პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრონების ომი, რომელშიც გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა - რა ნახეს დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინის ფრონტზე: "ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია...“
დრონების ომი, რომელშიც გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა - რა ნახეს დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინის ფრონტზე: "ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია...“

წამ­ყვა­ნი და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლეს და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბრნენ, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ფრონტზე ვერც რუ­სე­თი და ვერც უკ­რა­ი­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვან გარ­ღვე­ვას ვერ შეძ­ლებს. სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტებ­მა ასე­ვე და­ას­კვნეს, რომ ამ ომში სულ უფრო დიდ როლს ისე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი თა­მა­შობს, რო­გორც FPV დრო­ნე­ბია.

  • ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­ში შე­დი­ოდ­ნენ:

მაიკ კოფ­მა­ნი - კარ­ნე­გის ფონ­დი­დან.

რობ ლი - აშშ-ის შიდა პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ფრანც-სტე­ფან გედი - სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი.

კონ­რად მუ­ზი­კა - Rochan Consulting-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სი.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ ეტა­პის მთა­ვა­რი დას­კვნა ასე­თია: უკ­რა­ი­ნის მას­შტა­ბუ­რი კონ­ტრშე­ტე­ვა, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში და­ი­წყო, ძი­რი­თა­დად დას­რულ­და და ახლა ომი პო­ზი­ცი­ურ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და.

ზა­პო­რო­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, რუ­სე­ბის კარ­გად გა­მაგ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ხა­ზე­ბი გა­არ­ღვი­ეს და რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი და­იბ­რუ­ნეს.

თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს: ვერ მი­უ­ახ­ლოვ­დნენ აზო­ვის ზღვას და ზა­პო­რო­ჟი­ეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ვერ აი­ძუ­ლეს რუ­სე­ბი, რომ უკან და­ე­ხი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, არ მო­ხერ­ხდა ყი­რი­მის სახ­მე­ლე­თო დე­რეფ­ნის გა­დაჭ­რა.

"უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი დიდ­წი­ლად ამო­წუ­რუ­ლია", - ამ­ბობს მუ­ზი­კა პო­ლო­ნურ რა­დიო TOK FM-თან - შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ­ში, არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. ლა­პა­რა­კია არ­ტი­ლე­რი­ა­სა და ადა­მი­ა­ნურ პო­ტენ­ცი­ალ­ზე“.

"ორი­ვე მხა­რე უფრო ასა­კობ­რივ სამ­ხედ­რო­ებს იწ­ვევს სა­ომ­რად. ისი­ნი 18-20 წლის ბი­ჭე­ბი აღარ არი­ან. ლა­პა­რა­კია 40-50 წლის ადა­მი­ა­ნებ­ზე“, - ამ­ბობს მა­იკლ კოფ­მა­ნი სა­კუ­თარ პოდ­კას­ტში War On The Rocks.

მაიკ კოფ­მა­ნი

"არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წინ სვლა ძა­ლი­ან რთუ­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია დღე­ში 100 მეტრზე წინ წა­წე­ვა“ - აცხა­დებს რობ ლი. მი­სი­ვე თქმით, რუ­სებ­მა შე­ტე­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი ფრონ­ტის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ა­აქ­ტი­უ­რეს, მათ შო­რის ავ­დი­ევ­კას რა­ი­ონ­ში და კუ­პი­ანსკთან.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ Economist-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ფრონტზე შექ­მნილ პა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა, თუმ­ცა მის წე­რილს პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

კოფ­მა­ნის თქმით, "პა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა“ პო­ლი­ტი­კუ­რად და­მუხ­ტუ­ლი სი­ტყვაა, რად­გან ზა­ლუ­ჟ­ნიმ თა­ვის სტა­ტი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნა.

"არ ვფიქ­რობ, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში პა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბაა, ფრონ­ტის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში არის ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში - არა“, - ამ­ბობს ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტი.

  • რა­ტომ მოხ­და ასე?

და­სავ­ლე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა არ­მი­ამ ზა­ფხუ­ლის კონ­ტრშე­ტე­ვის დროს დიდი და­ნა­კარ­გე­ბი მი­ი­ღო.

"უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს მო­რა­ლუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად მა­ღალ დო­ნე­ზე აქვთ, თუმ­ცა სულ უფრო მე­ტად იღ­ლე­ბი­ან“, - ყვე­ბა თა­ვის პოდ­კას­ტში ფრანც-სტე­ფან გედი.

კონ­რად მუ­ზი­კა

"და­ნა­კარ­გე­ბი იმ­დე­ნად დი­დია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს ზო­გი­ერ­თი ბრი­გა­დის აღ­დგე­ნა 0-დან უწევთ. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ქა­ნი­ზი­რე­ბულ და ქვე­ით შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი, რომ­ლე­ბიც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დაც­ვის ხაზს ფი­ზი­კუ­რად უტე­ვენ“, - ამ­ბობს მუ­ზი­კა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ბუ­ნე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. "თუ თქვე­ნი სტრა­ტე­გია - ყი­რი­მამ­დე მის­ვლაა, პა­ტა­რა შე­ნა­ერ­თე­ბით შე­ტე­ვე­ბის მი­ტა­ნა შე­დეგს არ მოგ­ცემთ“, - და­ა­მა­ტა პო­ლო­ნელ­მა ექ­სპერ­ტმა.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქში კონ­ტრშე­ტე­ვე­ბი დიდი ძა­ლე­ბით წა­მო­ი­წყეს - ეს ტაქ­ტი­კა მათ და­სავ­ლურ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ას­წავ­ლეს.

თუმ­ცა ისი­ნი ეშე­ლო­ნურ და და­ნაღ­მულ გა­მაგ­რე­ბებს წა­ა­წყდნენ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გარ­და ასე­თი მტკი­ცე გა­მაგ­რე­ბე­ბი­სა, კარ­გად იყე­ნებ­და ვერ­ტმფრე­ნებს, არ­ტი­ლე­რი­ას, უპი­ლო­ტო აპა­რა­ტებს. ამის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა უარი თქვეს დიდი ძა­ლე­ბით შე­ტე­ვებ­ზე და მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მცი­რე ჯგუ­ფე­ბით შე­ტე­ვებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რა­მაც შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა, ხოლო და­ნა­კარ­გე­ბი შე­ამ­ცი­რა.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რი, რაც ორი­ვე მხა­რეს ხელს უშ­ლის გარ­ღვე­ვა­ში, მზვე­რა­ვი და უპი­ლო­ტო FPV დრო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბაა, რომ­ლე­ბიც ია­ფია და ვი­დე­ოს ტრანსლი­რე­ბა დრო­ნის ოპე­რა­ტო­რის სპე­ცი­ა­ლურ სათ­ვა­ლე­ში ხდე­ბა.

რობ ლის თქმით, FPV დრო­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა უკა­ნას­კნელ 3 თვე­ში მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია, ხოლო რუ­სებს ასე­თი დრო­ნე­ბი იმ­დე­ნად ბევ­რი აქვს, რომ არა ტექ­ნი­კა­ზე, არა­მედ გან­ცალ­კე­ვე­ბულ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­ზე შე­უძ­ლი­ათ იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა.

შე­დე­გად, რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნე­ბის­მი­ერ ჯგუფ­ზე იე­რი­შებს დრო­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"თუ უკ­რა­ი­ნა ვერ შეძ­ლებს ჯავ­შან­ტექ­ნი­კის სწრაფ და საკ­მა­რის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას, ლა­პა­რა­კია - ტან­კებ­ზე, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებ­ზე, მა­შინ სწრა­ფი გარ­ღვე­ვა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ლი.

კოფ­მა­ნის თქმით, თუ უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის სა­წყის ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ნაღ­მე­ბი იყო, ახლა პირ­ველ ად­გილ­ზე ზუს­ტად ეს დრო­ნე­ბია - რო­გორც მზვე­რა­ვი, ასე­ვე დამ­რტყმე­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მაც ის­წავ­ლეს დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწრა­ფი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

War On The Rocks-ის პოდ­კას­ტში მუ­ზი­კამ ერთი ეპი­ზო­დი გა­იხ­სე­ნა, რომ­ლის მომსწრე თა­ვად გახ­და.

"უკ­რა­ი­ნულ­მა დრონ­მა რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის რაზ­მი აღ­მო­ა­ჩი­ნა. 30 წამ­ში მათ ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბით შე­უ­ტი­ეს, 4 წუთ­ში კი მათ­ზე კა­სე­ტუ­რი ბომ­ბე­ბით შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. მორ­ჩა. სულ ეს იყო. ოთხ წუთ ნა­ხე­ვა­რი - ეს დრო გაგ­რძელ­და ბრძო­ლა“.

კოფ­მა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ორი­ვე მხა­რის­თვის არ­თუ­ლებს შე­ტე­ვით ოპე­რა­ცი­ებს.

"ბრძო­ლე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის შე­წყვე­ტი­ლია. ამ დროს ტექ­ნი­კაც არ გა­და­ად­გილ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა გამ­თე­ნი­ას, სა­ღა­მოს ან გვი­ან ღამე“, - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

  • რას შე­უძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვლა?

არ­ცერ­თი ექ­სპერ­ტი არ ამ­ბობს, რას შე­უძ­ლია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა, ისი­ნი ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის კონ­კრე­ტულ სცე­ნა­რებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"უკ­რა­ი­ნა წნეხს არ შე­ამ­ცი­რებს და რუ­სე­თიც არ შე­ჩერ­დე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვის მო­პო­ვე­ბა­ზე ბრძო­ლას. უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, ვის ხელ­ში იქ­ნე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვა“, - ამ­ბობს კოფ­მა­ნი.

და­სავ­ლე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი გვახ­სე­ნე­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად დრო­ნე­ბი­სა და რა­დი­ო­ე­ლექტრუ­ლი ბრძო­ლი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტო­რად, მა­ინც ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა რჩე­ბა, რო­გო­რიც არ­ტი­ლე­რია და ჯა­ვან­ტექ­ნი­კაა. არ­ტი­ლე­რი­ის დახ­მა­რე­ბით, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ებ­ზე ცე­ცხლის მი­ტა­ნა ხდე­ბა, ხოლო ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­წი­ნა­აღ­მდე­გის პო­ზი­ცი­ის და­სა­პყრო­ბად ან დაჭ­რი­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის.

კოფ­მა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის მი­მართ ზო­გი­ერ­თი ინო­ვა­ცი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს დრო­ნე­ბის ახალ სის­ტე­მის შექ­მნა­ზე, თუმ­ცა "უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა - წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბის გაზ­რდაა“.

რუ­სე­თი თა­ვის მხრივ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე შე­და­რე­ბით ნელა რე­ა­გი­რებს, თუმ­ცა მას აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყოს იმ ტექ­ნი­კის წარ­მო­ე­ბა, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მე­ტად სა­სარ­გებ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

შე­დე­გად, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სეთს უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რო­გორც არ­ტი­ლე­რი­ა­ში, ასე­ვე დამ­რტყმელ დრო­ნებ­ში, თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუკი უკ­რა­ი­ნა დრო­ნე­ბის მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბას შეძ­ლებს და და­სავ­ლე­თი­დან ჭურ­ვე­ბი­სა და ჯავ­შან­ტექ­ნი­კის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებს.

ლის თქმით, ბევ­რი რა­ღა­ცის შეც­ვლა შე­უძ­ლია ასე­ვე ბრძო­ლის რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნულ, ახალ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს გა­ა­ნე­იტ­რა­ლებ­დნენ.

გე­დის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ომის გაგ­რძე­ლე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, იმი­ტომ, რომ ორი­ვე მხა­რე სწრა­ფად ახ­დენს ადაპ­ტა­ცი­ას.

"3 თვის წინ, სულ სხვა ფრონ­ტი გვქონ­და, ახლა სულ სხვაა“, - ამა­ტებს ექ­სპერ­ტი. წყა­რო

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
5

ეს ომი ქრონიკული კონფლიქტის სტადიაში გადავიდა ... გადამყვეტი დარტყმა რუსეთზე უნდა განხორციელებულიყო ომის დაწყების წელსვე ზაფხულში უკრაინისთვის სწრაფი და ეფექტური სამხედრო დახმარების გაწევის მეშვეობით, სანამ რუსეთი გამოვიდოდა შოკიდან, გადაეწყობოდა, შეცვლიდა სტრატეგიას, მოაწყობდა თავდაცვის ზღუდეებს და ა.შ. ... 

ვახო
5

მასე არ აომეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სულ სხვა მიზნებისთვის არის ეგ ომი ჯერ ერთი პოლიგონი და იარაღის გამოცდა რამდენი ხალხი დაიღუპა და რამდენი ლტოლვილი გახდა 

ავტორი:

დრონების ომი, რომელშიც გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა - რა ნახეს დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინის ფრონტზე: "ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია...“

დრონების ომი, რომელშიც გარღვევა ნაკლებად სავარაუდოა - რა ნახეს დასავლელმა ექსპერტებმა უკრაინის ფრონტზე: "ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია...“

წამყვანი დასავლელი ექსპერტები, რომლებმაც უკრაინის ფრონტი მოინახულეს და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ უახლოეს პერიოდში, ფრონტზე ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა მნიშვნელოვან გარღვევას ვერ შეძლებს. სამხედრო ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, რომ ამ ომში სულ უფრო დიდ როლს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები თამაშობს, როგორც FPV დრონებია.

  • ექსპერტების ჯგუფში შედიოდნენ:

მაიკ კოფმანი - კარნეგის ფონდიდან.

რობ ლი - აშშ-ის შიდა პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი თანამშრომელი.

ფრანც-სტეფან გედი - სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

კონრად მუზიკა - Rochan Consulting-ის ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი.

ექსპერტების თქმით, ამ ეტაპის მთავარი დასკვნა ასეთია: უკრაინის მასშტაბური კონტრშეტევა, რომელიც ზაფხულში დაიწყო, ძირითადად დასრულდა და ახლა ომი პოზიციურ ეტაპზე გადავიდა.

ზაპოროჟიეს მიმართულებით ჩატარებული ოპერაციებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ადგილას, რუსების კარგად გამაგრებული დაცვის ხაზები გაარღვიეს და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.

თუმცა ოპერაციის მთავარი დავალების შესრულება ვერ მოახერხეს: ვერ მიუახლოვდნენ აზოვის ზღვას და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ვერ აიძულეს რუსები, რომ უკან დაეხიათ, შესაბამისად, არ მოხერხდა ყირიმის სახმელეთო დერეფნის გადაჭრა.

"უკრაინის შეტევითი პოტენციალი დიდწილად ამოწურულია", - ამბობს მუზიკა პოლონურ რადიო TOK FM-თან - შეტევითი მოქმედებები არა მხოლოდ სამხრეთში, არამედ აღმოსავლეთ მიმართულებითაც ძალიან შეზღუდულია. ლაპარაკია არტილერიასა და ადამიანურ პოტენციალზე“.

"ორივე მხარე უფრო ასაკობრივ სამხედროებს იწვევს საომრად. ისინი 18-20 წლის ბიჭები აღარ არიან. ლაპარაკია 40-50 წლის ადამიანებზე“, - ამბობს მაიკლ კოფმანი საკუთარ პოდკასტში War On The Rocks.

მაიკ კოფმანი

"არსებულ სიტუაციაში წინ სვლა ძალიან რთულია, შეუძლებელია დღეში 100 მეტრზე წინ წაწევა“ - აცხადებს რობ ლი. მისივე თქმით, რუსებმა შეტევითი მოქმედებები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გაააქტიურეს, მათ შორის ავდიევკას რაიონში და კუპიანსკთან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ფრონტზე შექმნილ პატის მდგომარეობაზე ილაპარაკა, თუმცა მის წერილს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება მოჰყვა.

კოფმანის თქმით, "პატის მდგომარეობა“ პოლიტიკურად დამუხტული სიტყვაა, რადგან ზალუჟნიმ თავის სტატიაში გამოიყენა.

"არ ვფიქრობ, რომ მთლიანობაში პატის მდგომარეობაა, ფრონტის ზოგიერთ რაიონში არის ასეთი სიტუაცია, მაგრამ მთლიანობაში - არა“, - ამბობს ამერიკელი ექსპერტი.

  • რატომ მოხდა ასე?

დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინულმა არმიამ ზაფხულის კონტრშეტევის დროს დიდი დანაკარგები მიიღო.

"უკრაინელ ჯარისკაცებს მორალური სულისკვეთება ძველებურად მაღალ დონეზე აქვთ, თუმცა სულ უფრო მეტად იღლებიან“, - ყვება თავის პოდკასტში ფრანც-სტეფან გედი.

კონრად მუზიკა

"დანაკარგები იმდენად დიდია, რომ უკრაინელებს ზოგიერთი ბრიგადის აღდგენა 0-დან უწევთ. განსაკუთრებით მექანიზირებულ და ქვეით შემადგენლობაზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც მოწინააღმდეგის დაცვის ხაზს ფიზიკურად უტევენ“, - ამბობს მუზიკა.

მისი თქმით, უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბუნება ვერ მოახერხა. "თუ თქვენი სტრატეგია - ყირიმამდე მისვლაა, პატარა შენაერთებით შეტევების მიტანა შედეგს არ მოგცემთ“, - დაამატა პოლონელმა ექსპერტმა.

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშეტევები დიდი ძალებით წამოიწყეს - ეს ტაქტიკა მათ დასავლურმა სპეციალისტებმა ასწავლეს.

თუმცა ისინი ეშელონურ და დანაღმულ გამაგრებებს წააწყდნენ, მოწინააღმდეგე გარდა ასეთი მტკიცე გამაგრებებისა, კარგად იყენებდა ვერტმფრენებს, არტილერიას, უპილოტო აპარატებს. ამის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს დიდი ძალებით შეტევებზე და მათთვის კარგად ნაცნობი მცირე ჯგუფებით შეტევებზე გადავიდნენ, რამაც შედარებით სტაბილური შედეგები მოიტანა, ხოლო დანაკარგები შეამცირა.

ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რაც ორივე მხარეს ხელს უშლის გარღვევაში, მზვერავი და უპილოტო FPV დრონების აქტიური გამოყენებაა, რომლებიც იაფია და ვიდეოს ტრანსლირება დრონის ოპერატორის სპეციალურ სათვალეში ხდება.

რობ ლის თქმით, FPV დრონების მნიშვნელობა უკანასკნელ 3 თვეში მკვეთრად გაზრდილია, ხოლო რუსებს ასეთი დრონები იმდენად ბევრი აქვს, რომ არა ტექნიკაზე, არამედ განცალკევებულ უკრაინელ სამხედროებზე შეუძლიათ იერიშების მიტანა.

შედეგად, რუსები უკრაინელი ჯარისკაცების ნებისმიერ ჯგუფზე იერიშებს დრონებით ახორციელებენ.

"თუ უკრაინა ვერ შეძლებს ჯავშანტექნიკის სწრაფ და საკმარის კონცენტრაციას, ლაპარაკია - ტანკებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე, მაშინ სწრაფი გარღვევა, უბრალოდ, შეუძლებელია“, - ამბობს ლი.

კოფმანის თქმით, თუ უკრაინის კონტრშეტევის საწყის ეტაპზე, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ნაღმები იყო, ახლა პირველ ადგილზე ზუსტად ეს დრონებია - როგორც მზვერავი, ასევე დამრტყმელი.

ამასთანავე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმაც ისწავლეს დრონების გამოყენებით სწრაფი და კოორდინირებული შეტევების განხორციელება.

War On The Rocks-ის პოდკასტში მუზიკამ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რომლის მომსწრე თავად გახდა.

"უკრაინულმა დრონმა რუსი ჯარისკაცების რაზმი აღმოაჩინა. 30 წამში მათ ნაღმმტყორცნებით შეუტიეს, 4 წუთში კი მათზე კასეტური ბომბებით შეტევა განხორციელდა. მორჩა. სულ ეს იყო. ოთხ წუთ ნახევარი - ეს დრო გაგრძელდა ბრძოლა“.

კოფმანის განცხადებით, აღნიშნული სიტუაცია ორივე მხარისთვის ართულებს შეტევით ოპერაციებს.

"ბრძოლები დღის განმავლობაში თითქმის შეწყვეტილია. ამ დროს ტექნიკაც არ გადაადგილდება. ყველაფერი ხდება გამთენიას, საღამოს ან გვიან ღამე“, - ამბობს ექსპერტი.

  • რას შეუძლია სიტუაციის შეცვლა?

არცერთი ექსპერტი არ ამბობს, რას შეუძლია უახლოეს მომავალში მდგომარეობის შეცვლა, ისინი ბრძოლის გაგრძელების კონკრეტულ სცენარებს განიხილავენ.

"უკრაინა წნეხს არ შეამცირებს და რუსეთიც არ შეჩერდება ინიციატივის მოპოვებაზე ბრძოლას. უახლოეს თვეებში გამოჩნდება, ვის ხელში იქნება ინიციატივა“, - ამბობს კოფმანი.

დასავლელი ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ მიუხედავად დრონებისა და რადიოელექტრული ბრძოლისა, მნიშვნელოვან ფაქტორად, მაინც ტრადიციული შეიარაღება რჩება, როგორიც არტილერია და ჯავანტექნიკაა. არტილერიის დახმარებით, მოწინააღმდეგის პოზიციებზე ცეცხლის მიტანა ხდება, ხოლო ჯავშანტრანსპორტიორები სასიცოცხლოდ აუცილებელია მოწინააღმდეგის პოზიციის დასაპყრობად ან დაჭრილების ევაკუაციისთვის.

კოფმანი მიიჩნევს, რომ უკრაინას რუსეთის მიმართ ზოგიერთი ინოვაციური უპირატესობები აქვს და აქტიურად მუშაობს დრონების ახალ სისტემის შექმნაზე, თუმცა "უკრაინის მთავარი პრობლემა - წარმოების მასშტაბის გაზრდაა“.

რუსეთი თავის მხრივ სიტუაციაზე შედარებით ნელა რეაგირებს, თუმცა მას აქვს იმის საშუალება, რომ ოპერატიულად დაიწყოს იმ ტექნიკის წარმოება, რომელსაც ხელმძღვანელობა მეტად სასარგებლოდ მიიჩნევს.

შედეგად, ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთს უპირატესობა აქვს, როგორც არტილერიაში, ასევე დამრტყმელ დრონებში, თუმცა ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელი იქნება, თუკი უკრაინა დრონების მასიურ წარმოებას შეძლებს და დასავლეთიდან ჭურვებისა და ჯავშანტექნიკის საჭირო რაოდენობას მიიღებს.

ლის თქმით, ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია ასევე ბრძოლის რადიოელექტრონულ, ახალ საშუალებებს, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს გაანეიტრალებდნენ.

გედის განცხადებით, ძალიან რთული იქნება ომის გაგრძელების პროგნოზირება, იმიტომ, რომ ორივე მხარე სწრაფად ახდენს ადაპტაციას.

"3 თვის წინ, სულ სხვა ფრონტი გვქონდა, ახლა სულ სხვაა“, - ამატებს ექსპერტი. წყარო

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ