ირანში გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან აფეთქების შედეგად ბოლო ცნობების მიხედვით, ასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის ცენტრალურ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
"აფეთქებები ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია“, - განუცხადა სახელმწიფო მედიას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.
"ჩვენი სწრაფი რეაგირების ჯგუფები დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებენ, მაგრამ ხალხის ჯგუფი გზებს ბლოკავს“, - განაცხადა ქერმანის პროვინციის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელმა, რეზა ფალაჰმა.
შეგახსენებთ, გენერალი ყასემ სულეიმანი 2020 წლის იანვარში აშშ-ის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა.
საფლავზე აფეთქება ქართველებისგან ისწავლეს, თუ პირიქით?..
ეგ ფაქტობრივად ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს, რსააც შეიძლება კატასტროფული გაგრძელება მოყვეს.