­ლოს, თურ­ქეთ­ში, რო­მე­ლი­მე სა­ზღვაო კუ­რორტზე გა­ვალთ და შევ­ხე­დავთ, თუ მოგ­ვე­წო­ნა, მე­ო­რე­დაც წა­ვალთ და უკვე დიდი ხნით. თუ არ მოგ­ვე­წო­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბის რო­მე­ლი­მე სხვა ფორ­მას ავირ­ჩევთ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
0

ძალიან კომფორტულია, ვისაც დაკვირვებული თვალი აქვა ჭერზეც აქვს ფანჯარა.ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მის ცოლთან ერთად მრავალი წელი.

ტ. ტ.
1

მამუკ, შენ, ძმაო, მისამართი შეგშლია - მაგარი ინჟინერი ყოფილხარ, უნიჭიერესი კაცი!!! რა საქმე გაქვს ტელევიზიასთან!? გადადი მაგ საქმეზე (სახლ-მანქანები) და შენც კარგად იქნები და ხალხიც! 

წარმატებები!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იაფად ვიყიდე მანქანა, მთლიანად გამოვშიგნე და..." - როგორ გამოიყურება მამუკა ღლონტის სახლი-მანქანა, ავეჯითა და ტექნიკით: ცნობილი პროდიუსერი ახალ "ახირებაზე"

"იაფად ვიყიდე მანქანა, მთლიანად გამოვშიგნე და..." - როგორ გამოიყურება მამუკა ღლონტის სახლი-მანქანა, ავეჯითა და ტექნიკით: ცნობილი პროდიუსერი ახალ "ახირებაზე"

ტელეპროდიუსერ მამუკა ღლონტის უნარების შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. ცნობილია, რომ ის საცხოვრებლად ზღვისპირეთში, კაპროვანში გადასახლდა, სადაც საკუთარ ეზოში, თავისი პროექტით და ხელით არაერთი საცხოვრებელი კოტეჯი ააშენა. ტურისტულ ბიზნესში ჩაერთო და წლის განმავლობაში უამრავ ტურისტს მასპინძლობს.

დაგვიწერია იმაზეც, რომ წელიწადში ერთხელ, აქტიური მუშაობის შემდეგ სამოგზაუროდ ევროპაში მოტოციკლით მიდის. ამ მოგზაურობაში მეუღლეც თან ახლავს ხოლმე. ამჯერად, გადაწყვიტეს, სამოგზაუროდ უკვე სახლი-მანქანით გაემგზავრონ. მნიშვნელოვანია, რომ მამუკა ღლონტმა ასეთი სახლი-მაქანა თავად შექმნა. ბოლო დეტალებიღა დარჩა და ყველაფერი მზად იქნება.

AMBEBI.GE მამუკა ღლონტს ესაუბრა:

- ყოველთვის ვმოგზაურობ მოტოციკლით, შარშან მსუბუქი მანქანით ვიმოგზაურე, რომელშიც ელექტრო სკუტერი და ელექტრო ველოსიპედი მქონდა. გზებზე სახლი-მანქანებით მოგზაურებს ხშირად ვხვდებით ხოლმე, ამიტომ, მე და ჩემს მეუღლესაც მოგვივიდა იდეა, რომ რაღაც ასეთი გვეცადა. ოღონდ, ჯერ არ ვიცით, ამ ტიპის მოგზაურობა მოგვეწონება თუ არა, რადგან რადიკალურად განსხვავებული არჩევანია.

მოკლედ, ამ თემაზე გავეცანი მასალებს, ინფორმაციებს, დიდხანს ვიმუშავე და მივხვდი, რომ მინდოდა ისეთი მანქანა (არა დიდი), რომლითაც შევძლებდი ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ადგილას (მაღაზია, კაფე, მუზეუმი) დაპარკინგებას - ცენტრში გადაადგილებას... საბოლოოდ როცა ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა, ინტერნეტმა იმის რეკლამა შემომთავაზა, რასაც ვეძებდი. საერთოდ ხომ ასეა, ინტერნეტში აქტიურად რასაც ეძებ, კითხულობ, უყურებ, მერე თვითონ გთავაზობს იმავე შინაარსის რეკლამას. მოკლედ, "ფეისბუქმა“ სახლი-მანქანის რეკლამა "ამოაგდო“.

ეს იყო "მერსედეს-ბენცის“ სპრინტერი, საკმაოდ ძველი, 2005 წლის, რომელიც პატრონს გადაკეთებული ჰქონდა. მოკლედ, საკმაოდ იაფად (3.700 დოლარად) შევიძინე. ძალიან კარგი მანქანა აღმოჩნდა. ამ თანხის მარტო ელექტრობა აქვს. მანქანას სახურავზე აქვს მზის "ბატარეა", რომელიც შიგნით 220 ვოლტს იძლევა. მისი პატრონი საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა და ამიტომ გაყიდა... მანქანა შეძენის შემდეგ მთლიანად გამოვშიგნე და ყველაფერი ჩემს გემოზე გავაკეთე. ახლაც მაგაზე ვმუშაობ...

- როგორ გამოიყურება მისი სალონი?

- არის დიდი საწოლი (2 მეტრი /მეტრ 70-ზე), მაცივარი, ხელსაბანი, პორტატული გაზქურა, ტუალეტი, დამატებით აკუმულატორი, რომელიც 220 ვოლტს იძლევა, რომელშიც ყველაფრის ჩართვა შემიძლია. ახლა ვფიქრობ, ეკრანი როგორ გავაკეთო. დასაკეცი მაგიდები, სკამები დასრულების პროცესშია. რაღაცები გამოწერილი მაქვს, ჩამოსვლას ველოდები და ამ „სახლში“ ასე ვსაქმიანობ.

- რა არის ამ სახლი-მანქანების უპირატესობა?

- ამ ზომის მანქანა, როგორიც ვიყიდე, კომფორტის ზღვარზეა, კიდევ უფრო პატარაც შეიძლება იყოს და დიდებიც არის, ცხადია, ბევრნაირი. ეს, როგორც ვთქვი, კომფორტის ზღვარზეა და დასაპარკინგებლად სტანდარტია. შიგნით არცთუ ისე დიდი ადგილია. მანქანა სიგრძეში 6 მეტრამდეა, სიგანეში 180 სმ.

მის სალონში შემიძლია ჩვეულებრივად დავისვენო, თუ დავიღლები, დავიძინო. ამის საპარკინგო ადგილი ევროპაში ავტობანზე რომ მიდიხარ, ყველგანაა და მაღალ დონეზეა გამართული, თავის ტუალეტით. ჩემი "სახლით“ შემიძლია, პირობითად გავჩერდე მადრიდის ცენტრში, იქ, სადაც პარკინგია.

როდესაც გარედან ჩანს, რომ სახლი-მანქანაა, პოლიცია უფლებას არ გაძლევს, ჩვეულებრივ პარკინგზე გააჩერო. ამიტომ ახლა მსოფლიოში ყველა ისეთ მანქანას ყიდულობს, როგორიც ჩემია, რომელიც გარედან არ ჩანს, რომ სახლი-მანქანაა. მოკლედ, ვნახოთ მოგზაურობისას რამდენად მომეწონება...

თუ არ მომეწონა, არც ეგაა პრობლემა, სოფელში ვცხოვრობ და სატვირთო მანქანა ისედაც მინდოდა, რომლითაც სხვადასხვა ტვირთის გადასაზიდად გამოვიყენებ. ისე ავაწყე, რომ დაშლაც არ მომიწევს. ასე რომ, ტვირთის გადაზიდვასაც შევძლებ.

- მოგზაურობამ წლების განმავლობაში რა ემოცია და გამოცდილება მოიტანა?

- მე და ჩემი მეუღლე წლის განმავლობაში, გადაბმულად ვმუშაობთ და ერთი წელი რომ შესრულდება, ფაქტობრივად, ენერგიისგან დაცლილები ისე ვართ ხოლმე, როგორც აკუმულატორი იცლება. მოგზაურობა კი ისე გვტენის და გვტუმბავს, რომ ისევ ენერგიით აღსავსეები ვხდებით. თუკი რამე გასართობი და განსატვირთი არსებობს, მოგზაურობა ყველაზე მაგარი რამეა.

ახლა, ჩემი ვარაუდით, მანქანას ადრეულ ზაფხულს, გაზაფხულის ბოლოს ელის გამოცდა. სადმე ახლოს, თურქეთში, რომელიმე საზღვაო კურორტზე გავალთ და შევხედავთ, თუ მოგვეწონა, მეორედაც წავალთ და უკვე დიდი ხნით. თუ არ მოგვეწონა, მოგზაურობის რომელიმე სხვა ფორმას ავირჩევთ...