სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე 23 წლის პო­ლი­ცი­ე­ლის, გიგი ოთი­აშ­ვი­ლი­სა და 38 წლის თე­ი­მუ­რაზ ან­ჯა­ფა­რი­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ნო­დარ ვა­შა­კი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ მჭედ­ლიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი ნო­დარ ვა­შა­კი­ძის 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მაც, ის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს. ვა­შა­კი­ძის თქმით, ის „თავს იცავ­და და წაქ­ცე­ულს არ და­უ­ნა­ხავს პო­ლი­ცი­ე­ლი“.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 39 წლის ნო­დარ ვა­შა­კი­ძემ 38 წლის თე­ი­მუ­რაზ ან­ჯა­ფა­რი­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ვა­შა­კი­ძემ და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­საც. ნო­დარ ვა­შა­კი­ძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბათ დაჭ­რი­ლებს, 23 წლის პო­ლი­ცი­ელს, გიგი ოთი­აშ­ვილს და 38 წლის თე­ი­მუ­რაზ ან­ჯა­ფა­რი­ძეს, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დათ, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნოდარ ვაშაკიძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. ვაშაკიძის თქმით, ის „თავს იცავდა და წაქცეულს არ დაუნახავს პოლიციელი“.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა შემთხვევის ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ადგილზევე დააკავეს. რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელს, გიგი ოთიაშვილს და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.