პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა - პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს" -კახა კალაძე
"გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა - პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს" -კახა კალაძე

გი­ორ­გი ვა­შა­ძეს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა არის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა, რე­ფორ­მა, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და თუნ­დაც, რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ქა­ლაქ­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს, ამა­ზე სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, სატ­რან­სპორ­ტო რე­ფორ­მე­ბის ნა­წილ­ში ისი­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიყ­ვე­ბი­ან იმ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მელ­თაც ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ.

"არ შე­მიძ­ლია გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბას არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს, ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მი­თი­თე­ბებს რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ამას გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი, სიც­რუ­ეა, ამის შემ­დეგ ის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ვი­და და კი­დევ უფრო მეტი სი­სუ­ლე­ლე ილა­პა­რა­კა, ვიდ­რე წინა დღე­ებ­ში. ამ თე­მით პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა არა­ვის პო­ზი­ტივს არ მო­უ­ტანს, ამა­ში მერ­წმუ­ნეთ. გი­ორ­გი ვა­შა­ძეს წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს რა არის სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა, რე­ფორ­მა, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და თუნ­დაც, რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ ქა­ლაქ­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს, სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. მგო­ნია, რომ პო­ლი­ტი­კოს­მა არც უნდა იცო­დეს დე­ტა­ლებ­ში, არც მე არ ვი­ცო­დი, არც თქვენ არ იცო­დით, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ჩვენ­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, მსოფ­ლიო დო­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, ასე­თი რე­ფორ­მე­ბი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ და მათ მივ­ყვე­ბით თან­მიმ­დევ­რუ­ლად. ახალს არა­ფერს ვი­გო­ნებთ და ვერ გა­მო­ვი­გო­ნებთ, უბ­რა­ლოდ, რაც გა­კე­თე­ბუ­ლია ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში და დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა იყო, რა თქმა უნდა, მივ­ყვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ღე­ბა პრობ­ლე­მა არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა, ეს არ­გუ­მენ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს. კა­ლა­ძის თქმით, ისი­ნი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად არი­ან, მაგ­რამ პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი "კარ­გს არა­ვის მო­უ­ტანს“.

"თბი­ლი­სი სპე­ცი­ფი­კუ­რია თა­ვი­სი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ღა­ცე­ბის გად­მო­კო­პი­რე­ბა, რო­გორც სხვა, დიდ­მა ქა­ლა­ქებ­მა გა­ა­კე­თეს, მაგ­რამ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა რე­ლი­ე­ფუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ქა­ლაქ­ში, მაქ­სი­მუ­მი კეთ­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბაა, რომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს, ამის­თვის ახა­ლი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მოგ­ვყავს, რომ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა შევ­ძლოთ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე ად­გილ­ზე, ამი­ტომ კეთ­დე­ბა სა­ავ­ტო­ბუსო გზე­ბი. მე­გობ­რე­ბო, თუ იცით რამე და­მა­ტე­ბით, რა­საც ჩვენ არ ვა­კე­თებთ, გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ესეც გვი­თხა­რით, არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს არც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, არც შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ღე­ბა, არ გვაქვს ამის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა, ეს ქა­ლა­ქი ხომ ყვე­ლა­სია, ვშრო­მობთ, ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ ხვა­ლინ­დე­ლი თბი­ლი­სი კი­დევ უფრო უკე­თე­სი იყოს, კი­დევ უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­მარ­თუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, უბ­რა­ლოდ სხვა­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა და თი­თის გაშ­ვე­რა - ის არ აკე­თებს, აზ­რზე არ არი­ან, არ იცი­ა­ნო - კარ­გი, თქვენ თუ იცით, გვი­თხა­რით და გა­ვა­კე­თებთ, ოღონდ, ეს არ­გუ­მენ­ტებ­ზე და კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს და არა ისე, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნია, ასე არ არის, რად­გან ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი, დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი უდ­გას უკან, შე­უც­დო­მე­ლი არა­ვი­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ჩვენც მოგ­ვდის შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ თუ იცით ასე­თი რამე, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხით გაქვთ და ამ ყვე­ლაფ­რის მო­წეს­რი­გე­ბას შევ­ძლებთ... 650 000 ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში პი­კის სა­ა­თის დროს, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა ციფ­რია? 2012 წლამ­დე თბი­ლის­ში 180 000-მდე ავ­ტო­მო­ბი­ლი და­დი­ო­და, ხში­რად გვეს­მის, მო­საზ­რე­ბე­ბი, რა­ტომ ამ­დე­ნი სა­ავ­ტო­ბუსო ზო­ლიო, ეს კი­დევ ძა­ლი­ან ცო­ტაა, რაც არის გა­კე­თე­ბუ­ლი, კი­დევ უფრო მეტი გა­კეთ­დე­ბა. დღეს, თუ სა­ცო­ბია კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ებ­ზე, იქაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტიც დგას, ამი­ტომ გვინ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ზო­ლე­ბი იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გან ავ­ტო­ბუსს, მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავს, გვინ­და კომ­ფორ­ტუ­ლი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ ყვე­ლას­თვის და ადა­მი­ანს გა­ჩე­რე­ბა­ზე 20-30 წუთი არ უწევ­დეს დგო­მა და გა­და­ჭე­დი­ლი არ იყოს ავ­ტო­ბუ­სე­ბი, ამი­ტომ პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლი გვაქვს, ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ.

ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მზად ვართ, მაგ­რამ პო­პუ­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კარ­გს არა­ვის მო­უ­ტანს, ამა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­წე­რა არ ვიცი... იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტყუ­ი­ლე­ბი, სიც­რუე ელა­პა­რა­კოთ, გა­მოხ­ვი­დე ერთი სი­სუ­ლე­ლე თქვა, მე­ო­რე დღეს გა­მო­დი­ხარ, თით­ქოს, რა­ღა­ცე­ბი უნდა წარ­მო­ად­გი­ნო, კი­დევ უფრო მეტ სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ, თუ აზ­რის გა­მო­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაქვთ, რა წე­რია იქ, რაც წარ­მო­ად­გი­ნეთ, ეს უკვე თქვე­ნი პრობ­ლე­მაა, ამა­ში დახ­მა­რე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მი­ჭირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია
25

ჭიჭეს ამბავი გასაგებია, მაგრამ თქვენი სატრანსპორტო პოლიტიკით გაბედნიერებული თბილისელების ლოცვების გამო მინდა თქვენს დედებს გამძლეობა უსურვო

ნიკა
3

სამაგიეროდ იცის, როგორ დაბეჭდოს ყალბი პირადობები.

ავტორი:

"გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა - პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს" -კახა კალაძე

"გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა - პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს" -კახა კალაძე

გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, ამაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, სატრანსპორტო რეფორმების ნაწილში ისინი თანმიმდევრულად მიყვებიან იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ.

"არ შემიძლია გიორგი ვაშაძის განცხადებას არ გამოვეხმაურო იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მითითებებს რეფორმასთან დაკავშირებით არ ვითვალისწინებთ. ამას გავეცი პასუხი, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუეა, ამის შემდეგ ის ხელმეორედ გამოვიდა და კიდევ უფრო მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში. ამ თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის პოზიტივს არ მოუტანს, ამაში მერწმუნეთ. გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს. მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალებში, არც მე არ ვიცოდი, არც თქვენ არ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო დონის კომპანიები არიან, ასეთი რეფორმები გაუკეთებიათ, ასეთი პროექტები განუხორციელებიათ და მათ მივყვებით თანმიმდევრულად. ახალს არაფერს ვიგონებთ და ვერ გამოვიგონებთ, უბრალოდ, რაც გაკეთებულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში და დიდ ქალაქებში, სადაც ანალოგიური პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, მივყვებით“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, შენიშვნების მიღება პრობლემა არ წარმოადგენს, თუმცა, ეს არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. კალაძის თქმით, ისინი ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, მაგრამ პოპულისტური განცხადებები "კარგს არავის მოუტანს“.

"თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან გამომდინარე, შეუძლებელია რაღაცების გადმოკოპირება, როგორც სხვა, დიდმა ქალაქებმა გააკეთეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა რელიეფური მდგომარეობა გვაქვს ქალაქში, მაქსიმუმი კეთდება, ერთადერთი მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობაა, რომ ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული იყოს, ამისთვის ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები შემოგვყავს, რომ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ამიტომ კეთდება საავტობუსო გზები. მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, გასაკეთებელია, ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა, არც შენიშვნების მიღება, არ გვაქვს ამის არანაირი პრობლემა, ეს ქალაქი ხომ ყველასია, ვშრომობთ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს, კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა - ის არ აკეთებს, აზრზე არ არიან, არ იციანო - კარგი, თქვენ თუ იცით, გვითხარით და გავაკეთებთ, ოღონდ, ეს არგუმენტებზე და კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა ისე, რომ ვიღაცას რაღაც წარმოუდგენია, ასე არ არის, რადგან ყველა გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევები, დაკვირვებები უდგას უკან, შეუცდომელი არავინაა, შეიძლება ჩვენც მოგვდის შეცდომები, მაგრამ თუ იცით ასეთი რამე, ჯადოსნური ჯოხით გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ... 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს, წარმოგიდგენიათ რამხელა ციფრია? 2012 წლამდე თბილისში 180 000-მდე ავტომობილი დადიოდა, ხშირად გვესმის, მოსაზრებები, რატომ ამდენი საავტობუსო ზოლიო, ეს კიდევ ძალიან ცოტაა, რაც არის გაკეთებული, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. დღეს, თუ საცობია კონკრეტულ ლოკაციებზე, იქაც ჩვეულებრივად, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დგას, ამიტომ გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი ზოლები იყოს გამოყენებული, რადგან ავტობუსს, მიკროავტობუსს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს, გვინდა კომფორტული, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის და ადამიანს გაჩერებაზე 20-30 წუთი არ უწევდეს დგომა და გადაჭედილი არ იყოს ავტობუსები, ამიტომ პროექტებს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ.

ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს, ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა არ ვიცი... იმის საშუალებას არავის მივცემთ, რომ საზოგადოებას ტყუილები, სიცრუე ელაპარაკოთ, გამოხვიდე ერთი სისულელე თქვა, მეორე დღეს გამოდიხარ, თითქოს, რაღაცები უნდა წარმოადგინო, კიდევ უფრო მეტ სისულელეს ამბობ, თუ აზრის გამოტანის შესაძლებლობა არ გაქვთ, რა წერია იქ, რაც წარმოადგინეთ, ეს უკვე თქვენი პრობლემაა, ამაში დახმარება ნამდვილად გამიჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

ასევე იხილეთ: