ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და "უმაღლესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე" იური კოკოევი მასშტაბურ საგზაო შემთხვევაში, ალაგირთან, ჩრდილოეთ ოსეთში, მოყვა.
დაღუპულია ოთხი ადამიანი. როგორც წყაროები ყვებიან, კოკოევი Mercedes-Benz-ის მანქანის საჭესთან იჯდა, ცხენის გასწრება დაიწყო, თუმცა ურიკას გამოედო. მანქანა შემხვედრ ზოლზე გადავიდა და "ლადას“ დაეჯახა, სადაც 4 ადამიანი იჯდა და ოთხივე გარდაიცვალა.
მსხვერპლთა ასაკი 48-დან 73-მდე იყო.
"ახლა ისეთ საშინელ მდგომარეობაში ვარ, არაფერზე საუბარი არ შემიძლია. ერთადერთი რაც მახსოვს - ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მივდიოდი. გზაზე ცხენი გამოვარდა, ვერ მოვასწარი ვერაფერი. სხვა არაფერი მახსოვს. ახლახანს მაცნობეს, რომ არიან გარდაცვლილები. არ ვიცი რა გავაკეთო, ძალიან ვწუხვარ“, - მოუყვა კოკოევი გამოცემა "საპას“.
კოკოევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს. ტრაგედიის გარემოებებს სამართალდამცველები არკვევენ.
ავტორი: ანრი კურტანიძე
ყაიმაზა უხერხულია ამ თემაზე ხუმრობა!!! ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და სიტუაცია?ც რა მინისტრი რა ცხენი და მერსედესი სამარცხვინო და სავალალოა ეს ყველაფერი .. ნეტა ოსები რა ჭკუაზე არიან!? როგორ მოწონთ ეს "მშვენიერი და აწყობილი" ცხოვრება რუსეთთან ჩახუტებულებს. ხალხს ვგულისხმობ, თორემ მთავრობა როგორც აქ ისე იქ მშვენივრად არის, როგორც ყოველთვის/.
დოუსიგნალებია და ეეე,!
ცხენს კი არა კოკოითსო კაცო, შენ რაღა მოგდის ცხენს სადა აქვს სიგნალი, გაჭენებულ ჩოყლაყივით ყურებში შემოკრავ აგურს თუ?