პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Tales of the Silk Road - "ვოლვო ქარ საქართველოს" და IERI Store-ის კოლაბორაცია
Tales of the Silk Road - "ვოლვო ქარ საქართველოს" და IERI Store-ის კოლაბორაცია

„ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლომ“, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს და მათ­თან არა­ერ­თი პრო­ექ­ტი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ახ­ლა­ხან კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენტს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. Volvo-სა და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მა­ღა­ზი­ის - IERI Store-ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნი­ლი კამ­პა­ნია - სა­ხელ­წო­დე­ბით Tales of the Silk Road - ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით Volvo-ს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­სა და IERI- ის კო­ლექ­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლივ ვი­ზუ­ა­ლებს წარ­მოგ­ვიდ­გენს.

გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ელე­გან­ტუ­რო­ბით, სან­დო­ო­ბი­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით გა­მორ­ჩე­ულ­მა Volvo-მ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მა­ღა­ზია IERI აირ­ჩია. ორი­ვე მათ­გა­ნის სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ხაზ­გას­მუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბაა, რა­მაც ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ა­ერ­თი­ა­ნა ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­ზა­ი­ნი და მა­ღა­ლი მოდა. თით­ქმის 100 წე­ლია, Volvo მდგრა­დო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა. IERI Store კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით დამ­კვიდ­რე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს სა­კუ­თარ კონ­ცეფ­ცი­ას უპი­რის­პი­რებს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­დის ინ­დუსტრი­ის გა­და­აზ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის.

ეკა კევ­ლიშ­ვი­ლი, „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: „ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლო“ მუდ­მი­ვად უჭერს მხარს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს და არ­ტის­ტებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. თუმ­ცა მო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი იყო. IERI-თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ის იდეა ჩვენს გუნდში გაჩ­ნდა, რად­გან ვფიქ­რობთ რომ ამ ორ ბრენ­დს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თო რამ აერ­თი­ა­ნებს. ორი­ვე მათ­გა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა ხა­სი­ა­თით და მომ­ხმა­რე­ბელს მა­შინ მოს­წონს ეს ბრენ­დე­ბი, როცა სიღ­რმი­სე­უ­ლად ეც­ნო­ბა მათ კონ­ცეფ­ცი­ას. ერ­თად ვიმ­სჯე­ლეთ, რა შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რა ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო. ამ ორი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბრენ­დის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თა­ვის­თა­ვად ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლია და გა­დავ­წყვი­ტეთ, კი­დევ უფრო მეტი სი­თა­მა­მე გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. გაჩ­ნდა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის იდეა და და­ვუ­კავ­შირ­დით და­ვით აფა­ქი­ძეს, არ­ტისტს. სა­მი­ვე მხა­რის ხედ­ვა ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­ერ­წყა ერ­თმა­ნეთს და მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. ცხა­დია, შეგ­ვეძ­ლო, არ­ჩე­ვა­ნი კლა­სი­კურ ფო­ტო­სე­სი­ა­ზე შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ვი­ყე­ნეთ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბი მი­ვი­ღეთ, რომ­ლე­ბიც მეტი ფან­ტა­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს, ვიდ­რე ფოტო. იმე­დია, მომ­ხმა­რე­ბელ­საც მო­ე­წო­ნე­ბა. ზო­გა­დად, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი Volvo-ს ირ­ჩე­ვენ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, სან­დო­ო­ბის, სი­სა­და­ვი­სა და ელე­გან­ტუ­რო­ბის გამო. სწო­რედ ამ მხრივ ვი­პო­ვეთ სა­ერ­თო IERI Store-ის­თან. ესაა ბრენ­დი, რო­მე­ლიც მა­ღალ მო­დას მშვი­დად და ერ­თგვა­რი სი­სა­და­ვით გთა­ვა­ზობს, რაც იშ­ვი­ა­თია და გან­სა­კუთ­რე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს“.

IERI Store თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ მო­და­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას აერ­თი­ა­ნებს. პეტ­რი­აშ­ვილ­ზე, ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში მდე­ბა­რე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ მა­ღა­ზი­ა­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კო­ლექ­ცი­ე­ბია თავ­მოყ­რი­ლი, თუმ­ცა IERI არაა უბ­რა­ლოდ ტან­საც­მლის მა­ღა­ზია. ის მომ­ხმა­რე­ბელს სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­როს, შე­სა­ნიშ­ნავ მომ­სა­ხუ­რე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, ის­ტო­რი­ას სთა­ვა­ზობს, რო­მელ­საც ეყ­რდნო­ბა მა­ღა­ზი­ის შექ­მნის იდეა.

ანკა ცი­ციშ­ვი­ლი, IERI Store-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: „IERI-ს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც არ წყვე­ტენ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ თა­ვი­ანთ თავ­ზე რო­გორც აზ­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისე ემო­ცი­უ­რად თუ სტი­ლის სრულ­ყო­ფის მხრივ. ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არაა ნივ­თე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია მათი ხა­რის­ხი და ხან­გრძლი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ისი­ნი აფა­სე­ბენ მა­ღალ ხა­რისხს, ისე­ვე რო­გორც თა­ვი­ანთ ში­ნა­გან სი­ლა­მა­ზეს, უყ­ვართ ელე­გან­ტუ­რო­ბა, რო­მელ­საც ხაზს უს­ვამს მათი სა­მო­სი თუ მა­ღა­ლი კლა­სის მან­ქა­ნა. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა Volvo-სთან ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ ორი­ვე ბრენ­დის ერ­თგუ­ლე­ბამ გან­სა­ზღვრა. ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ, მნახ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, უკეთ აღიქ­ვას რო­გორც Volvo-ს, ისე IERI-ს ფი­ლო­სო­ფია და გახ­დეს მათი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. Volvo-ს ხა­რის­ხი უსაფრ­თხო­ე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მას თა­მა­მად ან­დობ შენს ოჯახ­სა და შვი­ლებს, თა­ვად ენ­დო­ბი მან­ქა­ნას. Volvo-ს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ირ­ჩე­ვენ, ისე­ვე რო­გორც IERI Store-ის. ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არა­ვის არა­ფერს უმ­ტკი­ცე­ბენ, მათ იცი­ან, რა სურთ, აფა­სე­ბენ მცი­რე დე­ტა­ლებს და ამა­ვე დროს შე­უძ­ლი­ათ გლო­ბა­ლუ­რი სუ­რა­თის და­ნახ­ვა“.

Volvo X IERI - ორი ბრენ­დის სა­ერ­თო კამ­პა­ნია სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ. კამ­პა­ნი­ის ვი­ზუ­ა­ლე­ბი და­ვით აფა­ქი­ძის, ლაშა ყა­ბა­ნაშ­ვი­ლი­სა და ფოტო ედი­ტორ რუს­კა ოსი­აშ­ვი­ლის მიერ შე­იქ­მნა. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მო­დის ფო­ტოგ­რა­ფი­ის სინ­თე­ზით შექ­მნი­ლი ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზუ­ა­ლე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოდ წარ­მო­ა­ჩენს Volvo-სა და IERI-ს ჰარ­მო­ნი­ულ შერ­წყმას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვად აღიქ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვან პე­ი­ზა­ჟებ­ში, მდი­დარ კულ­ტუ­რა­სა და დი­ნა­მი­კურ გა­რე­მო­ში. თი­თო­ე­უ­ლი ფოტო გან­სხვა­ვე­ბულ ამ­ბავს ჰყვე­ბა, გვაჩ­ვე­ნებს კარ­გად ნაც­ნობ ქუ­ჩებს, მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად, ხედ­ვის ახ­ლე­ბურ კუ­თხეს გვთა­ვა­ზობს; გვიღ­ვი­ძებს ახალ შეგ­რძნე­ბებს, რომ­ლებ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლად ან ჩვენ­და უნე­ბუ­რად ვე­ძებთ ერ­თფე­როვ­ნე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად.

და­ვით აფა­ქი­ძე, არ­ტის­ტი: „და­მი­კავ­შირ­და IERI-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იდე­ის შე­სა­ხებ მო­მიყ­ვა და შე­მომ­თა­ვა­ზა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით გა­მე­კე­თე­ბი­ნა ვი­ზუ­ა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სჭირ­დე­ბო­დათ. იდე­ამ თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე უკვე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დია ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩემ­თვი­საც სი­ახ­ლე იყო. და­ვუ­კავ­შირ­დი ფოტო ედი­ტორ რუს­კა ოსი­აშ­ვილს და ლაშა ყა­ბა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე მუ­შა­ობს. აბ­რე­შუ­მის გზას გავ­ყე­ვით და მის სხვა­დას­ხვა საკ­ვან­ძო ად­გილ­ზე ვი­მოგ­ზა­უ­რეთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო მოგ­ზა­უ­რო­ბა დრო­სა და სივ­რცე­ში. ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ისე­თი შე­დე­გის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რა­საც ფი­ზი­კურ სამ­ყა­რო­ში ვერ მი­აღ­წევ. ამა­ვე დროს გვინ­დო­და, ეს ვი­ზუ­ა­ლე­ბი ავ­თენ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, ერ­თდრო­უ­ლად შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი, რაც IERI-სთვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, და Volvo-ს სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ეს­თე­ტი­კა. ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და“.

ორი­ვე ბრენ­დის ხედ­ვის ნა­წი­ლია ის, რომ ტრა­დი­ცი­ულ სა­წყი­სებს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბა და თვითმყო­ფა­დო­ბა არ და­ე­კარ­გოს. ორი­ვე ბრენ­დი შექ­მნი­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ეძე­ბენ, გრძნო­ბენ და აფა­სე­ბენ ეს­თე­ტი­კას, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ხა­სი­ა­თო ხელ­წე­რით. შე­უძ­ლე­ბე­ლია შემ­თხვე­ვით აირ­ჩიო Volvo ან IERI, თუ თან­ხვედ­რა­ში არ ხარ ამ ბრენ­დე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ას­თან.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

Tales of the Silk Road - "ვოლვო ქარ საქართველოს" და IERI Store-ის კოლაბორაცია

Tales of the Silk Road - "ვოლვო ქარ საქართველოს" და IERI Store-ის კოლაბორაცია

„ვოლვო ქარ საქართველომ“, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთან აქტიურად თანამშრომლობს და მათთან არაერთი პროექტითაა დაკავშირებული, ახლახან კიდევ ერთ საინტერესო ექსპერიმენტს ჩაუყარა საფუძველი. Volvo-სა და კონცეპტუალური მაღაზიის - IERI Store-ის თანამშრომლობით შექმნილი კამპანია - სახელწოდებით Tales of the Silk Road - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Volvo-ს ავტომანქანებისა და IERI- ის კოლექციების ერთობლივ ვიზუალებს წარმოგვიდგენს.

გასაკვირი არაა, რომ ელეგანტურობით, სანდოობითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეულმა Volvo-მ თანამშრომლობისთვის კონცეპტუალური მაღაზია IERI აირჩია. ორივე მათგანის საერთო მახასიათებელი, პირველ რიგში, ხაზგასმული ინდივიდუალურობაა, რამაც ჰარმონიულად გააერთიანა ავტომობილის დიზაინი და მაღალი მოდა. თითქმის 100 წელია, Volvo მდგრადობის, უსაფრთხოებისა და რაფინირებული გემოვნების სიმბოლოა. IERI Store კი საქართველოში მოდასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ სტერეოტიპებს საკუთარ კონცეფციას უპირისპირებს და, ფაქტობრივად, მოდის ინდუსტრიის გადააზრების შესაძლებლობას ქმნის.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო ქარ საქართველო“ მუდმივად უჭერს მხარს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და არტისტებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. თუმცა მოდის მიმართულებით ეს ჩვენი პირველი ექსპერიმენტი იყო. IERI-თან კოლაბორაციის იდეა ჩვენს გუნდში გაჩნდა, რადგან ვფიქრობთ რომ ამ ორ ბრენდს ძალიან ბევრი საერთო რამ აერთიანებს. ორივე მათგანი გამოირჩევა ხასიათით და მომხმარებელს მაშინ მოსწონს ეს ბრენდები, როცა სიღრმისეულად ეცნობა მათ კონცეფციას. ერთად ვიმსჯელეთ, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რა ტიპის თანამშრომლობა იქნებოდა საუკეთესო. ამ ორი, სრულიად განსხვავებული სექტორის წარმომადგენელი ბრენდის თანამშრომლობა თავისთავად ექსპერიმენტულია და გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო მეტი სითამამე გამოგვეჩინა. გაჩნდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა და დავუკავშირდით დავით აფაქიძეს, არტისტს. სამივე მხარის ხედვა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ცხადია, შეგვეძლო, არჩევანი კლასიკურ ფოტოსესიაზე შეგვეჩერებინა, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, სრულიად განსხვავებული ვიზუალები მივიღეთ, რომლებიც მეტი ფანტაზიის საშუალებას გაძლევს, ვიდრე ფოტო. იმედია, მომხმარებელსაც მოეწონება. ზოგადად, ჩვენი მომხმარებლები Volvo-ს ირჩევენ ტექნოლოგიური განვითარების, სანდოობის, სისადავისა და ელეგანტურობის გამო. სწორედ ამ მხრივ ვიპოვეთ საერთო IERI Store-ისთან. ესაა ბრენდი, რომელიც მაღალ მოდას მშვიდად და ერთგვარი სისადავით გთავაზობს, რაც იშვიათია და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს“.

IERI Store თანამედროვე ქართულ მოდასა და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. პეტრიაშვილზე, ღვინის ქარხანაში მდებარე ყველაზე მასშტაბურ კონცეპტუალურ მაღაზიაში ქართველი დიზაინერების მრავალფეროვანი კოლექციებია თავმოყრილი, თუმცა IERI არაა უბრალოდ ტანსაცმლის მაღაზია. ის მომხმარებელს სასიამოვნო ატმოსფეროს, შესანიშნავ მომსახურებას და, რაც მთავარია, ისტორიას სთავაზობს, რომელსაც ეყრდნობა მაღაზიის შექმნის იდეა.

ანკა ციციშვილი, IERI Store-ის კრეატიული დირექტორი: „IERI-ს მომხმარებლები პროგრესული ადამიანები არიან, რომლებიც არ წყვეტენ პიროვნულ განვითარებას. ისინი მუშაობენ თავიანთ თავზე როგორც აზროვნების თვალსაზრისით, ისე ემოციურად თუ სტილის სრულყოფის მხრივ. ჩვენი მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული არაა ნივთების მატერიალური ღირებულება, მაგრამ ანგარიშგასაწევია მათი ხარისხი და ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობა. ისინი აფასებენ მაღალ ხარისხს, ისევე როგორც თავიანთ შინაგან სილამაზეს, უყვართ ელეგანტურობა, რომელსაც ხაზს უსვამს მათი სამოსი თუ მაღალი კლასის მანქანა. ჩვენი თანამშრომლობა Volvo-სთან ამ ღირებულებების მიმართ ორივე ბრენდის ერთგულებამ განსაზღვრა. ვიზუალური მასალა, რომელიც თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ, მნახველს საშუალებას მისცემს, უკეთ აღიქვას როგორც Volvo-ს, ისე IERI-ს ფილოსოფია და გახდეს მათი ერთგული მომხმარებელი. Volvo-ს ხარისხი უსაფრთხოებასთან ასოცირდება, მას თამამად ანდობ შენს ოჯახსა და შვილებს, თავად ენდობი მანქანას. Volvo-ს თავდაჯერებული ადამიანები ირჩევენ, ისევე როგორც IERI Store-ის. ჩვენი მომხმარებლები არავის არაფერს უმტკიცებენ, მათ იციან, რა სურთ, აფასებენ მცირე დეტალებს და ამავე დროს შეუძლიათ გლობალური სურათის დანახვა“.

Volvo X IERI - ორი ბრენდის საერთო კამპანია სისრულეში მოიყვანა ხელოვნური ინტელექტისა და ქართველი არტისტების შემოქმედებითი შესაძლებლობების გაერთიანებამ. კამპანიის ვიზუალები დავით აფაქიძის, ლაშა ყაბანაშვილისა და ფოტო ედიტორ რუსკა ოსიაშვილის მიერ შეიქმნა. ხელოვნური ინტელექტისა და მოდის ფოტოგრაფიის სინთეზით შექმნილი ფუტურისტული ვიზუალები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს Volvo-სა და IERI-ს ჰარმონიულ შერწყმას, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღიქმება საქართველოს მრავალფეროვან პეიზაჟებში, მდიდარ კულტურასა და დინამიკურ გარემოში. თითოეული ფოტო განსხვავებულ ამბავს ჰყვება, გვაჩვენებს კარგად ნაცნობ ქუჩებს, მაგრამ, ამავდროულად, ხედვის ახლებურ კუთხეს გვთავაზობს; გვიღვიძებს ახალ შეგრძნებებს, რომლებსაც გააზრებულად ან ჩვენდა უნებურად ვეძებთ ერთფეროვნებისგან თავის დასაღწევად.

დავით აფაქიძე, არტისტი: „დამიკავშირდა IERI-ს წარმომადგენელი, იდეის შესახებ მომიყვა და შემომთავაზა, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გამეკეთებინა ვიზუალები, რომლებიც მათ პროექტის ფარგლებში სჭირდებოდათ. იდეამ თავიდანვე ძალიან დამაინტერესა. ხელოვნურ ინტელექტზე უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობ, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ჩემთვისაც სიახლე იყო. დავუკავშირდი ფოტო ედიტორ რუსკა ოსიაშვილს და ლაშა ყაბანაშვილს, რომელიც ასევე ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. აბრეშუმის გზას გავყევით და მის სხვადასხვა საკვანძო ადგილზე ვიმოგზაურეთ ვირტუალურად. ფაქტობრივად, ეს იყო მოგზაურობა დროსა და სივრცეში. ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ისეთი შედეგის მიღება შეიძლება, რასაც ფიზიკურ სამყაროში ვერ მიაღწევ. ამავე დროს გვინდოდა, ეს ვიზუალები ავთენტური ყოფილიყო, ერთდროულად შეენარჩუნებინა ქართული ხასიათი, რაც IERI-სთვისაა დამახასიათებელი, და Volvo-ს სკანდინავიური ესთეტიკა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა“.

ორივე ბრენდის ხედვის ნაწილია ის, რომ ტრადიციულ საწყისებს თანამედროვეობაში აქტუალობა და თვითმყოფადობა არ დაეკარგოს. ორივე ბრენდი შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ, გრძნობენ და აფასებენ ესთეტიკას, გამოირჩევიან სახასიათო ხელწერით. შეუძლებელია შემთხვევით აირჩიო Volvo ან IERI, თუ თანხვედრაში არ ხარ ამ ბრენდების ფილოსოფიასთან.

NS