პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე?
"ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში აღარ გავა გა­და­ცე­მა "გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქე". ეს ინ­ფორ­მა­ცია დათო გორ­გი­ლა­ძემ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" და­უ­დას­ტუ­რა. გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მი­ზე­ზად ფი­ნან­სუ­რი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და­ა­სა­ხე­ლა.

ლიკა ბა­სი­ლა­ია-შავ­გუ­ლი­ძე 2022 წლის მა­ი­სი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რია. ის ბორდში ოპო­ზი­ცი­ის კვო­ტით მოხ­ვდა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ არხზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ, მე­დი­ის­გან შე­ი­ტყო.

"გუ­შინ გვქონ­და ბორ­დის სხდო­მა. არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს ფი­ნან­სურ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე. მე და ლაშა ტუ­ღუშ­მა ბი­უ­ჯეტს მხა­რი არ და­ვუ­ჭი­რეთ, რად­გან მათ არ ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­თა­ნა­დოდ ბი­უ­ჯე­ტის ნა­რა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი, იყო სხვა სა­კი­თხე­ბიც, რის გა­მოც ხმა არ მი­ვე­ცით. ახლა ვი­გებ, რომ არ­ხის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­გარ გა­და­ცე­მას ხუ­რა­ვენ თურ­მე! - წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეს თავ­გა­სუ­ლო­ბა!"

"გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის" ბოლო გა­და­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 29 დე­კემ­ბერს გავა. რის შემ­დე­გაც ტე­ლე­ვი­ზი­ას და­ტო­ვებს, რად­გან არხს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა თუნ­დაც სხვა წამ­ყვა­ნად არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია. სა­კუ­თარ გა­და­ცე­მამ­დე გორ­გი­ლა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც იყო.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას კრი­ტი­კუ­ლად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა მისი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში დათო გორ­გი­ლა­ძის კრი­ტი­კულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ზა­ფხულ­ზე „აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის“ პრო­ტეს­ტის დროს, გორ­გი­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"გა­მარ­ჯო­ბა არ უთხრათ. ვი­საც გამ­ბე­და­ო­ბა გე­ყო­ფათ სა­ხე­ში მი­ა­ხა­ლეთ, რომ სინ­დის­გა­რე­ცხი­ლი, შუბ­ლზე ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. შე­არ­ცხვი­ნეთ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ სცა­დეთ. ქარ­თულ სუფ­რა­ზე თუ მათ­თან ერ­თად მოხ­ვდე­ბით, შე­სამ­ჩნე­ვად ადე­ქით და და­ტო­ვეთ იქა­უ­რო­ბა. ამას იმ­სა­ხუ­რებს ყვე­ლა, ვინც მაგ კა­ნონს მხარს და­უ­ჭერს. დრო ამას ისე­დაც იზამს, გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ აქე­დან­ვე და­ვი­წყოთ...“

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გორ­გი­ლა­ძის პოსტს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­გი­ო­ნუ­ლი მდი­ვა­ნი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან და­ვით გორ­გი­ლა­ძეს უსამ­შობ­ლო და აგენ­ტი ფა­შის­ტი უწო­და:

„6 დღის წინ და­გი­წე­რია, ვერ მო­გაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, შენ­ნა­ი­რი უსამ­შობ­ლო და აგენ­ტი ფა­შის­ტე­ბი ისე­დაც ვერ სხდე­ბი­ან ქარ­თვე­ლებ­თან, ჯიგ­რებ­თან, სამ­შობ­ლოს მოყ­ვა­რულ კა­ცებ­თან სუფ­რებ­ზე, არ იდარ­დოთ თქვენ მა­გა­ზე შენი და შენ­ნა­ი­რი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის უტ­რა­კო მეტ­რა­კე დე­დაც მოვ***ნ“, - წე­რად დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გა­და­ცე­მა „გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმბსუ­ბუ­ქე“ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 2021 წლის მა­ი­სი­დან გა­დი­ო­და. პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იყო. მას შემ­დეგ არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი სახე ჩა­წე­რა, მათ შო­რის უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და ის იშ­ვი­ა­თი რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ას არ წყა­ლო­ბენ. ვინ იქ­ნე­ბა გორ­გი­ლა­ძის უკა­ნას­კნე­ლი სტუ­მა­რი მა­უ­წყე­ბელ­ზე, 29 დე­კემ­ბერს გა­ვი­გებთ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

ძველი სატელევიზიო სპექტაკლები გვაჩვენეთ ხოლმე რა.

Maiam
1

როგორც ამ გადაცემის მაყურებელი და გულშემატკივარი ძალიან საწყენი ამ გადაცემის დახვრვა რატომ იხურებაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე?

"ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!" - რას წერს "საზმაუს" ბორდის წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვაზე?

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში აღარ გავა გადაცემა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". ეს ინფორმაცია დათო გორგილაძემ "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა. გადაცემის წამყვანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ არხის ხელმძღვანელობამ გადაცემის დახურვის მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე 2022 წლის მაისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. ის ბორდში ოპოზიციის კვოტით მოხვდა. სოციალურ ქსელში წერს, რომ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის დახურვის შესახებ, მედიისგან შეიტყო.

"გუშინ გვქონდა ბორდის სხდომა. არავის არაფერი უთქვამს ფინანსურ რესტრუქტურიზაციაზე. მე და ლაშა ტუღუშმა ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი სათანადოდ ბიუჯეტის ნარატიული ნაწილი, იყო სხვა საკითხებიც, რის გამოც ხმა არ მივეცით. ახლა ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! - წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!"

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. რის შემდეგაც ტელევიზიას დატოვებს, რადგან არხს თანამშრომლობის გაგრძელება თუნდაც სხვა წამყვანად არ შეუთავაზებია. საკუთარ გადაცემამდე გორგილაძე გარკვეული პერიოდი დილის გადაცემის წამყვანიც იყო.

სოციალურ ქსელში გადაცემის დახურვას კრიტიკულად ეხმაურებიან. წერენ, რომ შესაძლოა მისი გადაცემის დახურვა ბოლო პერიოდში დათო გორგილაძის კრიტიკულმა განცხადებებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ პროტესტის დროს, გორგილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. შეარცხვინეთ, რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ. ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა. ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს. დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ...“

მოგვიანებით გორგილაძის პოსტს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე გამოეხმაურა. მან დავით გორგილაძეს უსამშობლო და აგენტი ფაშისტი უწოდა:

„6 დღის წინ დაგიწერია, ვერ მოგაქციე ყურადღება, შენნაირი უსამშობლო და აგენტი ფაშისტები ისედაც ვერ სხდებიან ქართველებთან, ჯიგრებთან, სამშობლოს მოყვარულ კაცებთან სუფრებზე, არ იდარდოთ თქვენ მაგაზე შენი და შენნაირი მოღალატეების უტრაკო მეტრაკე დედაც მოვ***ნ“, - წერად დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმბსუბუქე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2021 წლის მაისიდან გადიოდა. პირველი რესპონდენტი ნიკოლოზ რაჭველი იყო. მას შემდეგ არაერთი ცნობილი სახე ჩაწერა, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები და ის იშვიათი რესპონდენტები, რომლებიც მედიას არ წყალობენ. ვინ იქნება გორგილაძის უკანასკნელი სტუმარი მაუწყებელზე, 29 დეკემბერს გავიგებთ.