კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს

"ეროვ­ნულ - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ (NDI)“ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 22-22%-ის აზ­რით, ად­გი­ლობ­რი­ვი დო­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბი და გზე­ბია.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი­სი­სა და პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს.

ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 68%-ს ქუ­ჩის/უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბის პრობ­ლე­მა აწუ­ხებს, 27%-ს არ აწუ­ხებს, 4% კი ამ­ბობს, რომ მის უბან­ში უპატ­რო­ნო/ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი არ არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­მოს დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს, გა­მო­კი­თხულ­თა 42% ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბაა, 23%-ის აზ­რით, საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, 18% კი ამ­ბობს, რომ და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, კვლე­ვის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ისე­თი პო­ლი­ტი­კი­სა და მმარ­თვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­ში 14 ოქ­ტომ­ბრი­დან 4 ნო­ემ­ბრამ­დე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტა­რე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით პი­რის­პი­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს ემ­ყა­რე­ბა (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა სულ 2,068 დას­რუ­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უს მო­ი­ცავს. სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი კვლე­ვა­ში +/- 2,2 პრო­ცენ­ტია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინელი
0

შებინდდება თუ არა ქუჩაში გასვლა გვეშინია,90-იანები დაბრუნდა,ოღონდ მაშინ მხედრიონის გვეშინოდა ეხლა კი ძაღლების !

თბილისელი
13

ცოტაც და გაუშვებენ ამ ძაღლებს სამტრედიაში და ამოისუნთქებს ქალაქი

ავტორი:

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს

"ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22-22%-ის აზრით, ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები უსახლკარო ცხოველები და გზებია.

კვლევის მიხედვით, უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას აწუხებს.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს, 27%-ს არ აწუხებს, 4% კი ამბობს, რომ მის უბანში უპატრონო/ქუჩის ძაღლები არ არიან.

რაც შეეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ყველაზე მწვავე ჰაერის დაბინძურებაა, 23%-ის აზრით, საკვების უსაფრთხოება, 18% კი ამბობს, რომ დანაგვიანება.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.