აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ - ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას - გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს, - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მისთვის უცნობია, სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემენ თუ, არა.
"ჯერ არ ვიცი მბლოკავენ თუ არა, მე ძალიან ოპტიმისტი და იმედიანი ადამიანი ვარ, ამიტომ არ ვკარგავ იმედს.
როგორ გგონიათ, ყველაფერს არ ვკითხულობ და არ ვისმენ? არა მაქვს რეაქცია, რეაქცია არის, რომ დღეს უნდა ვიზეიმოთ, ყველა ერთად ვიყოთ, ამის ჩემი გამოხატულება არის ის, რომ აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ - ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას - გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რა გზავნილია მისი თავისუფლების მოედანზე მისვლა პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის, ოპოზიციისთვის, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "იგივე, რომ ჩვენ შეიძლება ვიდგეთ ერთმანეთთან, არ ვიზიარებდეთ ყველა პოლიტიკურ იდეას, მაგრამ ვიდგეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, მაგალითად, მე ახლა მოვუსმენ პრემიერს და ყველას, ვინც გამოვა“.
"ეს არის ევროპულობა და ეს ევროპულობა ნელ-ნელა შემოდის ჩვენთან, ამის ტრადიცია გვაქვს ძველი დროიდან, მერე შეიცვალა სხვადასხვა რეჟიმების დროს, მაგრამ ეს ტრადიციაც გვაქვს და უნდა დავიბრუნოთ, ამას ერქვა საქართველოში შემწყნარებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რას ეტყოდა ის პრემიერ-მინისტრს, უპასუხა, რომ "იქ ახლა ამის დრო არ არის და ასეთი დიალოგები შორიდან არ უნდა“.
კითხვაზე, დაპატიჟა თუ არა მან მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, დადებითი პასუხი გასცა. ასევე, კითხვაზე, უარიც არ მიუღია თუ არა მისგან, ზურაბიშვილმა უპასუხა - "არა“.
კონსტიტუცია, რომელშიც არა სწერია, რომ ის და მასში ცვლილებები ძალაში ურეფერენდუმოდ ვერ შევა, სადაც არა სწერია, რომ, თუ არჩევნებზე ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მოვა, ის არ შემდგარია , თუ მოსულთა ნახევარზე მეტი მოქმედი ხელისუფლების, ანუ უმრავლესობა უმცირესობის პარტიების წინააღმდეგ და იმ მესამე პარტიების სასარგებლოდ მისცემს ხმას, რომლებიც ბარიერს მიღმა აღმოჩნდებიან, ასეთი ხელისუფლება დათხოვნილია პოზიცია ოპოზიციიანად, რომ ამომრჩეველს საკანონმდებლო ინიციტივის უფლება აქვს, სადაც არა სწერია, რომ რეფერენდუმით კანონის, დეპუტატის და მთავრობის წევრის, ან მთლიანად ხელისუფლების გაწვევა, ვადამდელი არჩევნების მოწვევის უფლება აქვს, სადაც არა სწერია, რომ ხელისუფლება ვალდებულია გაამდიდროს ხალხი, თუ გააღარიბა პასუხს აგებს, სადაც არა სწერია, რომ პოლიციელი მოწმე ვერ იქნება და მოსამართლე ვადით არჩევითია,რომ თუ ახალი კანონი, ან ახალი კანონის რომელიმე ახალი ნორმა აუარესებს რიგითი მოქალაქის, გადასახადის გადამხდელის, მეწარმე ეკონომიკური საქმიანობის მქონე სუბიექტის მდგომარეობას, ის ძალაში მომავალი წლის ბოლოდან, ხოლო რომელიც აუმჯობესებს, დაუყოვნებლივ შედის ძალაში და გაუმჯობესებამდე მისი უვარგისობით მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ბიუჯეტიდან და არამართლზომიერი ნორმის შემმუშავებელ მიმღებების კერძო სახსრებისა და ქონების ხარჯზე, სადაც არა სწერია რომ აღმასრულებელი ხელისუფალი, სამართალდამცავ მაკონტროლებელი ორგანო, ისევე აგებს პასუხს, როგორც მის მიერ ინსპირირებული დარღვევის მართლა ჩამდენი, სადაც არა სწერია, რომ უარყოფითი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგის მომტანი ნორმის პროექტის შემუშავებაში, მიღებასა და აღსრულებაში მონაწილე პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოხელე, დეპუტატი სამშობლოს ღალატის მუხლით აგებს პასუხს-ეგეთი კონსტიტუცია პოლიტიკური გეტოს შინაგანაწესია!
ვახოს უერტდები . რუსეტუმე მთავრობა ძალიან ცუდ დღეში აღმოცნდა ახლა იწაწებიან ჩვენო გვინდოდაო სტატუსიო.. გავრილოვი დაავიწყდატ, რუსული კანონიდაავიწყდატ. მოკლედ მთავრობას არ უნდოდა, ეს ევროპაო ომში გვითრევსო!! ვინ ამბობდა! ახლა ყველაფერი გადაყლაპეს ჩალის ფასის სტატუსზე ყელყელაობენ, სამარცხვინოები. სალომეს კიდეც ვულოცავ, მაგათ რომ არ მოწონთ. რათ უნდა მაგათი მოწონება, თავში იხალონ.