მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვს სკალპის 2/3 გადაუნერგეს - როგორია პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ბიჭუნას მდგომარეობა თითქმის 13-საათიანი ოპერაციის შემდეგ?
ბავშვს სკალპის 2/3 გადაუნერგეს - როგორია პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ბიჭუნას მდგომარეობა თითქმის 13-საათიანი ოპერაციის შემდეგ?

გუ­რი­ა­ში პიტ­ბუ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ლა­ზა­რეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც გუ­შინ "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ოპე­რა­ცია 12 სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და.

"ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ, იყო პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის მო­ცი­ლე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა შე­ა­ფა­სა ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­და­წყდა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ოპე­რა­ცია და­წყე­ბუ­ლია და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტარ­და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­აც, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა სტა­ბი­ლუ­რია და დღეს პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ. რო­გორც ექიმ­მა მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, ლა­ზა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კა­ნის გა­და­ნერგვა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო, რად­გან ბავ­შვის თა­ვის ქა­ლის დე­ფექ­ტი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო.

"რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ოპე­რა­ცი­ამ მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უკე­თე­სად ჩა­ი­ა­რა. სკალ­პის 2/3 არის გა­და­ნერ­გი­ლი ბავ­შვის სხე­უ­ლი­დან აღე­ბუ­ლი მა­სა­ლით... 48 სა­ა­თია კრი­ტი­კუ­ლი და შემ­დეგ 6 დღე. სი­ცხე­ე­ბი აქვს, მაგ­რამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია". - გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა "მთა­ვარ არხთან".

ორ კვი­რა­ში ლა­ზა­რეს მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ, რათა ძვლო­ვა­ნი დე­ფექ­ტი სრუ­ლად და­ი­ხუ­როს. შე­გახ­სე­ნებთ, ოზურ­გეთ­ში ლა­ზა­რე და მისი 6 წლის ძმა ძაღ­ლმა 16 დე­კემ­ბერს დაკბი­ნა.

  • სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და პა­ტა­რა ლა­ზა­რეს ვი­დეო კლი­ნი­კი­დან
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომელი ჯობია
1

ძაღლის დაძინება უმტკივნეულოდ რომელიც მაქსიმუმ თხუთმეტი წელი ცოცხლობს თუ ბავშვი რომელმაც ტრამვით და ოპერაციებით და ძაღლების შიშით უნდა იყოს მთელი ცხოვრება. ძაღლს მოვლა და პატრონობა ჭირდება და არა მარტო ძაღლი კარგიას ძახილი თუ გიყვართ და ყოლიობთ ისე უპატრონეთ სხვა არ დააზარალოს მეც მიყვარს მაგრამ მოვლის თავი რომ არ მაქვს არ ვყოლიობ დილით პარკით რომ გადივარ სამი ძაღლი მორბის რომ გამოგტაცოს ხელიდან ნაგავია შენი ნივთია არ ადარდებთ 

ნი
2

მალე გამოჯანმრთელება პატარა.საყვარელი ბავშვიაა😍😍😍

ავტორი:

ბავშვს სკალპის 2/3 გადაუნერგეს - როგორია პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ბიჭუნას მდგომარეობა თითქმის 13-საათიანი ოპერაციის შემდეგ?

ბავშვს სკალპის 2/3 გადაუნერგეს - როგორია პიტბულის დაკბენილი, 2 წლის ბიჭუნას მდგომარეობა თითქმის 13-საათიანი ოპერაციის შემდეგ?

გურიაში პიტბულის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც გუშინ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ოპერაცია 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

"ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დაზიანებული კანის მოცილება და გასუფთავება. დაზიანების დიდი მოცულობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი იყო. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა ბავშვის მდგომარეობა და გადაწყდა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაწყებულია და დასრულების შემდეგ დაბრუნდება ჩვენთან კლინიკაში“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარდა პლასტიკური ოპერაციაც, ბავშვის მდგომარეობა ახლა სტაბილურია და დღეს პალატაში გადაიყვანენ. როგორც ექიმმა მედიასთან აღნიშნა, ლაზარეს შემთხვევაში კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან ბავშვის თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

"როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაციამ მოსალოდნელზე უკეთესად ჩაიარა. სკალპის 2/3 არის გადანერგილი ბავშვის სხეულიდან აღებული მასალით... 48 საათია კრიტიკული და შემდეგ 6 დღე. სიცხეები აქვს, მაგრამ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". - განაცხადა დაშავებული ბავშვის ოჯახის ახლობელმა "მთავარ არხთან".

ორ კვირაში ლაზარეს მეორე ოპერაციას გაუკეთებენ, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს. შეგახსენებთ, ოზურგეთში ლაზარე და მისი 6 წლის ძმა ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა.

  • სოციალურ ქსელში გავრცელდა პატარა ლაზარეს ვიდეო კლინიკიდან