პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა - მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა - მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რი­ა­ში ძაღ­ლმა ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვის დროს, ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ერთ-ერთი, 2 წლის ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ის მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ „პიტ­ბუ­ლის“ ჯი­შის ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს და­ეს­ხა უფ­როს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მას და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ძაღ­ლი მე­ო­რე, ორი წლის ბავ­შვს და­ეს­ხა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, „პიტ­ბუ­ლის“ ჯი­შის ძაღ­ლი სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ამ­ჩნი­ეს. მა­თი­ვე თქმით, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა მთელ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არის და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს მო­უ­წო­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­რონ.

"ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. დაკბი­ნა კი არა, ერთს თა­ვის ქალა შეჭ­მუ­ლი აქვს. ვართ უფალ­ზე მინ­დო­ბი­ლი, არა­ვის იმე­დი არ გვაქვს. მთე­ლი სო­ფე­ლი ფეხ­ზე ვი­დე­ქით. ერთს უფ­როსს, ფეხ­ზე აქვს ნაკ­ბე­ნი. პა­ტა­რა თბი­ლის­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ოპე­რა­ცია უნდა გა­უ­კეთ­დეს, თუმ­ცა ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია. მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის პრობ­ლე­მა დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს და ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს ამ სა­კითხს. ქუ­ჩა­ში ვერ გა­მოვ­დი­ვართ ძაღ­ლე­ბის ში­შით“, - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა ირი­ნე მარ­გა­ლი­ტა­ძემ.

ოზურ­გე­თის მე­რი­ის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხურ­მა ძაღ­ლი, რო­მელ­მაც ორი ბავ­შვი დაკბი­ნა, დრო­ე­ბით თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოზურგეთის მერიას
1

ძაღლმა თქვენ ტერიტორიაზე დაკბინა ბავშვები,კითხვა იბადება ვინ არის პასუხისმგებელი,ყოფილი პატრონი რომელიც არ ვიცით ვინაა,თუ მერია სადაც ძაღლი თავს ისე გრძნობს როგორც სახლში და კბენს პატარა ბავშვებს,კანონი რომ კანონობდეს მერიაა პატრონი ოზურგეთის და ისაა ვალდებული ყველაფერი ზღოს.

...
3

მითხარით ბავშვების მშობელმა ძაღლი რომ მოკლას პასუხისგებაში მისცემენ? 

ავტორი:

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა - მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა - მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ „პიტბულის“ ჯიშის ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, „პიტბულის“ ჯიშის ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

"ორი ბავშვი დაკბინა. დაკბინა კი არა, ერთს თავის ქალა შეჭმული აქვს. ვართ უფალზე მინდობილი, არავის იმედი არ გვაქვს. მთელი სოფელი ფეხზე ვიდექით. ერთს უფროსს, ფეხზე აქვს ნაკბენი. პატარა თბილისშია გადაყვანილი. ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, თუმცა ბავშვი კონტაქტურია. მძიმე დაზიანება აქვს. მაწანწალა ძაღლების პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ყურადღება უნდა მიექცეს ამ საკითხს. ქუჩაში ვერ გამოვდივართ ძაღლების შიშით“, - განაცხადა ადგილობრივმა ირინე მარგალიტაძემ.

ოზურგეთის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ძაღლი, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა, დროებით თავშესაფარში გადაიყვანა.