პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვიდა ჩემი ბიჭი ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" - აფხაზეთში 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორიის ამერიკული გაგრძელება
"მოვიდა ჩემი ბიჭი ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" - აფხაზეთში 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორიის ამერიკული გაგრძელება

ემ­ზარ ჯღარ­კა­ვა­სა და ნინო კვა­რა­ცხე­ლი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია 40 წლის წინ, სო­ხუმ­ში და­ი­წყო... მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ორ წელს გაგ­რძელ­და, ისი­ნი და­შორ­დნენ, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ მათი გზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­იკ­ვე­თა. საყ­ვა­რე­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ემ­ზარ­მა ამე­რი­კა­ში იპო­ვა.

მას შემ­დეგ წყვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­აგ­რძე­ლა კონ­ტაქ­ტი, მე­დი­ას­თან ჰყვე­ბოდ­ნენ იმ ბედ­ნი­ერ შეხ­ვედ­რებ­ზე, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში ცხოვ­რობ­დნენ. თუმ­ცა მალე ემ­ზა­რი ჯარ­ში წა­იყ­ვა­ნეს და დის­ციპ­ლი­ნა­რულ ბა­ტა­ლი­ონ­ში გა­ამ­წე­სეს. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რელ ქალ­თან წე­რი­ლის მი­წე­რა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. ნი­ნოს უკან უბ­რუნ­დე­ბო­და შეყ­ვა­რე­ბულ­თან გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. გო­გო­ნა გა­თხოვ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ემ­ზარ­მა გა­ი­გო, რომ ქალი მო­ი­ტა­ცეს. ემ­ზა­რიც და­ო­ჯახ­და, მაგ­რამ ცოლს და­შორ­და, გარ­და­იც­ვა­ლა ნი­ნოს მე­უღ­ლეც, რის შემ­დე­გაც ქალი ამე­რი­კა­ში წა­ვი­და.

“პირ­ვე­ლი­ვე დღეს ავუხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და ვუ­თხა­რი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ლო­დი, ვე­ძებ­დი და ვნა­ხე.

შემ­დეგ გა­მამ­წე­სეს დის­ციპ­ლი­ნა­რულ ბა­ტა­ლი­ონ­ში სამი წლით. მი­მო­წე­რის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, დავ­კარ­გე ნი­ნოს­თან კავ­ში­რი.

შემ­დეგ ვი­გებ, რომ ნინო გა­თხოვ­და… გა­ვი­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე და გა­ვი­გე, რომ ნინო მო­ი­ტა­ცეს. მე ვი­ცო­დი, რომ ნინო თა­ვი­სი სურ­ვი­ლით, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, ვინ­მეს გაჰ­ყო­ლო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­თხვე­ვით ვნა­ხე და ვი­ცა­ნი, რომ სწო­რედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლის გა­მოც ნინო ამე­რი­კი­დან მარ­ტვილ­ში აპი­რებს ჩა­მოს­ვლას”, - ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ემ­ზარ ჯღარ­კა­ვა.

წლე­ბის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ხე­ლის თხოვ­ნა მოჰ­ყვა. ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ემ­ზარ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და.

"იშ­ვი­ა­თად ვცდი­ლობთ მო­ვი­წყი­ნოთ, როცა ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ გვი­წევს ერ­თმა­ნე­თის გამ­ხნე­ვე­ბა... ერთი დიდი დრო­ის კა­ლენ­და­რი გვაქვს, სა­დაც ათ­ვლა წუ­თე­ბით და წა­მე­ბით კი არა, მთე­ლი ერთი კვი­რი­თაა... თით­ქოს ასე უფრო სწრა­ფად ახ­ლოვ­დე­ბა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა... ვი­თომ რა­ო­დე­ნო­ბა­ში ვი­გებთ” - წერ­და ნინო კვა­რა­ცხე­ლია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ემ­ზარ­მა თა­ვად ჩა­ა­კი­თხა ამე­რი­კა­ში. წლე­ბის შემ­დეგ შეხ­ვედ­რის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი კად­რე­ბი წყვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მო­ვი­და ჩემი ბიჭი, ისე­ვე რო­გორც მა­შინ, სო­ხუმ­ში და მი­თხრა "ნინო, მე მო­ვე­დი" მომ­კი­და ხელი და გა­ვუ­ყე­ვით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზას", - წერს ნინო კვა­რა­ცხე­ლია.

ემ­ზარ ჯღარ­კა­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ამე­რი­კა­ში ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შეხ­ვედ­რას და­ეს­წრო და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ბი­ძას­თან, თე­მურ ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მა­დამ ტი­უსოს ცვი­ლე­ბის მუ­ზე­უმ­ში არ გე­გო­ნოთ ჯღარ­კა­ვა, ნამ­დვი­ლი თე­მურ ალა­სა­ნი­აა ჩემს გვერ­დით. კაცი, რო­მელ­ზეც ლე­გენ­დე­ბი და­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, უშუ­ა­ლო, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, იუ­მო­რის გრძნო­ბით უხ­ვად და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­სა­უბ­რე პი­როვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა...“

ნინო კვა­რა­ცხე­ლია აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გახ­ლავთ, თუმ­ცა სო­ხუ­მელ­მა ქალ­მა წლე­ბის წინ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­წყვი­ტა ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

ემ­ზარ ჯღარ­კა­ვა­სა და ნინო კვა­რა­ცხე­ლი­ას წყვი­ლის შეხ­ვედ­რას მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ელოდ­ნენ. 40 წლის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ამ­ჟა­მად უკვე შტა­ტებ­ში გრძელ­დე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ძალიან მიკვირს ხოლმე, აფხაზეთიდან ლტოლვილებს რომ მხარს უჭერენ მიშას? ! დაავიწყდათ, რატომ დაიკარგა აფხაზეთი? რამ გამოიწვია ომის დაწყებამ? რატომ აღიარეს დამოუკიდებლობა აფხაზეთის? მიშას და მიშასნაირი ავანტურისტების გამო დაიკარგა აფხაზეთი და ეს ხალახი კიდევ მიშას უჭერს მხარს? გასაკვირია ამ ხალხის?! 

დივერგენტი
5

სიდიადე ამ აბსურდის სახეზეა.ემზარ ჯღარკავას გვერდს რომ გადახედავ.კომენტარი ზედმეტია..სხვა საქმე ნინო.პოლუსალურობა აშკარაა.ეს ძალიან მოკლედ და რბილად რომ ვთქვათ.მეეჭვება, რომ ვცდებოდე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მოვიდა ჩემი ბიჭი ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" - აფხაზეთში 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორიის ამერიკული გაგრძელება

"მოვიდა ჩემი ბიჭი ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" - აფხაზეთში 40 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორიის ამერიკული გაგრძელება

ემზარ ჯღარკავასა და ნინო კვარაცხელიას სიყვარულის ისტორია 40 წლის წინ, სოხუმში დაიწყო... მათი ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა, ისინი დაშორდნენ, მაგრამ წლების შემდეგ მათი გზები სოციალურ ქსელში გადაიკვეთა. საყვარელი ქალი საქართველოში მცხოვრებმა ემზარმა ამერიკაში იპოვა.

მას შემდეგ წყვილმა სოციალური ქსელით გააგრძელა კონტაქტი, მედიასთან ჰყვებოდნენ იმ ბედნიერ შეხვედრებზე, როდესაც ახალგაზრდები მშობლიურ სოხუმში ცხოვრობდნენ. თუმცა მალე ემზარი ჯარში წაიყვანეს და დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს. სამი წლის განმავლობაში საყვარელ ქალთან წერილის მიწერა ვეღარ მოახერხა. ნინოს უკან უბრუნდებოდა შეყვარებულთან გაგზავნილი წერილები. გოგონა გათხოვდა, მოგვიანებით ემზარმა გაიგო, რომ ქალი მოიტაცეს. ემზარიც დაოჯახდა, მაგრამ ცოლს დაშორდა, გარდაიცვალა ნინოს მეუღლეც, რის შემდეგაც ქალი ამერიკაში წავიდა.

“პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე.

შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი.

შემდეგ ვიგებ, რომ ნინო გათხოვდა… გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და გავიგე, რომ ნინო მოიტაცეს. მე ვიცოდი, რომ ნინო თავისი სურვილით, გამორიცხული იყო, ვინმეს გაჰყოლოდა. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ვიცანი, რომ სწორედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწორედ სიყვარული, რომლის გამოც ნინო ამერიკიდან მარტვილში აპირებს ჩამოსვლას”, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ემზარ ჯღარკავა.

წლების შემდეგ განახლებულ სასიყვარულო ურთიერთობას ვირტუალურად ხელის თხოვნა მოჰყვა. ნინო საქართველოში დაბრუნებას და ემზართან ერთად ცხოვრების გაგრძელებას აპირებდა.

"იშვიათად ვცდილობთ მოვიწყინოთ, როცა ვსაუბრობთ, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ერთმანეთის გამხნევება... ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს, სადაც ათვლა წუთებით და წამებით კი არა, მთელი ერთი კვირითაა... თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა... ვითომ რაოდენობაში ვიგებთ” - წერდა ნინო კვარაცხელია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ემზარმა თავად ჩააკითხა ამერიკაში. წლების შემდეგ შეხვედრის ამაღელვებელი კადრები წყვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა "ნინო, მე მოვედი" მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას", - წერს ნინო კვარაცხელია.

ემზარ ჯღარკავა მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია. ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ქართველი ემიგრანტების შეხვედრას დაესწრო და ექსპრეზიდენტის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

"მადამ ტიუსოს ცვილების მუზეუმში არ გეგონოთ ჯღარკავა, ნამდვილი თემურ ალასანიაა ჩემს გვერდით. კაცი, რომელზეც ლეგენდები დადის საქართველოში, უშუალო, კომუნიკაბელური, იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებული და საინტერესოდ მოსაუბრე პიროვნება აღმოჩნდა...“

ნინო კვარაცხელია აფხაზეთის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გახლავთ, თუმცა სოხუმელმა ქალმა წლების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება.

ემზარ ჯღარკავასა და ნინო კვარაცხელიას წყვილის შეხვედრას მათი გულშემატკივრები წელიწადზე მეტხანს ელოდნენ. 40 წლის შემდეგ განახლებული სიყვარულის ისტორია ამჟამად უკვე შტატებში გრძელდება.