პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება" - კობახიძე სააკაშვილზე
"ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება" - კობახიძე სააკაშვილზე

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ ძა­ლებ­ზე - რა­საც ეტყვი­ან იმას გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის] გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღემ­დე დღის წეს­რიგ­ში არ დამ­დგა­რა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობ­დეს, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის­გან დღემ­დე თავს იკა­ვებს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის ალი­ანსს ადას­ტუ­რებს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში თვი­თონ გახ­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი არ­სე­ბობ­დეს, რომ­ლის გა­მოც ის დღემ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს. შე­იძ­ლე­ბა, იყოს ეს სხვა მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, სხვა მი­ზე­ზი. ვერ გე­ტყვით, გა­მი­ჭირ­დე­ბა პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბა. ერთი რამ ცხა­დია - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ ძა­ლებ­ზე, რა­საც ეტყვი­ან იმას გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღემ­დე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ დამ­დგა­რა დღის წეს­რიგ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი, მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

"არ ვიცი, ეს კაცი ორი წელი კვდე­ბო­და, მისი მობ­რუ­ნე­ბა იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ნუ, ვხე­დავთ, რომ მობ­რუნ­და, აღარ კვდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი. ჯერ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­მუ­ლი­ან­ტობ­და, მარ­თლა პირ­და­პირ ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. ბო­ლომ­დე ხომ და­ა­ზი­ა­ნა მან სა­კუ­თა­რი რე­პუ­ტა­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მის მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რი­საც კი შე­ე­ლა­ხა მას რე­პუ­ტა­ცია. რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რი გი­ყუ­რებს და ხე­დავს, რომ სი­მუ­ლან­ტობ, ასეთ დროს პო­ლი­ტი­კუ­რი იმი­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ასეთ დროს, მისი სურ­ვი­ლი, მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კა­ში, რა თქმა უნდა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მან ასე­ვე "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პარ­ტია არ გა­მო­რი­ცხავს, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვოს და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თოს.

"ჩვენც გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი. არ­სე­ბობს ასე­თი გეგ­მა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია, გი­ორ­გი გა­ხა­რია, რაც მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარ­ტია იქ­ნე­ბა შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მით უკე­თე­სი ჩვენ­თვის. მით მეტ ხმებს და­კარ­გავს ოპო­ზი­ცია მთლი­ა­ნო­ბა­ში და მით მეტი მან­და­ტი წა­მო­ვა ჩვენ­კენ,“ - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

ვივამედის ექიმები დააჯილდოვეთ მაგ კაცისს გამძლეობისთვის და მიცვალებულის გაცოცხლებისთვის!...ხედავთ ბიჭი როგორ ამოიქოქა,უკვე პრემიერობაც მოინდომა!

სათᲥმელი
1

უმაგრესი ირაკლი!!

რა თქვა ტყუილი: 2წელი არ კვდებოდა მიშა?!

ავტორი:

"ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება" - კობახიძე სააკაშვილზე

"ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება შეუძლებელი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება" - კობახიძე სააკაშვილზე

სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არის დამოკიდებული კონკრეტულ ძალებზე - რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, [მიხეილ სააკაშვილის შეწყალების] გადაწყვეტილება დღემდე დღის წესრიგში არ დამდგარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება, გარკვეული მიზეზები არსებობდეს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისგან დღემდე თავს იკავებს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებები, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ზურაბიშვილს შორის ალიანსს ადასტურებს.

"სინამდვილეში თვითონ გახდა სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი. შეიძლება, გარკვეული მიზეზები არსებობდეს, რომლის გამოც ის დღემდე სააკაშვილის შეწყალებისგან თავს იკავებს. შეიძლება, იყოს ეს სხვა მიმდინარე საქმეები, შეიძლება, სხვა მიზეზი. ვერ გეტყვით, გამიჭირდება პროგნოზების გაკეთება. ერთი რამ ცხადია - სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არის დამოკიდებული კონკრეტულ ძალებზე, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ეს გადაწყვეტილება არ დამდგარა დღის წესრიგში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილი, მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

მისივე შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები არასერიოზულია.

"არ ვიცი, ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ნუ, ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება. რეალურად, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჯერ ორი წლის განმავლობაში, სიმულიანტობდა, მართლა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბოლომდე ხომ დააზიანა მან საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ასეთ დროს, მისი სურვილი, მობრუნდეს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვისაა განწირული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე "სტრატეგია აღმაშენებელთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია არ გამორიცხავს, ზურაბიშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს და საარჩევნო პროცესში ჩაერთოს.

"ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი. არსებობს ასეთი გეგმა - სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია, რაც მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება შემდეგ არჩევნებზე წარმოდგენილი, მით უკეთესი ჩვენთვის. მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ,“ - აღნიშნა კობახიძემ.