პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისოლ ჯგუფმა" დღეს ერთდროულად "საბვეის" კიდევ 3 რესტორანი გახსნა
"ვისოლ ჯგუფმა" დღეს ერთდროულად "საბვეის" კიდევ 3 რესტორანი გახსნა

„ვი­სოლ ჯგუფ­მა“ თბი­ლის­ში, ი.ჭავ­ჭა­ვა­ძის გა­ზი­რის #37-ში, კოტე აფხა­ზის ქუჩა #11-სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბულ „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში „საბ­ვე­ის“ კი­დევ 3 რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. „საბ­ვე­ის­თან“ - სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თან მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც ხელი გა­სულ თვე­ში მო­ე­წე­რა, “ვი­სოლ ჯგუ­ფი” მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში 80 “საბ­ვე­ის” რეს­ტო­რანს გახ­სნის. “ვი­სოლ ჯგუ­ფის“ ქოლ­გის ქვეშ დღეს უკვე 6 „საბ­ვე­ის“ რეს­ტო­რა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და წლის ბო­ლოს­თვის ეს რი­ცხვი 13 რეს­ტო­რანს მი­აღ­წევს.

“„ვი­სოლ ჯგუ­ფი“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბიზ­ნეს ჯგუ­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მსხვი­ლი გლო­ბა­ლუ­რი ბრენ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია უზ­რუნ­ველ­ყოფს. „საბ­ვე­ის“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბის სა­წყი­სია. სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია კი, რო­მელ­საც „საბ­ვე­ის“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ვი­ღებთ, კი­დევ უფრო მეტ პო­ზი­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქარ­თულ ბიზ­ნეს­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე.“ აცხა­დებს „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე.

„ვი­სოლ ჯგუ­ფი“ დღეს­დღე­ო­ბით „ვენ­დი­სა“ და „დან­კი­ნის“ 100-ზე მეტ ამე­რი­კულ რეს­ტო­რანს მარ­თავს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. „საბ­ვე­ის­თან“ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­სნი­ლი 80 ახა­ლი ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნით, „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უკვე 200-ზე მეტი რეს­ტორ­ნის ოპე­რი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და ინ­დუსტრი­ის უპი­რო­ბო ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას კი­დევ უფრო გა­იმ­ყა­რებს. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი, “ვი­სოლ ჯგუ­ფის” მარ­ტო სა­რეს­ტორ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით 3000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის.

„“საბ­ვე­ის“ გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია 1965 წლი­დან იწყე­ბა. დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი 37000-ზე მეტი რეს­ტორ­ნით და სწრა­ფი კვე­ბის სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ “საბ­ვე­ის­თან” ერ­თად სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს ხა­რის­ხის, ჯან­სა­ღი და ახალ­მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის კუ­თხით. შე­სა­ბა­მი­სად, „ვი­სოლ ჯგუფ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით „საბ­ვე­ის“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სენდვი­ჩე­ბი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი მიმ­ზიდ­ვე­ლი ერ­გო­ნო­მი­კის მქო­ნე რეს­ტორ­ნებ­ში, სა­დაც ასო­ბით ახალ სა­მუ­შაო ად­გილს შევ­ქმნით“, აცხა­დებს “ვენ­დის”, “დან­კი­ნი­სა” და “საბ­ვე­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი მშვილ­და­ძე.

„საბ­ვე­ის“ ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წე­ლი­წად­ში მი­ლი­არდ ადა­მი­ანს მას­პინ­ძლო­ბენ, ყო­ველ­დღი­უ­რად 5 მი­ლი­ო­ნი უგემ­რი­ე­ლე­სი სენდვი­ჩით. „საბ­ვე­ის“ ქარ­თულ რეს­ტორ­ნე­ბი საყ­ვა­რე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აწყო­ბი­ლი სენდვი­ჩე­ბის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კუ­ლი­ნა­რე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის მიქ­სით შექ­მნილ მზა შე­თა­ვა­ზე­ბებ­საც ახ­ვედ­რებს, რომ „საბ­ვე­ი­ში“ სტუმ­რო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბად უქ­ცი­ოს სტუ­მარს, ვი­საც ჯან­სა­ღი და გემ­რი­ე­ლი მე­ნი­უს მირ­თმე­ვა სწრა­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბით სურს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვისოლ ჯგუფმა" დღეს ერთდროულად "საბვეის" კიდევ 3 რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" დღეს ერთდროულად "საბვეის" კიდევ 3 რესტორანი გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში, ი.ჭავჭავაძის გაზირის #37-ში, კოტე აფხაზის ქუჩა #11-სა და ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრში „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა. „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი გასულ თვეში მოეწერა, “ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში 80 “საბვეის” რესტორანს გახსნის. “ვისოლ ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ დღეს უკვე 6 „საბვეის“ რესტორანი ფუნქციონირებს და წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 13 რესტორანს მიაღწევს.

“„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს. „საბვეის“ ქსელის განვითარება საქართველოში „ვისოლ ჯგუფის“ ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების საწყისია. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც „საბვეის“ ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე.“ აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვისოლ ჯგუფი“ დღესდღეობით „ვენდისა“ და „დანკინის“ 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს მართავს მთელი საქართველოს მასშტაბით. „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით, „ვისოლ ჯგუფი“ რამდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის ოპერირებას განახორციელებს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს. ზემოაღნიშნული, “ვისოლ ჯგუფის” მარტო სარესტორნო მიმართულებით 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.

„“საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. ჩვენ “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით“, აცხადებს “ვენდის”, “დანკინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.

„საბვეის“ ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ, ყოველდღიურად 5 მილიონი უგემრიელესი სენდვიჩით. „საბვეის“ ქართულ რესტორნები საყვარელი ინგრედიენტებით ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ ყველაზე პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რომ „საბვეიში“ სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.

R