საგარეჯოს სოფელ თულარში გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი.
სავარაუდო დამნაშავე კი 40-წლამდე ხეირ ხაბაროვია. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ სოფელში არ გამოჩენილან ხაბაროვის ოჯახის წევრები.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. რაც შეეხება ქალს, ის მძიმედ არის დაჭრილი და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
არსებული ინფორმაციით, ხაბაროვს მეუღლე 6 თვის წინ დაშორდა და იაშარ ჯაფაროვზე დაქორწინდა. ამის გამო ხაბაროვი ყოფილ მეუღლეს სისტემატიურად ემუქრებოდა.
თულარის მცხოვრების თქმით, ხაბაროვმა ჯაფაროვი დედის თვალწინ მოკლა.
"10-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა გარდაცვლილს. ცოლი მოიყვანა ამ ბიჭმა და ამის გამო მკვლელი სულ ემუქრებოდა, მოგკლავო. დედაც იქ იყო, როცა ესროლეს, გადარჩა." - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "მთავარ არხთან".
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ხაბაროვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
ასევე იხილეთ:
მკვლელეს ციხეებში ისეთი კარგი პირობები შეუქმნეს რომ გარეთ ყოფნას ციხეში ყოფნა ურჩევნიათ. ხოდა ხოცავენ ვინც არ მოეწონებათ. გაამკაცრეთ კანონი. მკვლელი ასჯერ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს ვიდრე მოკლული დაისაჯა. ამუშავეთ მაღაროებში უმძიმეს პირობებში 16 საათი დღეში, ვიდრე სული არ გასძვრება და აღარ იქნება მკვლელობები.
ქართული ფილმი "მოკვეთილი" გამახსენა ამ ამბავმა.. დიდი ტრაგედიაა, ყველა მხარისთვის და ცალსახად ვერც ერთ მხარეს ვერ გაამართლებ, რაც არ უნდა იკივლონ ნეოლიბერალებმა..