პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა, სხვა ხელოვანებსაც" - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს: რა მოხდა მწერალთა სახლში? (ვიდეო)
"ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა, სხვა ხელოვანებსაც" - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს: რა მოხდა მწერალთა სახლში? (ვიდეო)

გუ­შინ, 25 დე­კემ­ბერს, მწე­რალ­თა სახ­ლში კონ­კურ­სის - "მუზა" გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ უპი­რის­პირ­დე­ბა წუ­ლუ­კი­ანს სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს მწე­რა­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე.

"არა­ფერს აკე­თებთ, ეს არის ვაჭ­რუ­კა­ნა, ბურ­ჟუა მთავ­რო­ბა. ვა­ჭა­რი ხართ ეს მთავ­რო­ბა. დიახ, ეს გა­სა­გე­ბი უნდა იყოს კარ­გად. კარ­გად უნდა და­ი­მახ­სოვ­რო შენც, დო­ი­აშ­ვილ­საც უნდა შე­ეშ­ვა სა­ერ­თოდ, სხვა ხე­ლო­ვა­ნებ­საც უნდა შე­ეშ­ვა, კარ­გად უნდა და­ი­მახ­სოვ­რო ეს და ის­წავ­ლო ჭკუა.

იცი რას გე­ტყვი მე შენ? ბი­ძი­ნას გა­და­ე­ცი, მაგ მა­თხო­ვარს მა­გას, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე იფიქ­როს, მაგ ვაჭ­რუ­კა­ნას და "ბა­რი­გას", - მი­მარ­თა კა­კა­ბა­ძემ წუ­ლუ­კი­ანს დარ­ბა­ზი­დან და რო­გორც ვი­დე­ო­დან ჩანს, ღო­ნის­ძი­ე­ბა ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ:

"ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის რე­აქ­ცია მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ პრე­მია "მუზა" არ მი­ე­ნი­ჭა.

ვი­ნა­ი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, რომ ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ, მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ ჟი­უ­რიმ მას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "მუზა" არ მი­ა­ნი­ჭა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სა/ინ­სცე­ნი­რე­ბა", სკან­და­ლის მო­წყო­ბა სცა­და და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია მი­ნის­ტრი და სხვა პი­რე­ბი.

სა­მი­ნის­ტრო წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს იმ უხერ­ხუ­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ქცე­ვამ შე­უქ­მნა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას" - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წუკა
4

იკა შენ გენაცვალე გულში 

ვახტანგი -71
3

ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლება, ანუ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება საჯაროდ გამოთქვას საკუთარი აზრი...

თუმცა ამ დროს დაცული უნდა იყოს ელემენტალური კულტურა და ეთიკა, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას, უხამსობას, შეურაცხყოფას, ღირსების შელახვას და ა.შ.

ჩემი პირადი აზრით უდაოდ ნიჭიერ მწერალსა და პუბლიცისტს ირაკლი კაკაბაძეს არ ეკადრება ზედმეტად ემოციურად და უხამსოდ მოქცევა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა, სხვა ხელოვანებსაც" - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს: რა მოხდა მწერალთა სახლში? (ვიდეო)

"ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა, სხვა ხელოვანებსაც" - ირაკლი კაკაბაძე თეა წულუკიანს: რა მოხდა მწერალთა სახლში? (ვიდეო)

გუშინ, 25 დეკემბერს, მწერალთა სახლში კონკურსის - "მუზა" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოებაზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თეა წულუკიანი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება წულუკიანს სიტყვით გამოსვლის დროს მწერალი ირაკლი კაკაბაძე.

"არაფერს აკეთებთ, ეს არის ვაჭრუკანა, ბურჟუა მთავრობა. ვაჭარი ხართ ეს მთავრობა. დიახ, ეს გასაგები უნდა იყოს კარგად. კარგად უნდა დაიმახსოვრო შენც, დოიაშვილსაც უნდა შეეშვა საერთოდ, სხვა ხელოვანებსაც უნდა შეეშვა, კარგად უნდა დაიმახსოვრო ეს და ისწავლო ჭკუა.

იცი რას გეტყვი მე შენ? ბიძინას გადაეცი, მაგ მათხოვარს მაგას, რომ ახალგაზრდობაზე იფიქროს, მაგ ვაჭრუკანას და "ბარიგას", - მიმართა კაკაბაძემ წულუკიანს დარბაზიდან და როგორც ვიდეოდან ჩანს, ღონისძიება ამ სიტყვების შემდეგ დატოვა.

  • მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

"ირაკლი კაკაბაძის რეაქცია მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ პრემია "მუზა" არ მიენიჭა.

ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია "მუზა" არ მიანიჭა ნომინაციაში "წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება", სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები.

სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას" - ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: