პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაკეტები სარეცხი მანქანებიდან და სკუტერებიდან?! -  სიმართლე და მითები ახალი რუსული იარაღის შესახებ
რაკეტები სარეცხი მანქანებიდან და სკუტერებიდან?! -  სიმართლე და მითები ახალი რუსული იარაღის შესახებ

და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სის­თვის მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უნდა შე­ე­ზღუ­და, მაგ­რამ რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ნა­ა­ლა­ფა­რი ია­რა­ღის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, ეს მთლად არ გა­მო­ვი­და...

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ახალ­გაზ­რდა მე­თა­უ­რი ანდრეი რუ­დი­კი ჩან­თი­დან ერთი მე­ო­რეს მი­ყო­ლე­ბით იღებს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს რუ­სუ­ლი სა­ო­მა­რი ტექ­ნი­კი­დან და ფრთხი­ლად ალა­გებს მა­გი­და­ზე. ეს არის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ხელთ ჩა­ვარ­დნი­ლი რუ­სუ­ლი ია­რა­ღი, მე­თა­უ­რი რუ­დი­კი კი წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო უწყე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს, რო­მე­ლიც მტრის ია­რაღს და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას სწავ­ლობს.

სწო­რედ ეს ჯგუ­ფი შე­ის­წავ­ლის, თუ რო­მე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა ახა­ლი რუ­სუ­ლი ია­რა­ღი და აა­ნა­ლი­ზებს, რო­გორ გა­უმკლავ­დნენ მას.

“ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ხე­ლე­ბის და­ბა­ნა მას შემ­დეგ, რაც ამას შე­ე­ხეთ” - ამ­ბობს მე­თა­უ­რი და გუ­ლის­ხმობს, რომ ნა­ა­ლა­ფა­რი ია­რა­ღი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის­გან არის ამო­ღე­ბუ­ლი.

ამ ია­რა­ღის შიგ­თავსზე სა­უბ­რი­სას ან­დრეი რუ­დი­კი დინჯდე­ბა. მისი დას­კვნით, სან­ქცი­ე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, რუ­სე­თი ახერ­ხებს ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა­ში მა­სობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნოს და­სავ­ლუ­რი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი.

  • ხე­ლოვ­ნუ­რი ოპ­ტი­კა

"ეს კა­მე­რა რუ­სუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო დრონ «Элерон-3СВ-დან არის. ის საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად არის აწყო­ბი­ლი, თუმ­ცა მისი ელექტრო­ბა და მიკ­რო­ჩი­პი უცხო­უ­რია“, - ამ­ბობს რუ­დუ­კი და ამავდრო­უ­ლად გვაჩ­ვე­ნებს დე­ტალს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ჩვე­უ­ლებ­რივ სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რას, რო­მე­ლიც სახ­ლებ­ზეც გვი­ნა­ხავს. თუმ­ცა ეს ოპ­ტი­კუ­რი სის­ტე­მა არის უახ­ლე­სი რუ­სუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი­დან, რო­მელ­თაც მა­სობ­რი­ვად იყე­ნე­ბენ ბრძო­ლის ველ­ზე.

მე­თა­უ­რი რუ­დი­კი ამ­ბობს, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩანს, რომ სან­ქცი­ე­ბით შე­ზღუდ­ვამ იმოქ­მე­და და რუს­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ დრო­ნის­თვის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კა­მე­რა და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ მო­ე­ძებ­ნათ შემ­ცვლე­ლი. ეს კი აღ­მოჩ­ნდა ქუ­ჩის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი.

რუ­დი­კი ამ­ბობს, რომ სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის კა­მე­რე­ბის პრობ­ლე­მა რომ აქვთ ოკუ­პან­ტებს, ეს სხვა ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც დას­ტურ­დე­ბა.

  • უცხო­უ­რი კვა­ლი

იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა სხვა "მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ“ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თა­ნაც, რომ­ლი­თაც კრემ­ლი ამა­ყობს. შე­ი­ა­რა­ღე­ბის შეს­წავ­ლის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვაჩ­ვე­ნებს საკ­მა­ოდ მა­სი­ურ თეთრ ყუთს - ეს არის ე.წ. სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­წყო­ბი­ლო­ბა ტან­კი­დან T-90M, რაც რუ­სეთს თავ­დაც­ვის სი­ა­მა­ყედ მი­იჩ­ნე­ვა.

"T-90M“ სა­უ­კე­თე­სო ტან­კია სამ­ყა­რო­ში“- ეს პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბაა.

მაგ­რამ, რო­გორც ირ­კვე­ვა, მის ელექტრო­ნი­კა­ში რუ­სუ­ლი არა­ფე­რია...

"ყვე­ლა­ფე­რი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, აქ არა­ფე­რია რუ­სუ­ლი“, - ამ­ბობს ან­დრეი რუ­დი­კი. მისი თქმით, რუ­სე­თი ცდი­ლობს და­მა­ლოს ეს ფაქ­ტი, მა­გა­ლი­თად, ლა­ზე­რით პრო­ცე­სო­რე­ბის მარ­კი­რე­ბით, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უკვე კარ­გად შე­ის­წავ­ლეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და დას­კვნე­ბიც გა­ა­კე­თეს.

რუ­სებს პრობ­ლე­მა ასე­ვე ექ­მნე­ბათ, მარ­ტი­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შექ­მნა­ში, რო­გო­რი­ცაა რა­ცი­ე­ბი და პლან­შე­ტე­ბი.

"ეს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მე­თა­უ­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რია, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია. რუ­სუ­ლი თავ­დაც­ვა მას აცხა­დებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად რუ­სულ მე­ქა­ნიზ­მად, თუმ­ცა მას­ზე გვხვდე­ბა უცხო­უ­რი კვა­ლი“, - აგ­რძე­ლებს რუ­დი­კი.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ნა­დავ­ლი - რუ­სუ­ლი რა­ცია «Азарт»- ია. ეს მო­დე­ლი მუშა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, შე­საძ­ლე­ბე­ლია რუსი მე­ო­მა­რის შე­ნა­ხუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და მე­სი­ჯე­ბის ნახ­ვა. მაგ­რამ რა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია უცხო­უ­რი შიგ­თავ­სი.

  • "სა­რა­კე­ტო შიმ­ში­ლი"

უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აგ­რძე­ლებს მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის რა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბას და ახლა აქ­ტი­უ­რად აგ­რო­ვებს მათ, იმის­თვის რომ ამ ზამ­თარ­ში შე­უ­ტი­ოს უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­მა მო­ა­ხერ­ხა 800 - მდე რა­კე­ტის შეგ­რო­ვე­ბა და ყო­ველ­თვი­უ­რად შე­უძ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ერ­თე­უ­ლამ­დე აწარ­მო­ოს. მაგ­რამ, ესეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია უცხო­ურ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე.

ან­დრეი რუ­დი­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი რა­კე­ტის Х-47м2 ("კინ­ჯა­ლის“) ნარ­ჩე­ნე­ბის შეს­წავ­ლა­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ამ კომ­პლექსს უწო­დებ­და "იდე­ა­ლურს“.

მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის ან­ტი­სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მის (PATRIOT) დამ­ხმა­რე­ბით უკვე 14 ასე­თი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს. " თვი­თონ რა­კე­ტა ასე­ვე შედ­გე­ბა უცხო­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან. ელექტრო­ნი­კა იქ სულ უცხო­უ­რია. მა­შა­სა­და­მე, პირ­ველ რიგ­ში, ის უკვე აღარ გა­მო­დის იდე­ა­ლუ­რად რუ­სუ­ლი ია­რა­ღი, რად­გან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას მისი უცხო­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­რე­შე წარ­მო­ე­ბა არ შე­უძ­ლია“, ამ­ბობს მე­თა­უ­რი რუ­დი­კი. კიდე ერთი რუ­სუ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტის "Х-101“- შეს­წავ­ლი­სას უკ­რა­ი­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ელექტრო­ნი­კის "დეგ­რა­და­ცია“ . რო­გორც მე­თა­უ­რი რუ­დი­კი ამ­ბობს, ად­რე­ულ ნი­მუ­შებ­ზე ბევ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი უცხო­უ­რი ჩი­პე­ბი ეყე­ნა, ახალ ნი­მუ­შებ­ზე კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სან­ქცი­ის გამო, რუ­სებ­მა შე­და­რე­ბით ძვე­ლი მიკ­რო­ს­ქე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შეძ­ლეს.

  • სა­ი­დან მო­აქვს რუ­სეთს მიკ­რო­ს­ქე­მე­ბი?

2023 წლის და­სა­წყის­ში უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის შეფ­მა კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა თქვა, რომ რუ­სე­თი მიკ­რო­ს­ქე­მებს თა­ვი­ან­თი ია­რა­ღის­თვის იღებს უცხო­უ­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ­თვის ყვე­ლა არ­ხის გა­და­კეტ­ვა.

"ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის­თვი­საც კი, იმი­ტომ რომ ისი­ნი და­ეც­ნენ იქამ­დე, რომ ყი­დუ­ლო­ბენ სა­რე­ცხ მან­ქა­ნებს, მტვერ­სას­რუ­ტებს და შლი­ან მიკ­რო­ს­ქე­მე­ბად, რა­საც შემ­დგომ რა­კე­ტებ­ში ათავ­სე­ბენ“, - აცხა­დებ­და ის ჟურ­ნალ Forbes - თან.

გან­ცხა­დე­ბა­ში "სა­რე­ცხი მან­ქა­ნე­ბი­დან ამო­ღე­ბულ ჩი­პებ­ზე“ არის სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი. "საქ­მე იმა­შია, რომ ცალ­კე­უ­ლი მიკ­რო­ს­ქე­მე­ბი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი­დან მარ­თლაც, რომ შეგ­ვიძ­ლია სა­ო­მარ ტექ­ნი­კა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ, თუმ­ცა არა პირ­და­პირ გა­და­ტა­ნით, არა­მედ მათი მო­დერ­ნი­ზე­ბით", - ამ­ბობს რუ­დი­კი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

ნავთლუღის ჯართები თურმე რა განძს ფლობენ,როდის იყო სარეცხის მანქანიდან სამხედრო იარაღი იწყობდა, ერთადერთი ეს არის ,,მიკროვალნოვკის,, მაღალ სიხშირული დეტექტორი (ანოდზე მიეწოდება 20 000 ვოლტი) რომელსაც წყალქვეშა ნავებში იყენებენ (გაუმჯობესებულ ვარიანტში )კორპუსის გარეშე ხშირი ჩართვა მოხმარება იწვევს სისხლის გათეთრებას,ამიტომ აიკრძალა იაპონიაში მისი მოხმარება.

ნაპოლეონი
3

ქართველი სტუდენტი პროევროპელი იღვიძებს დილით,ან ღამენათები გამოთაყვანებული ბრუნდება ღამის კლუბიდან. . .შედი აბაანაში,რთავს რუსულ გაზს,სადაც რუსული ან თურქული ონკანებიდან,მოდის რუსული წყალი,ანთებს რუსულ შუქს.ნათურაც ან რუსულია ან თურქული. . . ჩამოურეცხავს გამოვა და თურქულ ყავას დგამს,ჩინურ გაზქურაზე,ანთებს რუსულ გაზს და ადუღებს.მერე დგამს თურქულ ტაფას,შიგ ასხამს რუსულ ზეთს და რუსულ გაზზე გლაზუნიებს იწვამს,მერე კბილებს რუსული სპლატით იხეხავს. . . მერე ცოტა ხანი ჩამოჯდება და ბილაინის ინტერნეტით ჭორაობს.მერე მიდის მაღაზიაში ყიდულობს რუსულ წიწიბურას,მაკარონს,ვერმიშელს,პურს,ღორის ხორცს(90% რუსულ იმპორტზე ვართ და საკმაოდ მაღალ ხარისხიანია)შოკოლადებს, ვაფლებს,ბრინჯებს,არყებს და რავი კიდევ რას აღარა.მერე მოდის სახშლი შედის ბილაინის ინტერნეტში და იგონებს ისტორიებს ,როგორ გადაეყარა ღორი რუსი და როგორ მიაჩუხანა და უცებ ჩაქრა შუქი . . . გაზიც თურმე აღარააა. . . არადა გლაზუნიებს უნდა. . . რა ქნას?. . . დაიძახა ჯადოსნური სიტყვა პუტინ ხ. . . .ო და აინთო. . . ბედნიერი სტუდენტი. . . სლავა უკრაინეეეეეე. . . .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რაკეტები სარეცხი მანქანებიდან და სკუტერებიდან?! -  სიმართლე და მითები ახალი რუსული იარაღის შესახებ

რაკეტები სარეცხი მანქანებიდან და სკუტერებიდან?! -  სიმართლე და მითები ახალი რუსული იარაღის შესახებ

დასავლეთის სანქციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მაღალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა უნდა შეეზღუდა, მაგრამ როგორც უკრაინელი სამხედროების ნაალაფარი იარაღის ანალიზი აჩვენებს, ეს მთლად არ გამოვიდა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალგაზრდა მეთაური ანდრეი რუდიკი ჩანთიდან ერთი მეორეს მიყოლებით იღებს ელექტრონულ მოწყობილობებს რუსული საომარი ტექნიკიდან და ფრთხილად ალაგებს მაგიდაზე. ეს არის უკრაინელების ხელთ ჩავარდნილი რუსული იარაღი, მეთაური რუდიკი კი წარმოადგენს უკრაინის სამხედრო უწყების გენერალური შტაბის საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც მტრის იარაღს და სამხედრო ტექნიკას სწავლობს.

სწორედ ეს ჯგუფი შეისწავლის, თუ რომელი კომპონენტებისგან შედგება ახალი რუსული იარაღი და აანალიზებს, როგორ გაუმკლავდნენ მას.

“ნუ დაგავიწყდებათ ხელების დაბანა მას შემდეგ, რაც ამას შეეხეთ” - ამბობს მეთაური და გულისხმობს, რომ ნაალაფარი იარაღი ხშირ შემთხვევაში დაღუპული მეომრებისგან არის ამოღებული.

ამ იარაღის შიგთავსზე საუბრისას ანდრეი რუდიკი დინჯდება. მისი დასკვნით, სანქციების პირობებშიც კი, რუსეთი ახერხებს იარაღის წარმოებაში მასობრივად გამოიყენოს დასავლური, მაღალტექნოლოგიური კომპონენტები.

  • ხელოვნური ოპტიკა

"ეს კამერა რუსული სადაზვერვო დრონ «Элерон-3СВ-დან არის. ის საკმაოდ მარტივად არის აწყობილი, თუმცა მისი ელექტრობა და მიკროჩიპი უცხოურია“, - ამბობს რუდუკი და ამავდროულად გვაჩვენებს დეტალს, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სათვალთვალო კამერას, რომელიც სახლებზეც გვინახავს. თუმცა ეს ოპტიკური სისტემა არის უახლესი რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომელთაც მასობრივად იყენებენ ბრძოლის ველზე.

მეთაური რუდიკი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს, რომ სანქციებით შეზღუდვამ იმოქმედა და რუსმა მწარმოებლებმა ვერ შეძლეს დაეყენებინათ დრონისთვის მაღალტექნოლოგიური კამერა და იძულებულები გახდნენ მოეძებნათ შემცვლელი. ეს კი აღმოჩნდა ქუჩის სათვალთვალო კამერები.

რუდიკი ამბობს, რომ სერიული წარმოების კამერების პრობლემა რომ აქვთ ოკუპანტებს, ეს სხვა ტიპის საფრენი აპარატების შემთხვევაშიც დასტურდება.

  • უცხოური კვალი

იგივე სიტუაციაა სხვა "მაღალტექნოლოგიურ“ მოწყობილობებთანაც, რომლითაც კრემლი ამაყობს. შეიარაღების შესწავლის ცენტრის წარმომადგენელი გვაჩვენებს საკმაოდ მასიურ თეთრ ყუთს - ეს არის ე.წ. სატელევიზიო მოწყობილობა ტანკიდან T-90M, რაც რუსეთს თავდაცვის სიამაყედ მიიჩნევა.

"T-90M“ საუკეთესო ტანკია სამყაროში“- ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებაა.

მაგრამ, როგორც ირკვევა, მის ელექტრონიკაში რუსული არაფერია...

"ყველაფერი იმპორტირებულია, აქ არაფერია რუსული“, - ამბობს ანდრეი რუდიკი. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს დამალოს ეს ფაქტი, მაგალითად, ლაზერით პროცესორების მარკირებით, მაგრამ უკრაინელმა სპეციალისტებმა უკვე კარგად შეისწავლეს ეს ყველაფერი და დასკვნებიც გააკეთეს.

რუსებს პრობლემა ასევე ექმნებათ, მარტივი მოწყობილობების შექმნაში, როგორიცაა რაციები და პლანშეტები.

"ეს სამხედრო დაზვერვის მეთაურის პერსონალური კომპიუტერია, რომელიც კონკრეტული სამხედრო კომპლექსის ნაწილია. რუსული თავდაცვა მას აცხადებს ექსკლუზიურად რუსულ მექანიზმად, თუმცა მასზე გვხვდება უცხოური კვალი“, - აგრძელებს რუდიკი.

უკრაინელების მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ნადავლი - რუსული რაცია «Азарт»- ია. ეს მოდელი მუშა მდგომარეობაშია, შესაძლებელია რუსი მეომარის შენახული კონტაქტებისა და მესიჯების ნახვა. მაგრამ რაციაში აღმოჩენილია უცხოური შიგთავსი.

  • "სარაკეტო შიმშილი"

უკრაინელი მებრძოლების განცხადებით, რუსეთი სანქციების მიუხედავად, აგრძელებს მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოებას და ახლა აქტიურად აგროვებს მათ, იმისთვის რომ ამ ზამთარში შეუტიოს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთმა მოახერხა 800 - მდე რაკეტის შეგროვება და ყოველთვიურად შეუძლია, დაახლოებით, 100 ერთეულამდე აწარმოოს. მაგრამ, ესეც დამოკიდებულია უცხოურ კომპონენტებზე.

ანდრეი რუდიკი აღნიშნავს, რომ თვითონ მონაწილეობდა თანამედროვე რუსული რაკეტის Х-47м2 ("კინჯალის“) ნარჩენების შესწავლაში. რამდენიმე წლის წინ ვლადიმერ პუტინი ამ კომპლექსს უწოდებდა "იდეალურს“.

მაგრამ უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკელების ანტისაჰაერო სისტემის (PATRIOT) დამხმარებით უკვე 14 ასეთი რაკეტა ჩამოაგდეს. " თვითონ რაკეტა ასევე შედგება უცხოური კომპონენტებისგან. ელექტრონიკა იქ სულ უცხოურია. მაშასადამე, პირველ რიგში, ის უკვე აღარ გამოდის იდეალურად რუსული იარაღი, რადგან რუსეთის ფედერაციას მისი უცხოური კომპონენტების გარეშე წარმოება არ შეუძლია“, ამბობს მეთაური რუდიკი. კიდე ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტის "Х-101“- შესწავლისას უკრაინელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ელექტრონიკის "დეგრადაცია“ . როგორც მეთაური რუდიკი ამბობს, ადრეულ ნიმუშებზე ბევრად ხარისხიანი უცხოური ჩიპები ეყენა, ახალ ნიმუშებზე კი, სავარაუდოდ, სანქციის გამო, რუსებმა შედარებით ძველი მიკროსქემების გამოყენება შეძლეს.

  • საიდან მოაქვს რუსეთს მიკროსქემები?

2023 წლის დასაწყისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ რუსეთი მიკროსქემებს თავიანთი იარაღისთვის იღებს უცხოური საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან. შესაბამისად, შეუძლებელია მათთვის ყველა არხის გადაკეტვა.

"ეს არის უდიდესი სირცხვილი რუსული იდეოლოგიისთვისაც კი, იმიტომ რომ ისინი დაეცნენ იქამდე, რომ ყიდულობენ სარეცხ მანქანებს, მტვერსასრუტებს და შლიან მიკროსქემებად, რასაც შემდგომ რაკეტებში ათავსებენ“, - აცხადებდა ის ჟურნალ Forbes - თან.

განცხადებაში "სარეცხი მანქანებიდან ამოღებულ ჩიპებზე“ არის სიმართლის მარცვალი. "საქმე იმაშია, რომ ცალკეული მიკროსქემები საყოფაცხოვრებო ნივთებიდან მართლაც, რომ შეგვიძლია საომარ ტექნიკაში გამოვიყენოთ, თუმცა არა პირდაპირ გადატანით, არამედ მათი მოდერნიზებით", - ამბობს რუდიკი. წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა