გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.
სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აუუჰ, ლარსი უმოქმედოდაა?! არ დაკეტოთ არა! რუსი ვეღარ მარაგდება , თან საახალწლოდ ? საცოდავები, დაიმშევიან?! ევროპა და ამერიკა, შობაა, ახალი წელია, ცოდოებია რუსები ! მიეცით საახალწლოდ კორიდორი, ბოლოსდაბოლოს სამასზე მეტი პორტი აქვს, ორასი აეროპორტი, 600 საავტომობილო და სარკინიგზო გადასასვლელი ლარსის ბოთლენეკის გარდა და მიეც საშუალება ?!
აუუჰ, ლარსი უმოქმედოდაა? რუსი ვეღარ მარაგდება , თან საახალწლოდ ? საცოდავები, დაიმშევიან?! ევროპა და ამერიკა, შობაა, ახალი წელია, ცოდოებია რუსები ! მიეცით საახალწლოდ კორიდორი, ბოლოსდაბოლოს სამასზე მეტი პორტი აქვს, ორასი აეროპორტი, 600 საავტომობილო და სარკინიგზო გადასასვლელი ლარსის ბოთლენეკის გარდა და მიეც საშუალება ?!