აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა. მისი თქმით, არც ევროპას და არც ამერიკას არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ომის დაწყების რეალური საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ მეთიუ ბრაიზამ "იუთუბზე", პოლიტოლოგ გელა ვასაძის გადაცემაში - Новости Кавказа განაცხადა.
"საქართველოს მხარდაჭერა, რომ ის ნატოს წევრი გამხდარიყო, იყო პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკა, მისი განსაკუთრებული პოლიტიკა. რაც შეეხება ომს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა - საქმე ის არის, რომ რუსეთს უნდოდა ამ ომის პროვოცირება, რუსეთი ამ ომისთვის ემზადებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მახსოვს, 2004 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა ზურაბ ჟვანიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსული ჯავშანტექნიკა და ტანკები როკის გვირაბის გავლით გადმოვიდოდნენ სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში და მან გვთხოვა დახმარება - გაგვერკვია, რა ხდებოდა. ანუ ინტერვენციამდე 4 წლით ადრე რუსეთი უკვე ემზადებოდა. ვაშინგტონისა და ევროპელი პარტნიორების შეცდომა იყო ის, რომ ვერ იჯერებდნენ - რუსეთს თუ შეეძლო ომის დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე. მე მქონდა დავალება, რომ დამემშვიდებინა პრეზიდენტი სააკაშვილი. მახსოვს, გერმანიაში ვიყავით. იყვნენ ელჩები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ერთ საღამოს მათ ვუთხარი, - იცით, თუ ჩვენ ეხლა რეაგირება არ გვექნება იმაზე, რასაც რუსეთი გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები ომში, იმიტომ, რომ ომი აუცილებლად იქნება-თქო. ერთმა ადამიანმა ამ ჯგუფიდან ცალკე, პირისპირ მთხოვა გასაუბრება და მითხრა: "მეთ, შეიშალე? რუსეთი არ აპირებს ომს საქართველოში". "ჩემო მეგობარო, კი, რუსეთი ნამდვილად აპირებს ომს", - ვუპასუხე. ჩვენ დავუშვით უდიდესი შეცდომა. შეცდომა იყო ის, რომ რეაგირება არ მოვახდინეთ, ინფორმაცია არსებობდა, ნიშნებიც იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა დაგვეჯერებინა. ეს იყო საშინელი შეცდომა, ბოდიშს ვიხდი..."
კითხვაზე, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში უილიამ ბერნსი მემუარებში წერს, რომ ამერიკის ადმინისტრაციაში არ იყო ერთიანი პოზიცია, თუ როგორი რეაგირება უნდა მოეხდინათ. მეთიუ ბრაიზა პასუხობს:
" მე ვთანამშრომლობდი ელჩ ბერნსსთან (იმ პერიოდში აშშ-ის ელჩი რუსეთში) - ის ჩემი უფროსიც კი იყო, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით მოსკოვში, 1995 წელს. ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა იყო, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ და პუტინს არ დავანახეთ, რა რეაქცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა (ომს)... გააგრძელეთ კითხვა
პატივცემულ ბატონს, ნიკით „ქუთაისელი“!
გემახსოვრებათ, რომ 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან ორიოდე დღეში აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებაში დაისვა რიტორიკული კითხვა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: საქართველოს გულისთვის ამერიკამ რუსეთთან ომი უნდა დაიწყოსო?
ალბათ დაახლოებით ასეთი კითხვა გაჩნდება „ნატო“-ს დანარჩენ წევრ ქვეყნებთან მიმართებაშიც...
მაგრამ როგორ გადაწყვეტს აშშ-ის კონკრეტული პრეზიდენტი???
მაგალითად, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო თავისი აზრით საუკეთესო გადაწყვეტილება, ანუ აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს პროქსი (ჰიბრიდულ) ომს, რომელშიც ამერიკა ცოცხალ ძალად იყენებს უკრაინელებს და მათ მხარდამჭერებს...
ჩემი პროგნოზით შედეგები მომავალ წელს გამოჩნდება...
ზოგადად და მოკლედ რომ ითქვას მიმდინარეობს მსოფლიოს გადანაწილების სისხლიანი პროცესი...
თქვენს მიერ წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით: ინტერნეტში დევს საკმაოდ საინტერესო სტატიები. ერთ-ერთია ეკა ქევანიშვილის „NATO, მე-5 მუხლი და საქართველო: მოკლედ ყველაფერზე“.
ამონარიდი ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსიდან“ (Financial Times). „რა იქნება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს?“ (ავტორი - საიმონ კუპერი) : "თუ პუტინი ბალტიისპირეთში შეიჭრება, ნატო, დიდი ალბათობით, მათ დასახმარებლად ჯარს გაგზავნის, მაგრამ დიდი ხნით? როგორც კი რამდენიმე ათასი ევროპელი ჯარისკაცის ცხედარი სამშობლოში დაბრუნდება, დასავლელები განაცხადებენ, რომ მათ ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტი შეასრულეს და მოკავშირეს დაეხმარნენ, მაგრამ რადგანაც ჩვეულებრივი ომის ბირთვულ ომში გადაზრდის საფრთხე აშკარა გახდა და ეს არავის სურს, იძულებულნი ხდებიან, უკან დაიხიონ.