"ვაგნერის" ყოფილი ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის კოტეჯი, რომელიც გელენჯიკის მახლობლად მდებარეობს, რუს ბიზნესმენსა და Transmashholding-ის ყოფილ მფლობელს ანდრეი ბოკარევს გადაეცა. ბოკარევი 2023 წელს, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა სიაში მოხვდა.
Spark-ის მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, კოტეჯი მის 25 წლის შვილს, პაველს გადაეცა, ამჟამად კი იგი ბოკარევის მფლობელობაშია.
ანდრეი ბოკარევის ქონება 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა სიაში 47-ე ადგილს იკავებს. მისი ფინანსური ინტერესები კონცენტრირებულია მინერალების მოპოვებისა და დამუშავების, სამოქალაქო ინჟინერიის და იარაღის სფეროში.
57 წლის ანდრეი ბოჩაროვი გასული წლიდან გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო.
სხვათაშორის, გელენჯიკი არის რუსულიდან დამახინჯებული ფორმა სიტყვა გალენი ჯიხისა, რაც მეგრულად გარე ციხესიმაგრეს ნიშნავს.დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ. მაგალითად- წალენჯიხა, რაც გელენჯიკის მსგავსად, მეგრულად გაფუჭებულ ანუ აღებულ ციხესიმაგრეს ნიშნავს.
"57 წლის ანდრეი ბოჩაროვი გასული წლიდან გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო." კაი გვარიანი ნაგავია პრიგოჟინი კარგად მიაპალაჩეს და ეს ნაგავი სხვის აგარაკს დაეუფლა. ვნახოთ რა ელის. ამას თუ კაცი ქვია!? თუმცა ბლომად ექნება აგარაკები .. გეტირებათ დედა.