საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად
"თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად

თა­ნა­მედ­რო­ვე, ემან­სი­პი­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც თა­ნა­ბარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე წვდო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან ორი­ენ­ტი­რად იქცა, გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ჯერ კი­დევ რჩე­ბა გა­მოწ­ვე­ვად. ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს სფე­რო­ე­ბი, სა­დაც ქა­ლებს თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა უხ­დე­ბათ. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ქალ­თა ფეხ­ბურ­თია - მა­მა­კა­ცე­ბის სივ­რცედ მიჩ­ნე­ულ მო­ე­დან­ზე ქა­ლებს ახ­ლაც უწევთ, და­ამ­ტკი­ცონ, რომ აქ მათი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლად არის.

ამ სტე­რე­ო­ტი­პის დაძ­ლე­ვი­სა და ფეხ­ბურ­თით ქა­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მნა ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი "კვარ­ტა­ლი“. მისი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის იდეა 2016 წელს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს გა­უჩ­ნდა. ინი­ცი­ა­ტი­ვას მალე სა­ინ­ტე­რე­სო გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვა და კლუბს 2019 წლი­დან ქალ­თა გუნ­დი და­ე­მა­ტა, 2020 წელს ქალ­თა მას­ტერ ლი­გა­ში ჩა­ერ­თნენ, 2021 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რე­ბი გახ­დნენ და სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა-აკა­დე­მი­აც შექ­მნეს. კლუ­ბის რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გო­ნა კი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რებ­ში ას­პა­რე­ზობს.

მიღ­წე­ვე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოა, თუმ­ცა იმის­თვის, რომ კლუ­ბი გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეს, სა­ჭი­როა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მა, რომ­ლებ­საც სჯე­რათ, რომ ქალ­თა ფეხ­ბურთს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს.

ამ მიზ­ნით "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“სა­ფეხ­ბურ­თო გუნდ "კვარ­ტა­ლის“ მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და და, ამას­თა­ნა­ვე, 2 ფეხ­ბურ­თელს 1-წლი­ა­ნი სტი­პენ­დია და­უ­ნიშ­ნა. დო­ნა­ცი­ის პლატ­ფორ­მის - tegeta.care-ის სა­შუ­ა­ლე­ბით კი ნე­ბის­მი­ერ კერ­ძო პირ­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს თა­ნას­წო­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოს შექ­მნა­ში და გახ­დეს გო­გო­ნა­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მხარ­დამ­ჭე­რი.

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ერთ-ერთი სტი­პენ­დი­ა­ტი ლიზი კან­კია 16 წლი­საა. ის სა­ქარ­თვე­ლოს ასა­კობ­რივ U19 ნაკ­რებ­ში ირი­ცხე­ბა და გამ­თა­მა­შებ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, აბი­ტუ­რი­ენ­ტია, მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტი.

ლიზი კან­კია, ფეხ­ბურ­თე­ლი:

"ფეხ­ბურ­თის პრო­ფე­სი­უ­ლად თა­მა­ში 13 წლი­სამ "კვარ­ტალ­ში“ და­ვი­წყე. მინ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გავ­ხდე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შო, სა­მო­მავ­ლოდ კი ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე გუნდში მოვ­ხვდე. ვარ­ჯიშს დიდი დრო მი­აქვს, რაც წელს გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია, რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ და ვარ­ჯი­შის მე­ცა­დი­ნე­ო­ბას­თან შე­თავ­სე­ბა მი­წევს. ფი­ზი­კუ­რად, ემო­ცი­უ­რად თუ ფი­ნან­სუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პე­რი­ოდ­ში "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტი­პენ­დია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის. ეს მხარ­და­ჭე­რა მეხ­მა­რე­ბა, რომ ვარ­ჯი­ში გა­ვაგ­რძე­ლო და ოც­ნე­ბე­ბი ავიხ­დი­ნო“.

ფეხ­ბურ­თის თა­მაშს ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ საქ­მედ გა­ნი­ხი­ლავს 16 წლის მა­რი­ამ მამ­ფო­რია, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კი­დევ ერთი სტი­პენ­დი­ა­ტი. ასა­კობ­რივ U17 ნაკ­რებ­ში მა­რი­ა­მი კა­პი­ტა­ნია. ფეხ­ბურ­თის თა­მა­შით მან ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია გა­აგ­რძე­ლა.

მა­რი­ამ მამ­ფო­რია, ფეხ­ბურ­თე­ლი:

"ფეხ­ბურთთან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე მო­მი­წია. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ახლა მწვრთნე­ლია. ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა მქონ­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ბა­რი­ე­რე­ბი მა­ინც შემ­ხვდა. მარ­თა­ლია, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჯერ ისევ არის, თუმ­ცა საგ­რძნობ­ლად შე­სუს­ტდა. ეს ცვლი­ლე­ბა კი სწო­რედ იმ ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც ზრუნ­ვა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებს ქალ­თა ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. პი­რა­დად ჩემ­თვის "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტი­პენ­დია სწო­რედ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა - მინ­და, ფეხ­ბურთს გავ­ყვე“.

სტი­პენ­დი­ის გარ­და, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ მხარს უჭერს მთლი­ან გუნდს რათა სპორ­ტსმე­ნებ­მა გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნაგ­რძონ და მათ ან­გა­რიშ­ზე კი­დევ ბევ­რი გოლი აი­სა­ხოს.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, "თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა და ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ჩვე­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია გენ­დერუ­ლად და­ყო­ფილ პრო­ფე­სი­ებ­ში ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით "თე­გე­ტას“ საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დაც მუ­დამ ვზრუ­ნავთ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა­ზე.

გვი­ხა­რია, რომ გო­გო­ნა­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "კვარ­ტა­ლის“ აღ­მო­ჩე­ნით, ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი ერთ სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ან­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ორ ფეხ­ბურ­თელ გო­გო­ნას - ლი­ზი­სა და მა­რი­ამს, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გაზ­რდას გეგ­მა­ვენ, ასე­ვე ჩვენს შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თე­გე­ტას­თან“ ერ­თად ვმუ­შა­ობთ, რომ გუნ­დი გა­ვაძ­ლი­ე­როთ. გვჯე­რა, რომ ეს ძლი­ე­რი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გო­გო­ე­ბი არ შე­წყვე­ტენ გან­ვი­თა­რე­ბას და მათ ან­გა­რიშ­ზე კი­დევ უფრო მეტ გოლ­სა და გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ხი­ლავთ“.

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ზრუნ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ამით არ სრულ­დე­ბა. ჰოლ­დინ­გის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ა­ში გა­წე­რი­ლია მიზ­ნე­ბი, ამო­ცა­ნე­ბი და კომ­პა­ნი­ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ჰოლ­დინ­გი 2024 წლამ­დე გეგ­მავს.

უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად

"თეგეტა ჰოლდინგი“ ქალთა ფეხბურთის მხარდასაჭერად

თანამედროვე, ემანსიპირებულ სამყაროში, სადაც თანაბარ შესაძლებლობებზე წვდომა მნიშვნელოვან ორიენტირად იქცა, გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად. ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, სადაც ქალებს თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად ბარიერების გადალახვა უხდებათ. გამონაკლისი არც ქალთა ფეხბურთია - მამაკაცების სივრცედ მიჩნეულ მოედანზე ქალებს ახლაც უწევთ, დაამტკიცონ, რომ აქ მათი ადგილი ნამდვილად არის.

ამ სტერეოტიპის დაძლევისა და ფეხბურთით ქალების დაინტერესების მიზნით შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი "კვარტალი“. მისი ჩამოყალიბების იდეა 2016 წელს რამდენიმე მეგობარს გაუჩნდა. ინიციატივას მალე საინტერესო განვითარება მოჰყვა და კლუბს 2019 წლიდან ქალთა გუნდი დაემატა, 2020 წელს ქალთა მასტერ ლიგაში ჩაერთნენ, 2021 წელს კი საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ და საფეხბურთო სკოლა-აკადემიაც შექმნეს. კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი გოგონა კი დღეს საქართველოს ქალთა ნაკრებში ასპარეზობს.

მიღწევები თვალსაჩინოა, თუმცა იმისთვის, რომ კლუბი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ფინანსური რესურსი და იმ ადამიანების თანადგომა, რომლებსაც სჯერათ, რომ ქალთა ფეხბურთს საქართველოში დიდი მომავალი აქვს.

ამ მიზნით "თეგეტა ჰოლდინგი“ საფეხბურთო გუნდ "კვარტალის“ მხარდამჭერი გახდა და, ამასთანავე, 2 ფეხბურთელს 1-წლიანი სტიპენდია დაუნიშნა. დონაციის პლატფორმის - tegeta.care-ის საშუალებით კი ნებისმიერ კერძო პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა მისცა, წვლილი შეიტანოს თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში და გახდეს გოგონათა საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერი.

"თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი სტიპენდიატი ლიზი კანკია 16 წლისაა. ის საქართველოს ასაკობრივ U19 ნაკრებში ირიცხება და გამთამაშებლის პოზიციას იკავებს. პარალელურად, აბიტურიენტია, მომავალი იურისტი.

ლიზი კანკია, ფეხბურთელი:

"ფეხბურთის პროფესიულად თამაში 13 წლისამ "კვარტალში“ დავიწყე. მინდა წარმატებული ფეხბურთელი გავხდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო, სამომავლოდ კი ევროპის რომელიმე გუნდში მოვხვდე. ვარჯიშს დიდი დრო მიაქვს, რაც წელს განსაკუთრებით რთულია, რადგან აბიტურიენტი ვარ და ვარჯიშის მეცადინეობასთან შეთავსება მიწევს. ფიზიკურად, ემოციურად თუ ფინანსურად განსაკუთრებით მძიმე პერიოდში "თეგეტა ჰოლდინგის“ სტიპენდია მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ეს მხარდაჭერა მეხმარება, რომ ვარჯიში გავაგრძელო და ოცნებები ავიხდინო“.

ფეხბურთის თამაშს ცხოვრების მთავარ საქმედ განიხილავს 16 წლის მარიამ მამფორია, "თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი სტიპენდიატი. ასაკობრივ U17 ნაკრებში მარიამი კაპიტანია. ფეხბურთის თამაშით მან ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.

მარიამ მამფორია, ფეხბურთელი:

"ფეხბურთთან პირველი შეხება ადრეულ ასაკშივე მომიწია. ბაბუაჩემი ფეხბურთელი იყო, ახლა მწვრთნელია. ოჯახის მხარდაჭერა მქონდა, თუმცა საზოგადოების მხრიდან ბარიერები მაინც შემხვდა. მართალია, სტერეოტიპული დამოკიდებულება ჯერ ისევ არის, თუმცა საგრძნობლად შესუსტდა. ეს ცვლილება კი სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ზრუნვასა და ძალისხმევას არ იშურებს ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის. პირადად ჩემთვის "თეგეტა ჰოლდინგის“ სტიპენდია სწორედ განვითარების შესაძლებლობაა - მინდა, ფეხბურთს გავყვე“.

სტიპენდიის გარდა, "თეგეტა ჰოლდინგი“ მხარს უჭერს მთლიან გუნდს რათა სპორტსმენებმა განვითარება განაგრძონ და მათ ანგარიშზე კიდევ ბევრი გოლი აისახოს.

თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"საზოგადოებაზე ზრუნვა და ქალების გაძლიერება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით "თეგეტას“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

გვიხარია, რომ გოგონათა საფეხბურთო კლუბის "კვარტალის“ აღმოჩენით, ჩვენი მიზნები ერთ სივრცეში გაერთიანდა. გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ორ ფეხბურთელ გოგონას - ლიზისა და მარიამს, რომლებიც ამ სფეროში პროფესიონალურად გაზრდას გეგმავენ, ასევე ჩვენს შვილობილ კომპანია "ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ. გვჯერა, რომ ეს ძლიერი და მიზანდასახული გოგოები არ შეწყვეტენ განვითარებას და მათ ანგარიშზე კიდევ უფრო მეტ გოლსა და გამარჯვებას ვიხილავთ“.

"თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ამით არ სრულდება. ჰოლდინგის მიერ შემუშავებულ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გრძელვადიან სტრატეგიაში გაწერილია მიზნები, ამოცანები და კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც ჰოლდინგი 2024 წლამდე გეგმავს.

უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.