პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პალიტრა L-ი“ 2023 წელს აჯამებს - რა სიახლეებს ჰპირდება გამომცემლობა მკითხველს?
„პალიტრა L-ი“ 2023 წელს აჯამებს - რა სიახლეებს ჰპირდება გამომცემლობა მკითხველს?

ახალ წლამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო რჩე­ბა და რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი, ისე ბიზ­ნე­სიც აჯა­მებს უკვე გან­ვლილ 2023 წელს. სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­სახ­ვამ­დე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა მიღ­წე­ვე­ბით ვას­რუ­ლებთ გან­ვლილ პე­რი­ოდს და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვართ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უფრო ეფექ­ტი­ა­ნად ვი­ა­როთ ახა­ლი მიზ­ნე­ბის­კენ და გა­ვაგ­რძე­ლოთ გან­ვი­თა­რე­ბა.

რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ და რას ჰპირ­დე­ბა ის მკი­თხველს ახალ 2024 წელს ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძე:

2023 წელი იწუ­რე­ბა და ამ­დე­ნად, სა­ინ­ტე­რე­სოა, რითი იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს წელი „გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის­თვის“?

რო­გორც ყო­ველ­თვის, 2023 წე­ლიც ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბით, გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თა და სი­ახ­ლე­ე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. ეს წელი ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სებ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა: ჩვე­ნი ავ­ტო­რე­ბი ლუკა ბა­ქა­ნი­ძე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ 2023 წლის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „წლის პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი“, მათე ბა­ღაშ­ვილ­მა კი „წი­ნან­დლის პრე­მია“ მი­ი­ღო პრო­ზის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათე ბა­ღაშ­ვი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რაც კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს და მოწ­მობს იმას, რომ კონ­კურ­სი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ხელს უწყობს არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, არა­მედ ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და მათი წარ­მა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრას. წლე­ვან­დე­ლი წელი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „ნა­კა­დუ­ლი“ მი­ი­ღო ჩვენ­მა ორმა ავ­ტორ­მა თამ­რი ფხა­კა­ძემ წიგ­ნის­თვის "ბებე, მა­წან­წა­ლე­ბის უფ­ლის­წუ­ლი“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნი“ და თუთა ჯგუ­ში­ამ წინ­გის­თვის "კარ­გად ყოფ­ნის წე­სე­ბი“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი წიგ­ნი“. "კარ­გად ყოფ­ნის წე­სებ­მა“ ასე­ვე მი­ი­ღო "გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრე­მია 2023“ წლის სა­უ­კე­თე­სო ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნის­თვის (ილუსტრა­ტო­რი მა­რი­ამ პა­პუ­აშ­ვი­ლი).

ეს რაც შე­ე­ხე­ბა მიღ­წე­ვებ­სა და წარ­მა­ტე­ბებს. ახლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­ზეც გვი­ამ­ბეთ, რომ­ლე­ბიც გა­მომ­ცემ­ლო­ბამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა...

წელს გა­მო­ვე­ცით 80-ზე მეტი ახა­ლი უცხო­უ­რი თარ­გმა­ნი, 50-ზე მეტი ახა­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე და კლა­სი­კო­სი მწე­რა­ლი, 4 ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი სა­ბავ­შვო ავ­ტო­რი. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მრა­ვალ­მხრი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, რის­თვი­საც ყო­ველ­თვის მზად ვართ მი­ვი­ღოთ სი­ახ­ლე­ე­ბი და თა­ვა­დაც ვე­ძი­ოთ მკი­თხველ­თან მი­სას­ვლე­ლი ახალ-ახა­ლი გზე­ბი. ამ გზა­თა შო­რის, ვფიქ­რობთ, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის უკეთ გაც­ნო­ბაა, ამი­ტო­მაც მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას და ვუზ­რუნ­ველ­ვყოფთ მკი­თხვე­ლის მათ­თან შეხ­ვედ­რას. 2023 წელს ფორ­მა­ტი ცოტა შევ­ცვა­ლეთ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თა­ვად ვეს­ტუმ­რეთ საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რის სამ­შობ­ლოს. მოკ­ლედ, ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებ­სა და მკი­თხველ­თა გარ­კვე­ულ ჯგუფ­თან ერ­თად დავ­გეგ­მეთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ტურ­ნე ჩვე­ნი ავ­ტო­რის, ელიფ შა­ფა­ქის სამ­შობ­ლო­ში. შა­ფა­ქის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წიგნ­ში "სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი“ გვხვდე­ბა პო­ე­ტი­სა და სწავ­ლუ­ლის ჯა­ლალ ად-დინ რუ­მის ხაზი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ რუ­მის საფ­ლა­ვი მოგ­ვე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა კო­ნი­ა­ში და რად­გა­ნაც რუ­მის­თან დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და გურ­ჯი-ხა­თუნს, გი­დად ავარ­ჩი­ეთ მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი ავ­ტო­რია წიგ­ნი­სა "გურ­ჯი-ხა­თუ­ნი“. შე­იქ­მნა სრუ­ლი სი­ნერ­გია, 40 ადა­მი­ა­ნი წა­მო­ვი­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ში და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მეც­ნე­ბი­თი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­უბ­რე­ბით სავ­სე დღე­ე­ბი გვქონ­და.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ლო­გი­კუ­რია გკი­თხოთ, რო­გორ ხვდე­ბა „გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“ 2024 წელს და რა სი­ახ­ლე­ებს უნდა ვე­ლო­დოთ?

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს. სი­ახ­ლე­ე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი­თა და დიდი მიზ­ნე­ბით ვხვდე­ბით 2024 წელს. ჩვენ­მა ერ­თგულ­მა მკი­თხველ­მა უკვე იცის, რომ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ ახალ სე­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა. ეს გახ­ლავთ „15 წიგ­ნი 15 წლის შემ­დეგ“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 15 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც „გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა“ გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. მა­შინ მკი­თხველ­თა შო­რის გა­ი­მარ­თა მას­შტა­ბუ­რი გა­მო­კი­თხვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც შე­ირ­ჩა სწო­რედ ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. ეს გახ­ლდათ ბრი­ტა­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ანა­ლო­გი, იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­კი­თხვა გა­მო­ცე­მე­ბად რე­ა­ლიზ­და. ბრი­ტა­ნეთ­ში ყო­ველ 15 წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დგე­ბა სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი და სი­ე­ბი. და ახლა ჩვენც "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ გა­მო­ცე­მი­დან 15 წლის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­გო, რო­გო­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის, რო­მე­ლი ავ­ტო­რე­ბის გაც­ნო­ბა და წა­კი­თხვა სურს თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხველს, და ამ­ჯე­რა­დაც მათი სურ­ვი­ლი ხელ­შე­სა­ხებ რე­ა­ლო­ბად - წიგ­ნე­ბად გვექ­ცია. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ 15 წლის შემ­დეგ ამ ახალ სე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი 15 ავ­ტო­რის 15 რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. ასე რომ, სულ მალე ახა­ლი პრო­ექ­ტის "კი­დევ, 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა და­ი­წყე­ბა.

მკი­თხვე­ლის გა­მო­კი­თხვა და­ვი­წყეთ ზა­ფხულ­ში და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 30 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­მო­ვა და მკი­თხვე­ლი მის შე­ძე­ნას გა­მოს­ვლი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შეძ­ლებს.

რო­გო­რი იყო მკი­თხვე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტე­ბი­სად­მი და რო­გო­რია მისი როლი ამ უკა­ნას­კნელ­თა და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მო­ირ­ჩე­ვა ერ­თგუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლით. ჩვენ მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ მას­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს - სულ ცოტა, თვე­ში ერთხელ მა­ინც ვხვდე­ბით ახა­ლი წიგ­ნის წარ­დგე­ნის ფორ­მატ­ში. წელს აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ #BookTok წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა, ეს არის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­პუ­ლა­რუ­ლია TikTok პლატ­ფორ­მა­ზე და ამ ტრენ­დს ყვე­ლა ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ ტრა­დი­ცი­ულ, უკვე კარ­გად ნაც­ნობ გზებ­თან ერ­თად სი­ახ­ლე­ე­ბი მოვ­სინ­ჯოთ და აქაც მკი­თხვე­ლის გან­წყო­ბე­ბი და მისი რე­აქ­ცი­ე­ბი გვაძ­ლევს სტი­მულს და გვარ­წმუ­ნებს არ­ჩე­უ­ლი გზის მარ­თე­ბუ­ლო­ბა­ში. კი, ჩვენ ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მკი­თხვე­ლის სურ­ვი­ლებს და ამის მა­გა­ლი­თია ახა­ლი სე­რია „15 წიგ­ნი - 15 წლის შემ­დეგ“, რო­მე­ლიც სრუ­ლად მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი­თა და ტექ­სტე­ბით და­კომ­პლექტდე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

„პალიტრა L-ი“ 2023 წელს აჯამებს - რა სიახლეებს ჰპირდება გამომცემლობა მკითხველს?

„პალიტრა L-ი“ 2023 წელს აჯამებს - რა სიახლეებს ჰპირდება გამომცემლობა მკითხველს?

ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და როგორც თითოეული ჩვენგანი, ისე ბიზნესიც აჯამებს უკვე განვლილ 2023 წელს. სამომავლო გეგმების დასახვამდე, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რა მიღწევებით ვასრულებთ განვლილ პერიოდს და რა გამოწვევების წინაშე ვართ. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტიანად ვიაროთ ახალი მიზნებისკენ და გავაგრძელოთ განვითარება.

რა მნიშვნელოვანი ლიტერატურული, სოციალური თუ ბიზნეს პროექტები განახორციელა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ და რას ჰპირდება ის მკითხველს ახალ 2024 წელს ამის შესახებ დეტალურად საუბრობს „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე:

2023 წელი იწურება და ამდენად, საინტერესოა, რითი იყო გამორჩეული ეს წელი „გამომცემლობა „პალიტრა L-ისთვის“?

როგორც ყოველთვის, 2023 წელიც ახალი პროექტებით, გამოწვევებითა და სიახლეებით იყო დატვირთული. ეს წელი ლიტერატურულ კონკურსებში მიღწეული წარმატებებითაც გამორჩეული აღმოჩნდა: ჩვენი ავტორები ლუკა ბაქანიძე ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „წლის პროზაული კრებული“, მათე ბაღაშვილმა კი „წინანდლის პრემია“ მიიღო პროზის ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ მათე ბაღაშვილი გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“-ის გამარჯვებულია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს და მოწმობს იმას, რომ კონკურსი ,,გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის განვითარებას, არამედ ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენასა და მათი წარმატების მნიშვნელოვნად განსაზღვრას. წლევანდელი წელი საბავშვო ლიტერატურის მიმართულებითაც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მიიღო ჩვენმა ორმა ავტორმა თამრი ფხაკაძემ წიგნისთვის ,,ბებე, მაწანწალების უფლისწული“ ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი“ და თუთა ჯგუშიამ წინგისთვის ,,კარგად ყოფნის წესები“ ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური წიგნი“. ,,კარგად ყოფნის წესებმა“ ასევე მიიღო ,,გოგებაშვილის პრემია 2023“ წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნისთვის (ილუსტრატორი მარიამ პაპუაშვილი).

ეს რაც შეეხება მიღწევებსა და წარმატებებს. ახლა იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც გვიამბეთ, რომლებიც გამომცემლობამ წლის განმავლობაში დაგეგმა და განახორციელა...

წელს გამოვეცით 80-ზე მეტი ახალი უცხოური თარგმანი, 50-ზე მეტი ახალი ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი მწერალი, 4 ახალი თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გამომცემლობისთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი განვითარება, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ სიახლეები და თავადაც ვეძიოთ მკითხველთან მისასვლელი ახალ-ახალი გზები. ამ გზათა შორის, ვფიქრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქართველი მკითხველისთვის უცხოელი ავტორების უკეთ გაცნობაა, ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ მკითხველის რჩეული ავტორების ჩამოყვანას და ვუზრუნველვყოფთ მკითხველის მათთან შეხვედრას. 2023 წელს ფორმატი ცოტა შევცვალეთ და შეიძლება ითქვას, თავად ვესტუმრეთ საყვარელი ავტორის სამშობლოს. მოკლედ, ქართველი თანამედროვე ავტორებსა და მკითხველთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ ტურნე ჩვენი ავტორის, ელიფ შაფაქის სამშობლოში. შაფაქის ყველაზე პოპულარულ წიგნში ,,სიყვარულის 40 წესი“ გვხვდება პოეტისა და სწავლულის ჯალალ ად-დინ რუმის ხაზი, ამიტომ გადავწყვიტეთ რუმის საფლავი მოგვენახულებინა კონიაში და რადგანაც რუმისთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა გურჯი-ხათუნს, გიდად ავარჩიეთ მწერალი დათო ტურაშვილი. მოგეხსენებათ, დათო ტურაშვილი ავტორია წიგნისა ,,გურჯი-ხათუნი“. შეიქმნა სრული სინერგია, 40 ადამიანი წამოვიდა ლიტერატურულ ტურში და ერთი კვირის განმავლობაში შემეცნებითი და ლიტერატურული საუბრებით სავსე დღეები გვქონდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკურია გკითხოთ, როგორ ხვდება „გამომცემლობა პალიტრა L“ 2024 წელს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. სიახლეებით, საინტერესო პროექტებითა და დიდი მიზნებით ვხვდებით 2024 წელს. ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, რომ აქტიურად დავიწყეთ ახალ სერიაზე მუშაობა. ეს გახლავთ „15 წიგნი 15 წლის შემდეგ“. მოგეხსენებათ, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „გამომცემლობა პალიტრა L-მა“ გრანდიოზული პროექტის ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ განხორციელება დაიწყო. მაშინ მკითხველთა შორის გაიმართა მასშტაბური გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვითაც შეირჩა სწორედ ის წიგნები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში გამოიცა. ეს გახლდათ ბრიტანული პროექტის ანალოგი, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს შემთხვევაში გამოკითხვა გამოცემებად რეალიზდა. ბრიტანეთში ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ტარდება გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დგება სასურველი წიგნების რეიტინგი და სიები. და ახლა ჩვენც ,,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამოცემიდან 15 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორი ლიტერატურის, რომელი ავტორების გაცნობა და წაკითხვა სურს თანამედროვე მკითხველს, და ამჯერადაც მათი სურვილი ხელშესახებ რეალობად - წიგნებად გვექცია. სიმბოლურია, რომ 15 წლის შემდეგ ამ ახალ სერიაში გაერთიანებული იქნება მკითხველის რჩეული 15 ავტორის 15 რჩეული ნაწარმოები. ასე რომ, სულ მალე ახალი პროექტის ,,კიდევ, 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ წიგნების გამოცემა დაიწყება.

მკითხველის გამოკითხვა დავიწყეთ ზაფხულში და მასში მონაწილეობა 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. სერიის პირველი წიგნი 2024 წლის თებერვალში გამოვა და მკითხველი მის შეძენას გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად შეძლებს.

როგორი იყო მკითხველის დაინტერესება და აქტიურობა „პალიტრა L-ის“ პროექტებისადმი და როგორია მისი როლი ამ უკანასკნელთა დაგეგმვასა და განხორციელებაში?

გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოირჩევა ერთგული და აქტიური მკითხველით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მასთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს - სულ ცოტა, თვეში ერთხელ მაინც ვხვდებით ახალი წიგნის წარდგენის ფორმატში. წელს აქტიურად დავიწყეთ #BookTok წიგნების გამოცემა, ეს არის წიგნები, რომლებიც პოპულარულია TikTok პლატფორმაზე და ამ ტრენდს ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი ადევნებს თვალს. გამომცემლობაში მუდმივად ვცდილობთ ტრადიციულ, უკვე კარგად ნაცნობ გზებთან ერთად სიახლეები მოვსინჯოთ და აქაც მკითხველის განწყობები და მისი რეაქციები გვაძლევს სტიმულს და გვარწმუნებს არჩეული გზის მართებულობაში. კი, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მკითხველის სურვილებს და ამის მაგალითია ახალი სერია „15 წიგნი - 15 წლის შემდეგ“, რომელიც სრულად მკითხველის რჩეული ავტორებითა და ტექსტებით დაკომპლექტდება.

R