სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დაკავებულ "კაბუს“ 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დაკავებულ "კაბუს“ 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქა­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მსა­ხი­ობს, კახა აბუ­აშ­ვილს, იგი­ვე "კა­ბუს" აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო გი­რაო შე­ე­ფარ­და.

ის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას გი­რა­ოს თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ და­ტო­ვებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ მჭედ­ლიშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მსა­ხი­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და, ად­ვო­კატ­მა მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა ითხო­ვა, სა­სა­მარ­თლოს კი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა და ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სხვა­დას­ხვა შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი გო­გა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ თა­მარ მეგ­რე­ლიშ­ვილს აბ­სტრაქ­ტულ პი­რებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სცე­მა. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, კახა აბუ­აშ­ვი­ლი ცივ ია­რაღს, და­ნას ატა­რებ­და. ამას­თან, პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბულს ქა­ლის მი­მართ ჩაგ­ვრი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს, ის ასე­ვე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­თვის 4-ჯე­რაა ნა­სა­მარ­თლე­ვი და მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსა­ხი­ო­ბი მიდ­რე­კი­ლია გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის­კენ. ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მი­მალ­ვი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­აფრ­თხე­ებ­ზე მი­უ­თი­თებ­და.

აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა. ად­ვო­კატ და­ვით სა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში მხო­ლოდ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბაა. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "კა­ბუს" არ ეკუთ­ვნის.

და­ვით სა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კახა აბუ­აშ­ვილს ამ მო­მენ­ტის­თვის ნა­სა­მარ­თლო­ბა არ აქვს, ის გა­ქარ­წყლე­ბუ­ლია.

ად­ვო­კატ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა კახა აბუ­აშ­ვი­ლის პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე სა­უბ­რობს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვე­შაა და მისი ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კახა აბუ­აშ­ვილ­მა მხო­ლოდ ის გა­ნა­ცხა­და, რომ "ად­ვო­კა­ტებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ეთან­ხმე­ბო­და". ის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მსა­ხი­ობ კახა აბუ­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ცემა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია), 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მუ­ქა­რა) და 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა) წა­რუდ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კნიაზ იმერეტინსკი
1

რეპერი მეგონა და რეციდივისტი ყოფილა, ოᲗხჯერ ნასამარᲗლევი

Ჟანა
0

არადა ავტოგრაფი ᲩამოვარᲗვი კონცერტზე, გადარᲩენილი ვარ

ავტორი:

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დაკავებულ "კაბუს“ 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დაკავებულ "კაბუს“ 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე "კაბუს" აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა მსახიობისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, ადვოკატმა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ითხოვა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება შესთავაზა.

საქმის პროკურორის, გიორგი გოგალაძის განცხადებით, ბრალდებულმა დაზარალებულ თამარ მეგრელიშვილს აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა. პროკურორის განმარტებით, კახა აბუაშვილი ცივ იარაღს, დანას ატარებდა. ამასთან, პროკურორის თქმითვე, ბრალდებულს ქალის მიმართ ჩაგვრითი დამოკიდებულება ახასიათებს, ის ასევე განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის 4-ჯერაა ნასამართლევი და მისივე განმარტებით, მსახიობი მიდრეკილია განზრახი დანაშაულების ჩადენისკენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სააფრთხეებზე მიუთითებდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატ დავით სანაძის განცხადებით, საქმეში მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებაა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება "კაბუს" არ ეკუთვნის.

დავით სანაძის განცხადებით, კახა აბუაშვილს ამ მომენტისთვის ნასამართლობა არ აქვს, ის გაქარწყლებულია.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა კახა აბუაშვილის პიროვნულ მახასიათებლებზე საუბრობს, დაზარალებული ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშაა და მისი ადეკვატურობა შესამოწმებელია.

სასამართლო პროცესზე კახა აბუაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ადვოკატებს აბსოლუტურად ეთანხმებოდა". ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.