ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში იმ გვირაბების დატბორვას განიხილავს, რომელსაც "ჰამასი“ იყენებს, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ მიზნით ისრაელელმა სამხედროებმა სატუმბი სისტემა მოაწყვეს.
ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაახლოებით ერთნახევარი კილომეტრის მანძილზე მინიმუმ ხუთი ტუმბოს დამონტაჟება დაასრულეს, რომლის საშუალებითაც, შესაძლოა, "ჰამასის“ მიწისქვეშა ქსელი რამდენიმე კვირაში მთლიანად დაიტბოროს.
გამოცემა არ აკონკრეტებს, განიხილავს თუ არა ისრაელი ტუმბოების გამოყენებას "ჰამასის“ მიერ დატყვევებული ყველა მძევლის გათავისუფლებამდე.
იხილეთ ასევე: